ლენტის გამოყენება
შექმნილი ლენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთელი ბაზისათვის, ფორმისათვის ან ანგარიშგებისთვის.
ლენტის გამოყენება ბაზისთვის
- მიეცით ბრძანება Office≫Access Options. გამოვა ფანჯარა Access Options, რომელშიც მონიშნეთ ჩანართი Current Database. ჩანართის განყოფილებაში Ribbon and Toolbar Options. ჩამოშალეთ სია და მონიშნეთ თქვენს მიერ შექმნილი ლენტის სახელი-”მონიტორინგი”. დააწკაპუნეთ ღილაკზე OK/სურ. 4.5/
სურ. 4.5 ფანჯარაში მონიშნულია თქვენს მიერ შექმნილი ლენტის სახელი
- გამოვა შეტყობინება, რომლის თანახმად თქვენს მიერ შექმნილი ლენტის ძალაში შესასვლელად საჭიროა ბაზის დახურვა და გაღება/სურ. 4.6/.
სურ. 4.6 შეტყობინება ბაზის დახურვის და განმეორებით
გაღების აუცილებლობის შესახებ
ბაზის განმეორებით გაღების შემდეგ ჩანართი გადამალული იქნება და ეკრანზე გამოვა ჩვენს მიერ შექმნილ ლენტის დანართი სახელწოდებით ”მონაცემები”/სურ. 4.7/
სურ. 4.7.ჩვენს მიერ შექმნილი ჩანართი ჯგუფებით და ღილაკებით
ლენტის გამოყენება ფორმისთვის და ანგარიშგებისთვის
- მონიშნეთ ფორმა, რომელიც გამოძახებული უნდა იქნეს ღილაკით. გადადით ამ ფორმის დაპროექტების რეჟიმში და გამოიტანეთ ფანჯარა Properties;
- ფანჯარაში მონიშნეთ ჩანართი Other და თვისების Ribbon Name მნიშვნელობებიდან მონიშნეთ თქვენს მიერ შქმნილი ლენტის სახელი/სურ. 4.8/;
- მიეცით დამახსოვრების ბრძანება და დახურეთ თვისებებების ფანჯარა.
- ლენტიდან მაკრობძანებების შესრულება
- ბრძანებით Create Macro შექმენით მაკროსი, მაგალითად მაკროსი სახელით Macro1. მაკროსის სვეტში Action შეარჩიეთ ფორმის გაღების ბრძანება, ხოლო თვისებაში Form Name მიუთითეთ ფორმის სახელი, რომელიც გამოტანილ უნდა იქნეს ღილაკზე დაწკაპუნებისას/სურ. 4.9/.
სურ. 4.9. შევქმენით მაკროსი სახელით Macro1, შევარჩიეთ ფორმის გაღების ოპერაცია და ფორმის სახელი, რომელიც გაღებული უნდა იქნეს ამ მაკროსით
- მაკროსის სახელი Macro1 ჩაწერეთ XML ტექსტში.
სისტემური ცხრილების გადამალვა
- მიეცით ბრძანება Office≫Access Options. გამოვა ფანჯარა Access Options, რომელშიც მონიშნეთ ჩანართი Current Database.
- ფანჯარაში Current Database დააწკაპუნეთ ღილაკზე Navigation Options. გამოვა ფანჯარა, რომელშიც მოხსენით მონიშვნა ალამზე Show System Objects
სისტემური ობიექტების (ნავგაციის პანელის) გადამალვა
- მიეცით ბრძანება Office≫Access Options. გამოვა ფანჯარა Access Options, რომელშიც მონიშნეთ ჩანართი Current Database.
- ფანჯარაში Current Database მოხსნით მონიშვნა ალამზე Navigation Options.
გაჩუმებით მითითებული ინტერფეისის აღდგენა
აღდგენის პროცესი დამოკიდებულია ლენტი ბაზისთვის იყო დანიშნული, თუ ფორმისთვის ან ანგარიშგებისთვის. განვიხილოთ სიტუაცია, როცა ლენტი დანიშნული იყო ბაზისთვის.
- მიეცით ბრძანება Office≫Access Options. გამოვა ფანჯარა Access Options, რომელშიც მონიშნეთ ჩანართი Current Database. ჩანართის განყოფილებაში Ribbon and Toolbar Options. ჩამოშალეთ სია და წაშალეთ თქვენს მიერ შექმნილი ლენტის სახელი;
- დააწკაპუნეთ ღილაკზე OK;
- დახურეთ და გააღეთ მონაცემების ბაზა.
ფორმისთვის ან ანგარიშგებისთვის დანიშნული ლენტის მოხსნა
- მონიშნეთ ფორმა რომელიც გამოძახებული არ უნდა იქნეს ღილაკით. გადადით ამ ფორმის დაპროექტების რეჟიმში და გამოიტანეთ ფანჯარა Properties;
- ფანჯარაში მონიშნეთ ჩანართი Other და თვისების Ribbon Name მნიშვნელობებიდან მოხსენით თქვენს მიერ შქმნილი ლენტის სახელი;
- მიეცით დამახსოვრების ბრძანება და დახურეთ თვისებებების ფანჯარა.
სურ.4.8 თვისებების ფანჯარაში მითითებულია ჩვენს მიერ შექმნილი ლენტის სახელი