თავი 4. მომხმარებლის ინტერფეისის შექმნა Access 2007-ში. მრავამომხმარებლიანი რეჟიმი

Access 2007-ის ინტერფეისი განსხვავდება Access 2003-ის ინტერფეისისგან. Access 2007-ში მენიუთა სტრიქონი შეცვლილია ღილაკების ერთობლიობით. ღილაკები გაერთიანებულნი არიან ჯგუფებში. ჯგუფების ერთობლიობა ე.წ. ლენტს, დანართს ქმნის. ზოგი ავტორი მას ლენტს უწოდებს, ნაწილი კი - დანართს. ალბათ მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს ტერმინი ლენტი. ამრიგად ლენტი ჯგუფების, ხოლო ჯგუფი,  კი - ღილაკების ერთობლიობაა.   ინტერფეისის განუყოფელი ნაწილი სწრაფი შეღწევის ინსტრუმენტული პანელია. იგი  Access 2003-ში არსებული ინსტრუმენტული პანელის იდენტურია. Access 2003-ისგან განსხვავებით ინტერფეისზე მხოლოდ ერთი ინსტრუმენტული პანელია გამოტანილი. მასზედ შესაძლებელია ღილაკების დამატება, მოხსნა, მოდიფიკაცია. ღილაკები შეიძლება დამატებულ იქნენ, როგორც ინტერფეისზე არსებული ლენტებიდან ასევე სისტემაში არსებული ღილაკების სიმრავლიდან.
ლენტზე, არაპროგრამული საშუალებებით, ღილაკის მოხსნა, დამატება, მოდიფიკაცია შეუძლებელია. მომხმარებლის ინტერფეისის შესაქმნელად საჭიროა:
   1.        ინტერფეისს დაემატოს ახალი ლენტი;
   2.        ლენტზე შეიქმნას ჯგუფები;
   3.        ჯგუფებს მიენიჭოს სახელი;
   4.        ჯგუფებში დატანილ იქნეს ღილაკები;
   5.        ლენტის, ჯგუფებისა და ღილაკების დასახელებები დაწერილ იქნეს ქართულ ენაზე;
   6.        ინტერფეისიდან მოიხსნას არსებული ლენტი, მასში შემავალი ჯგუფებითა და ღილაკებით;
   7.        ინტერფეისიდან მოიხსნას სწრაფი შეღწევის ინსტრუმენტული პანელი;
   8.        შეუძლებელი გახდეს Access Options-ის ფანჯრით სარგებლობა;

4.1.ლენტის, ჯგუფების, ღილაკების შექმნა და არსებული ლენტების გადამალვა
ლენტის, ჯგუფების, ღილაკების შექმნა და არსებული ლენტების გადამალვა ხორციელდება XML ენაზე დაწერილი კოდით. XML დაწერილი ტექსტი შეიძლება შენახულ იქნეს მიმდინარე ბაზის სისტემურ ცხრილებში. ამ მიზნით:
   1.        გამოაჩინეთ სისტემური ცხრილები;
   2.        გაითვალისწინეთ სისტემური შეცდომების შეტყობინებების გამოტანა ეკრანზე;
   3.        შეადგინეთ სისტემური ცხრილი. ცხრილს მიანიჭეთ სახელი USysRibbons;
   4.        XML ენაზე დაწერილი ტექსტი დაამატეთ ცხრილს;
   5.        XML ენაზე დაწერილ ტექსტში გაითვალისწინეთ ლენტის, ჯგუფების სტრუქტურა, ღილაკები, წარწერები;
   6.        გადამალეთ სისტემური ობიექტები;
   7.        აღადგინეთ ლენტი და მისი გაწყობები გაჩუმებით;
   8.        შეასრულეთ ლენტიდან მაკრობრძანებები.

სისტემური ცხრილების გამოტანა
  • მიეცით ბრძანება Office≫Access Options. გამოვა ფანჯარა Access Options, რომელშიც მონიშნეთ ჩანართი Current Database/სურ. 4.1./


სურ. 4.1. ფანჯარა Access Options
  • ფანჯარაში Current Database დააწკაპუნეთ ღილაკზე Navigation Options. გამოვა ფანჯარა, რომელშიც მონიშნეთ ალამი Show System Objects/სურ.4.2/

სურ.4.2  ფანჯარა  Navigation Options. სისტემური ობიექტების გამოსაჩენად. მონიშნულია ალამი Show System Objects
  • ფანჯრის ცხრილების ნუსხაში გამოჩნდება გადამალული სისტემური ცხრილები/სურ.4.3/;

სისტემური შეტყობინებების გამოტანა ეკრანზე
  • მიეცით ბრძანება Office≫Access Options. გამოვა ფანჯარა Access Options, რომელშიც მონიშნეთ ჩანართი Advanced. განყოფილებაში General მონიშნეთ ალამი Show Add-In User Interface Errors და დააწკაპუნეთ ღილაკზე OK/სურ.4.3/.

