სურ. 3.4. სტრიქონების ფონის ცვლილება
ჯვარედინა შეკითხვით მიღებული ანგარიშგების მიღება
ცხრილის, ან შეკითხვის საფუძველზე ანგარიშგების დაპროექტება სირთულეს არ წარმოადგენს. ამ დროს წინასწარ ცნობილია დასაპროექტებელი სვეტების რაოდენობა და დასახელება. ჯვარედინა შეკითხვის დროს უცნობია სვეტების რაოდენობა და დასახელება. ჯვარედინა შეკითხვის საფუძველზე ანგარიშგების დაპროექტები-სას ბეჭდვაზე ანგარიშგების გამოტანის წინ ავტომატურად უნდა განხორციელდეს გამოსატანი სვეტებისა და მათი დასახელებების ფორმირება. ჯვარედინა შეკითხვის საფუძველზე ანგარიშგების დაპროექტება სხვადასხვა მიდგომით შეიძლება. აქ განხილული ანგარიშგების დაპროექტების საფუძველია:
• სვეტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრა;
• ანგარიშგების სათაურის განყოფილებაში – Report Header სვეტების დასახელებებისთვის მართვის ელემენტის Label დატანა და მათთვის სახელის მიკუთვნება ისეთნაირად, რომ სახელი წარმოადგენდეს სიმონაცემთა ბაზაოლოების ერთობლიობის და რიგითი ნომრის კონექტაციას, მაგ., L1, L2, L3 და ა.შ.;
• ანგარიშგების განყოფილებაში Detail სვეტში ჩანაწერის მნიშვნელობის გამოსატანად მართვის ელემენტის TextBox დატანა და მათთვის სახელის მიკუთვნება ისეთნაირად, რომ სახელი წარმოადგენდეს სიმონაცემთა ბაზაოლოების ერთობლიობის და რიგითი ნომრის კონექტაციას, მაგ., Text1, text2, Text3 და ა.შ.;
• ანგარიშგების შენიშვნის განყოფილებაში – Report Footer ჯამების გამოსატანად მართვის ელემენტის TextBox დატანა და მათთვის სახელის მიკუთვნება ისეთნაირად, რომ სახელი წარმოადგენდეს სიმონაცემთა ბაზაოლოების ერთობლიობის და რიგითი ნომრის კონექტაციას, მაგ., V2, V3 და ა.შ. (ამ ველებში ჯამი იწერება. რადგან რიგით პირველ ველში საგნის დასახელება გამოიტანება, ამიტომ ველების ნუმერაცია დაწყებულ იქნა V2-დან);
• Access-ში ჯვარედინი შეკითხვის ფორმირება ცხრილის ან შეკითხვის საფუძველზე;
• ანგარიშგების თვისებაში Record Source თქვენს მიერ დაპროექტებული ჯვარედინა შეკითხვის სახელის ჩაწერა;
• პროგრამის დაწერა და მისი დაკავშირება ანგარიშგების მოვლენასთან Open.
მაგალითი: ჯვარედინი შეკითხვის საფუძველზე ანგარიშგების დაპროექტება
ანგარიშგებაში ,,გაცდენილი საათები საგნების და ჯგუფების მიხედვით” სტრიქონებში დაწერილი უნდა იყოს საგნების დასახელება, ხოლო სვეტებში კი ჯგუფების ნუმრები. ინფორმაცია საგნების დასახელებების, სტუდენტების მიერ გაცდენილი საათებისა და სტუდენტების შესახებ მოცემულია ცხრილებში/სურ.3.5/.