ფსიქოლოგია ყველა ადამიანის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილს წარმოადგენს, იგი გავლენას ახდენს ჩვენს წარმოდგენაზე განათლების, ინტელექტის, ურთიერთობების, ემოციების, რეკლამისა და ბოროტმოქმედების შესახებ. ადამიანები ხშირად მოყვარულ ფსიქოლოგებად გვევლინებიან და საკუთარი თუ სხვისი აზრების, გრძნობებისა და მოქმედებების მათეულ განმარტებას გვთავაზობენ. მაგრამ რის გაკეთებას ცდილობენ თავად ფსიქოლოგები, რა მეცნიერული საფუძველი გააჩნიათ მათ თავიანთი კონცეფციების დასასაბუთებლად? მოცემულ წიგნში ახსნილია ფსიქოლოგიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი თეორია და მათი პრაქტიკული შესაბამისობა, სწორედ ამიტომ, ეს ნაშრომი ფსიქოლოგიის საუკეთესო შესავალს წარმოადგენს მათთვის, ვისაც ადამიანის გონების შეცნობა აინტერესებს.