სურ.4.3 Access-ის ობიექტების ნუსხაში გამოჩნდა სისტემური ცხრილები

სისტემური ცხრილის USysRibbons დაპროექტება და შევსება მონაცემებით

   •        დააპროექტეთ ცხრილი შემდეგი სტრუქტურით/სურ. 4.4/

სურ. 4.4 დაპროექტებული ცხრილის USysRibbons სტრუქტურა

           ჩაწერეთ Memo ველში შემდეგი ტექსტი XML ენაზე:
<customUI xmlns="http://schemas.microsoft.com/office/2006/01/customui">
<ribbon startFromScratch="true">
<tabs>
ლენტისთვის სახელის მინიჭება
<tab id="dbCustomTab" label="მონიტორინგი" visible="true">
ჩანართის სახელით "ბაზის შექმნა-საერთო" შექმნა
<group id="dbCustomGroup" label="ბაზის შექმნა-საერთო">
ჩანართზე ღილკების შექმნა და მათი დაკავშირება მაკროსებთან, რომლის საშუალებითაც ეკრანზე გამოიტანება ფორმა, ცხრილი, ანგარიშგება
<button id="Macro1" label="ფაკულტეტი" onAction="macro1"/>
<button id="Macro2" label="სპეციალობა" onAction="macro2"/>
<button id="Macro3" label="შეფასებების სახეები" onAction="macro3"/>
<button id="Macro4" label="გადაყვანების სახეები" onAction="macro4"/>
 </group>
ჩანართის სახელით "ბაზა-სტუდენტები" შექმნა
<group id="dbCustomGroup2" label="ბაზა-სტუდენტები">
ჩანართზე ღილკების შექმნა და მათი დაკავშირება მაკროსებთან, რომლის საშუალებითაც ეკრანზე გამოიტანება ფორმა, ცხრილი, ანგარიშგება
 <button id="Macro5" label="სტუდენტი" onAction="macro5"/>
</group>
<group id="dbCustomGroup3" label="ბაზა-პედაგოგები">
<button id="Macro7" label="პედაგოგი" onAction="macro7"/>
<button id="Macro9" label="პედაგოგი საგანი" onAction="macro9"/>
 </group>
ჩანართის სახელით "ბაზა-საგანი" შექმნა
<group id="dbCustomGroup4" label="ბაზა-საგანი">
ჩანართზე ღილკების შექმნა და მათი დაკავშირება მაკროსებთან, რომლის საშუალებითაც ეკრანზე გამოიტანება ფორმა, ცხრილი, ანგარიშგება
<button id="Macro10" label="საგანი" onAction="macro10"/>
<button id="Macro11" label="შუალედურების გეგმა" onAction="macro11"/> </group>
ჩანართის სახელით  "სტუდენტის მობილობა" შექმნა
<group id="dbCustomGroup5" label="სტუდენტის მობილობა">
ჩანართზე ღილკების შექმნა და მათი დაკავშირება მაკროსებთან, რომლის საშუალებითაც ეკრანზე გამოიტანება ფორმა, ცხრილი, ანგარიშგება
<button id="Macro12" label="გაცდენები" onAction="macro12"/>
<button id="Macro13" label="შუალედური შეფასებები" onAction="macro13"/>
<button id="Macro14" label="გამოცდები" onAction="macro14"/> </group>
ჩანართის სახელით "ანალიზი" შექმნა
<group id="dbCustomGroup6" label="ანალიზი">
ჩანართზე ღილკების შექმნა და მათი დაკავშირება მაკროსებთან, რომლის საშუალებითაც ეკრანზე გამოიტანება ფორმა, ცხრილი, ანგარიშგება
<button id="Macro15" label="პედაგოგები" onAction="macro15"/>
<button id="Macro16" label="სტუდენტები" onAction="macro16"/>
<button id="Macro17" label="საერთო" onAction="macro17"/>
</group>
</tab>
</tabs>
</ribbon>
</customUI> 

ქართულენოვანი ინტერფეისის შექმნა - გაგრძელება