თუ ვერ ხერხდება თქვენს მიერ სისტემისადმი წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაშინ სისტემა ბეჭდავს მონაცემებს შესაძლებლობის მიხედვით. უმრავლეს შემთხვევაში პროგრამაში KeepTogether-ს მიეთითება ორის ტოლი მნიშვნელობა.
ანგარიშგების და ანგარიშგების განყოფილებების მოვლენები
ანგარიშგების მოვლენები: Open, Activate, Format, Retreat, NoData, Print, Page, Deactivate, Close.
მოვლენები Open, Activate, Deactivate, Close ფორმის მოვლენების იდენტურია.
• Format (ანგარიშგების განყოფილების ფორმატიზა-ცია) – მოვლენა წარმოიქმნება Access-ის მიერ ანგარიშგების განყოფილებაში მონაცემების მონიშვნისას ფორმატიზაციის დაწყებამდე;
• Retreat (დაბრუნება) – მოვლენა წარმოიქმნება Access-ის მიერ ფორმატიზებული მონაცემების კორექტირების დროს. მაგ., ჯგუფის მონაცემები არ ეტევა მოცემულ გვერდზე. სისტემა ახრციელებს ფორმატიზებული მონაცემების კორექტირებას იმ მიზნით, რომ ჯგუფის ყველა ჩანაწერი მოცემულ გვერდზე მოთავსდეს;
• NoData (მონაცემების არარსებობა) – მოვლენა წარმოიქმნება ანგარიშგების მოცემულ განყოფილებაში მოსათავსებელი მონაცემების არარსებობისას;
• Print (ბეჭდვა) – მოვლენა წარმოიქმნება მონაცემების ფორმატიზაციის დამთავრების შემდეგ მონაცემების ეკრანზე გამოტანამდე ან დაბეჭდვის დაწყებამდე;
• Page (გვერდი) – ანგარიშგების ახალ გვერდზე გადასვლის წინ.
ანგარიშგების გაღება
ანგარიშგების გაღების სინტაქსი:
DoCmd. OpenReport ReportName (ანგარიშგების სახელი), [View (წარმოდგენა)], [FilterName (ფილტრი)], [WhereCondition (პირობები)], [DataMode (მონაცემების რეჟიმი)], [WindowMode (ფანჯრის რეჟიმი)], [OpenArgs (ოპერანდები) ]
DoCmd. OpenReport არგუმენტი:
• View ანგარიშგების ეკრანზე გამოსახვის სახეს გვიჩვენებს. მისი მნიშვნელობებია: acViewDesign – დაპროექტების რეჟიმი, acViewNormal – ბეჭდვაზე გამოტანა, acViewPreview – დათვალიერების რეჟიმი;
• FilterName ანგარიშგებაში გამოყენებული მონაცემების ამორჩევის შეკითხვის სახელია;
• WhereCondition მონაცემების ამორჩევის გამოსახულებაა. იგი SQL ინსტრუქციაში WHERE-ს ანალოგიურია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ საკვანძო სიტყვა WHERE გამოსახულებაში არ მონაწილეობს;
• WindowMode ანგარიშგების გაღების წესს გვიჩვენებს. მისი მნიშვნელობებია: acWindowNormal – ანგარიშგების თვისებაში ჩადებული რეჟიმი, acHidden – ანგარიშგება გაღებულია, მაგრამ ეკრანიდან გადამალულია, acDialog – ანგარიშგება გაღებულია, როგორც მცურავი დიალოგური ფანჯარა, acIcon – ფორმის გაღების შემდეგ იგი წარმოდგენილია იარლიყის სახით;
• OpenArgs – ოპერანდები, ხორციელდება ფორმის მოდულში ნებისმიერი დამატებითი მონაცემების გადაცემა.
მაგალითი: ანგარიშგების გაღება
Sub Rgareba()
On Error GoTo t1
DoCmd.OpenReport „Rstudenti“, acViewNormal
t2: Exit Sub
t1: MsgBox „Secdoma“ & Err.Number & „;“ & Err.Description
Resume t2
End Sub
მოვლენა NoData
შეკითხვით შეიძლება მონაცემები ამორჩეული არ იქნეს. არარსებული მონაცემების დაბეჭდვის ბრძანების მიცემისას წარმოიქმნება მოვლენა NoData და ანგარიშგების მონაცემების განყოფილებაში სისტემის მიერ გამოიტანება შეტყობინება <<#Error>>. ამ შეტყობინების გამოტანის აკრძალვის მიზნით მოვლენასთან NoData დააკავშირეთ შეტყობინება მონაცემების არარსებობის შესახებ და გააუქმეთ დაბეჭდვა.
მაგალითი: მონაცემების არარსებობისას დაბეჭდვის გააუქმება
Private Sub Report_NoData(Cancel As Integer)
MsgBox “monacmebi ar aris”
DoCmd.Close acForm, Fstudenti ‘ დაიხურება ფორმა სახელით Fstudenti
End Sub