თავი 4. მომხმარებლის ინტერფეისის შექმნა Access 2007-ში. მრავამომხმარებლიანი რეჟიმი

მრავალმომხმარებლიანი რეჟიმის რეალიზაცია
მრავალმომხმარებლიან რეჟიმში მუშაობის აუცილებელი პირობაა ინტრანეტის გამართული მუშაობა. მიზანშეწონილია ბაზის გაყოფა დავაკავშიროთ მრავალმომხმარებლიან რეჟიმში მუშაობის რეალიზაციასთან. 
  • კომპიუტერზე, რომელზეც მოთავსებული იქნება გაყოფილი ბაზის - ცხრილების ნაწილი ე.ი. ეს კომპიუტერი სერვერი იქნება, გარკვეულ დისკზე შექმენით საქაღალდე. მაგ. C დისკზე შექმენით საქაღალდე სახელით gamocda;
  • საქაღალდეს მიანიჭეთ საერთო სარგებლობის თვისება. ამ მიზნით დააწკაპუნეთ საქაღალდის თვისებების (Properties) სტრიქონზე. გამოვა ფანჯარა Programs Properties, რომელშიც მონიშნეთ ჩანართი Sharing და ამ ჩანართში მონიშნეთ ალმები: Share this folder on the network და Allow network users to change my files;
  • ერთერთ კომპიუტერზე, რომელსაც კლიენტის როლი აქვს განკუთვნილი წინასწარ განსაზღვრულ დისკზე და საქაღალდეში ჩაწერეთ თვენს მიერ დაპროექტებული მონაცემების ბაზა, რომელიც შეიცავს ცხრილებს, ფორმებს, ანგარიშგებებს და სხვა.
  • მოახდინეთ ბაზის გაყოფა და სისტემის შეტყობინებაზე გამოყოფილი ცხრილების განთავსების ადგილის მითითების შესახებ, მიუთითეთ სერვერის როლში გამოყვანილი მანქანის სახელი და იქ თქვენს მიერ კოლექტიური სარგებლობის საქაღალდის სახელი. ჩვენს შემთხვევაში - <კომპიუტერის სახელი> C:\gamocda;
  • ამ ოპერაციების შესრულების შემდეგ სერვერზე განთავსდება ცხრილები, ხოლო მანქანაზე, სადაც მოახდინეთ გაყოფის ოპერაცია - კლიენტის ნაწილი;
  • გაყოფის შემდეგ სერვერზე თქვენს მიერ შექმნილი ქართულენოვანი ინტრეფეისიც განთავსდება. ჩვენ     დაპროექტებული გვაქვს ინტერფეისის რამდენიმე ვარიანტი: ადმინისტრატორისთვის, კლიენტებისთვის. მაგ. ადმინისტრატორის ინტერფეისი შეიცავს ყველა ცხრილთან, ფორმასთან წვდომადომას, ხოლო კლიენტის ინტერფეისი მხოლოდ ერთ ბრძანებას მაგ. გამოცდის დაწყება. სხვა კატეგორიის კლიენტის  ინტერფეისი შეიცავს ბრძანებებს, რომლითაც ხორციელდება ანალიტიკური სახის ინფორმაციის მიღება და სხვა. იმ მიზნით, რომ უზრუნველვყოთ კლიენტებისთვის განსხავავებული ინტერფეისების დაყენება საჭიროა ბაზის გაყოფამდე აღებულ იქნეს ჩვენს მიერ შექმნილი სისტემური ცხრილის USysRibbons-ის ასლი. ეს ცხრილი ინტერფეისების განსხვავებულ ვარიანტებს შეიცავს;   
  • დაყოფილი ბაზის კლიენტის ნაწილში, რომელშიც არის ყველა ობიექტი ცხრილების გარდა. კლავიშების საშუალებით (Ctrl+V) მიეცით ბუფერში არსებული ცხრილის USysRibbons-ის ჩასმის ბრძანება; 
  • შეარჩიეთ ინტერფეისის სახელი;
  • დააყენეთ პროექტისა და პროგრამების დაცვა;
  • აიღეთ ასლი და  ჩაწერეთ სერვერის გარდა ყველა  კომპიუტერზე, რომელიც ქსელით არის დაკავშირებული სერვერთან; 
  • დაცვის სამუშაოები შეასრულეთ სერვერზე არსებული პროქტისთვისაც;
ამ ოპერაციების შესრულების შემდეგ სისტემა მზად არის მრავალმომხარებლიან რეჟიმში სამუშაოდ.  

4.5. დაცვის ცენტრი Access 2007
  • მიეცით ბრძანება  Office≫Access Options. გამოვა დიალოგური ფანჯარა Access Option/სურ.4.20/


სურ.4.22. პროექტის დაცვის-პაროლის მიცემის ფანჯარა
  • მონიშნეთ ალამი Lock project for viewing;
  • ველში Password ჩაწერეთ პაროლი, ხოლო ველში  Confirm password გაიმეორეთ იგივე პაროლი და დააჭირეთ ღილკას OK;
  • მიეცით პროექტის დამახსოვრების ბრძანება.

სურ. 4.20. დიალოგური ფანჯარა Access Option
  • დიალოგურ ფანჯარაში Access Option დააწკაპუნეთ ღილაკზე Trust Center Settings…გამოვა  ფანჯარა Trust Center, რომელშიც მონიშნეთ ჩანართი Trusted Locations/სურ.4.21/. დატოვეთ გაჩუმებით მითითებული  მისამართი. გადაადგილეთ თქვენი ბაზა აღნიშნულ მისამართზე. შეტყობინება აღარ გამოვა.

სურ. 4.21. ფანჯარა Trust Center - ჩანართი Trusted Locations

4.6. პროექტის პროგრამების დაცვა
VBA-ს რედაქტორში მიეცით ბრძანება Tools>>Propreties. გამოვა ფანჯარა Project Propreties, რომელშიც მონიშნეთ ჩანართი Protection/სურ.4.22/