4.7. მონაცემთა ბაზის სადიტრიბუციო პაკეტის მომზადება გა გავრცელება
სადიტრიბუციო პაკეტის მომზადება შესაძლებელია .ASSDB ან ACCCDE გაფართოების ფაილებისთვის. იგი შედგება ეტაპებისგან:
1. სერტიფიკატის შექმნა;
2. იდენტიფიცირებული (მოწერილი) პაკეტის შექმნა;
3. პაკეტის ამოღება და გავრცელება.
სერტიფიკატის შექმნა
1. მიეცით ბრძანება Start/Programms/Microsoft Office/ Microsoft Office Tools/Digital Certificate for BVA Project. გამოვა ფანჯარა Create Digital Certificate /სურ. 4.23/;
2. ველში Your Certificate Name ჩაწერეთ სერტიფიკატის სახელი და დააწკაპუნეთ ღილაკზე OK;
3. გამოვა შეტყობინება ციფრული სერტიფიკატის შექმნის შესახებ. დააწკაპუნეთ ღილაკზე OK/სურ. 4.24/.
სურ. 4.25. ფანჯარა ციფრული სერტიფიკატის სახელის მისათითებლად
OK ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ გამოვა ფანჯარა Create Microsoft Office Signed Package, რომელშიც მიუთითეთ სერტიფიცირებული პაკეტის სახელი, ადგილმდებარეობა და დააკაპუნეთ ღილაკზე Create/სურ.4.26/
სურ. 4.23. ფანჯარა სერიფიკატის სახელის ჩასაწერად
სურ. 4.24. შეტყობინება სერტიფიკატის მინიჭების შესახებ
სერტიფიცირებული პაკეტის შექმნა
1. გააღეთ მონაცემების ბაზა, რომლის გავრცელებაც გსურთ;
2. მიეცით ბრძანება Office/Publish/Package and Sign. გამოვა ფანჯარა Select Certifikate;
3. ფანჯარაში მონიშნეთ თქვენს მიერ შექმნილი ციფრული სერტიფიკატის სახელი და დააწკაპუნეთ ღილაკზე OK/სურ. 4.25/
სურ. 4.26. სერტიფიცირებული პაკეტის შექმნა
ლიცენზირებული პაკეტისთვის სერიული ნომრის, ლიცენზიის მოქმედების ვადის და სხვა პარამეტრების დაყენება
ჩვენს მიერ შექმნილ ლიცენზირებულ პაკეტს სისტემა ავტომატურად ანიჭებს სერიულ ნომერს, მოქმედების ვადას და სხვა. მათი ცვლილება შეიძლება.
1. ფანჯარაში Select Certifikate დააწკაპუნეთ ღილაკზე View Setificate;
2. გამოვა ფანჯარა Certificate, რომელიც შედგება სამი ჩანართისაგან. მონიშნეთ ჩანართი Details /სურ. 4.27/
სურ. 4.27. სერტიფიკატის პარამეტრები
ველში Show თუ მონიშნავთ სტრიქონს All, მაშინ ნაჩვენები იქნება ციფრული სერტიფიკატის ყველა პარამეტრი. ამ პარამეტრების მნიშვნელობების რედაქტირება შესაბამისი პარამეტრის დასახელებაზე დაწკაპუნების შემდეგ შეიძლება. სურ. -ზე ნაჩვენებია მომენტი, როდესაც სერიული ნომრის შეცვლის მიზნით მონიშნულია სტრიქონი Serial number და ველში ჩაწერილია სისტემის მიერ შემოთავაზებული სერიული ნომრის მნიშვნელობა.
სერტიფიცირებული პაკეტის ამოღება და გამოყენება
მიეცით მონაცემების ბაზის გაღების ბრძანება. გამოვა ფანჯარა, რომელშიც ველში Files Type ამოარჩიეთ Microsoft Office Signed Package(*.accdc), მონიშნეთ ფაილი და დააკაპუნეთ ღილაკზე Open/სურ.4.28/, გამოვა ფანჯარა Microsoft Office Access Security Notice/სურ. 4.29/
სურ. 4.28. ფანჯარა სერტიფიცირებული პაკეტის ჩვენებით
სურ. 4.29. Microsoft Office Access Security Notice
ღილაკზე Trust all from publisher დაწკაპუნებით ხორციელდება ბაზის ყველა სერტიფიკატის მიმართ ხდება ნდობის გამოცხადება, ხოლო Open ღილაკზე დაწკაპუნებისას – მხოლოდ მოცემული ბაზისთვის. გამოვა ფანჯარა Extract Database სადაც უნდა მიუთითოთ სერტიფიცირებული ბაზის ადგილი და სახელი.