ლენტზე ჯგუფებისა და ღილაკების დამატება
ლენტზე ჯგუფების დამატება ხორციელდება XML ენაზე დაწერილ ტექსტში. ჯგუფის დასამატებლად გამოიყენება მისი, ობიექტის აღნიშვნა - dbCustomGroup. ჯგუფში შეიძლება დატანილ იქნეს ორი სახის ღილაკი: 1. სისტემაში არსებული, როგორიცაა Copy, Paste, Open და სხვა; 2. ჩვენს მიერ დაპროექტებული ღილაკები, რომელთა საშუალებით გამოძახებულ იქნება ჩვენს მიერ დაპროექტებული ფორმები;
აქ მოტანილ ტექსტში:
1. შექმნილია ჯგუფი სახელით ”ბაზის შექმნა” ობიექტის სახელით dbCustomGroup;
2. დამატებულია ახალი ჯგუფი სახელით ”ძიება” ობიექტის სახელით dbCustomGroup2;
3. ჯგუფში "ბაზის შექმნა" უზრუნველყოფილია სისტემაში არსებული ღილაკების Copy, Paste გამოტანა;
4. ჯგუფში "ძიება" უზრუნველყოფილია სისტემაში არსებული ღილაკის ExportExcel გამოტანა;
5. ჯგუფში "ძიება" დაპროექტებულია ობიექტი button id="Macro1"-ის ღილაკი სახელით "გაცდენები, შუალედური";
<customUI xmlns="http://schemas.microsoft.com/office/2006/01/customui">
<ribbon startFromScratch="true">
<tabs>
<tab id="dbCustomTab" label="მონაცემები" visible="true">
<group id="dbCustomGroup" label="ბაზის შექმნა">
<control idMso="Copy" label="კოპირება" enabled="true"/>
<control idMso="Paste" label="ჩასმა" enabled="true"/>
‘დამატებულია სისტემაში არსებული ღილაკი Paste
</group>
<group id="dbCustomGroup2" label="ძიება">
’ დამატებულია ახალი ჯგუფი dbCustomGroup2
<control idMso="ExportExcel" label="Excel-ის ექსპორტი" enabled="true"/>
’ჯგუფში dbCustomGroup2 დამატებულია სისტემაში არსებული ღილაკი ExportExcel
<button id="Macro1" label="გაცდენები, შუალედური" onAction="macro1"/>
</group>
</tab>
</tabs>
</ribbon>
</customUI>
ბუნებრივია ისმის კითხავა საიდან აიღება idMso-ს მნიშვნელობა, რომელიც გვიჩვენებს Access-ის ბრძანების კავშირს ღილაკთან. idMso-ს მნიშვნელობის მოსაძებნად:
- მიეცით ბრძანება Office≫Access Options. გამოვა ფანჯარა;
- ფანჯარაში მონიშნეთ ჩანართი Customize/სურ.4.10/.