დანართი
ფორმას და ანგარიშგებას მომხმარებლის მენიუს, ინსტრუმენტული პანელისა
და კონტექსტური მენიუს დამატება Access 2003-ში
ფორმაში, ანაგრიშგებაში შეიძლება შექმნას ნებისმიერი რაოდენობის მენიუთა სტრიქონი ღილაკებით. ნებისმიერი მენიუთა სტრიქონი შეიძლება ერთ, ან რამდენიმე ფორმას, ანგარიშგებას შეიძლება დავაკავშიროთ. მენიუთა სტრიქონის დაკავშირება საშუალებას იძლევა წინასწარ დადგენილი იქნეს მოცემული ფორმისა და ანგარიშგების მიმართ მომხარებლის მიერ განხორციელებული მოქმედებები.
მენიუს შემუშავება
მიეცით ბრძანება View>>Toolbars>>Customize. გამოვა ფანჯარა, რომელშიც დააწკაპუნეთ ღილკაზე New (შექმნა)/სურ. დ.1/
სურ.დ.3
მენიუთა სტრიქონი, როგორ წესი, გამოიყენება ჩამოშლადი ბრძანებათა სიების შესაქმნელად. სტრიქონის ელემენტები შეიძლება ტექსტს, გამოსახულებას შეიცავდეს.
ინსტუმენტული პანელი ღილაკების ერთობლიობის სახით გამოიყენება, სადაც თითოელ ღილაკზე გარკვეული ბრძანებაა მიბმული. იგი მენიუთა სტრიქონის ქვეშ თავსდება.
კონტექსტური მენიუ გამოიყენება ჩამოშლადი სიის მენიუს შესაქმნელად. ელემენტებზე შეიძლება გამოსახული იყოს ტექსტი, გამოსახულება. იგი გამოჩნდება შესაბამის ობიექტზე თაგუნას მაჩვენებლის მიტანისა და მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებისას.
ბრძანებათა პანელზე ღილაკების დატანა
ღილაკების დატანის წესი დამოკიდებულია დაპროექტებული პანელის ტიპზე.
- მენიუთა სტრიქონზე ბრძანებათა ღილაკების დატანა
მენიუთა სტრიქონზე შეიძლება დატანილ იქნეს სისტემაში არსებული მენიუს ბრძანებები და მომხმარებლის მიერ შექმნილი მენიუს ბრძანების სტრიქონი კონტექსტური მენიუთი. სისტემაში არსებული მენიუს ბრძანების დასატანად:
- თქვენს მიერ შექმნილ მენიუთა სატრიქონზე ,,ანგარიშგება” დიალოგურ ფანჯარის Customize /სურ.დ.4/ Commands ჩანართის ველში Categories მონიშნეთ სტრიქონი Built in Menus;
- სტრიქონის მონიშვნის შემდეგ ველში ჩამოიწერება მენიუს ბრძანებები. მონიშნეთ ერთ-ერთი, მაგ., View და გადმოათრიეთ თქვენს მიერ შექმნილ მენიუთა სტრიქონზე;
- მენიუთა სტრიქონზე დატანილი ღილაკის დასახელების და სხვა პარამეტრების შესაცვლელად მონიშნეთ იგი და თაგუნას მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნების შედეგად გამოსულ კონტექსტურ მენიუში მონიშნეთ სტრიქონი Properties. გამოვა ფანჯარა, რომელშიც ჩაწერეთ დასახელება და სხვა (მაგალითისთვის ჩაწერილ იქნა ”წარმოდგენა”)/სურ.დ.5/;
- ველში ScreenTip ჩაწერილი ტექსტი გამოჩნდება ღილაკზე თაგუნას მაჩვენებლის მიტანისას.
სურ.დ.1.
ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ გამოვა ფანჯარა, რომელშიც ჩაწერეთ ინსტრუმენტული პანელის სახელი, მაგ., ,,ანგარიშგება”. დააწკაპუნეთ ღილაკზე OK/სურ. დ.2/.
სურ.დ.2.
ახლად შექმნილი ინსტრუმენტული პანელისთვის თვისებების მნიშვნელობების შესარჩევად ფაჯარაში Customize /სურ.დ.1/ დააწკაპუნეთ სტრიქონზე Properties. გამოვა ფანჯარა ინსტრუმენტული პანელისთვის თვისებების მნიშვნელობების შესარჩევად. მენიუს დასახელების ქართულად დაწერის მიზნით ტექსტის დასაწერად შეარჩიეთ ქართული ენის შრიფტი და ველში Toolbar Name განმეორებით ჩაწერეთ ინსტრუმენტული პანელის სახელი/სურ.დ.3/. ველში Type შეარჩიეთ ინსტრუმენტული პანელის ტიპი: Menu Bar(მენიუთა სტრიქონი), Toolbar (ინსტრუმენტული პანელი), Popup (კონტექსტური მენიუ). ველიდან Docking შეარჩიეთ პანელის ეკრანზე დამაგრების წესი: Allow Any(შეიძლება შეირჩეს პანელის ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად დაყენება), Can’t Change(დაყენებული პანელის მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია), No Vertikal (პანელის დაყენება მხოლოდ ჰორიზონტალურად შეიძლება), No horizontal (პანელის დაყენება მხოლოდ ვერტიკალურად შეიძლება).
- ამავე ფანჯარაში არსებული 5 ალამის დანიშნულებაა:
- Show on Toolbars Menu (მენიუთა სტრიქონში გამოსახვა) – თქვენს მიერ შექმნილი მენიუთა სტრიქონის გამოჩენა ინსტრუმენტული პანელების სიაში და ავტომატურად მოთავსება ეკრანის ზედა მარცხენა მხარეს სისტემის მენიუთა სტრიქონის ქვეშ;
- Allow Customizing (გაწყობა) – ბრძანებათა პანელის შეცვლის შესაძლებელობა Cusomize-ს საშუალებით;
- Allow Resizing (ზომების შეცვლა) – მცურავი ინსტრუმენტული პანელის ან მენიუთა სტრიქონის ზომების შეცვლის შესაძლებელობა;
- Allow Moving – ინსტრუმენტული პანელის ან მენიუთა სტრიქონის გადაადგილება;
- Allow Showing/Hiding – View>>Toolbars მენიუს საშუალებით გამოჩენის/გადამალვის შესაძლებელობა.
საკუთარი მენიუს ღილაკის და მენიუს ბრძანებათა სტრიქონების შესაქმნელად:
- თქვენს მიერ შექმნილ მენიუთა სტრიქონზე ,,ანგარიშგება” დიალოგურ ფანჯარის Customize /სურ. დ.4/ Commands ჩანართის ველში Categories მონიშნეთ სტრიქონი New Menu და ფანჯრის მარჯვენა მხრიდან გაათრიეთ თქვენს მიერ შექმნილ მენიუთა სტრიქონზე იგივე დასახელების სტრიქონი;
- მენიუთა სტრიქონზე დატანილი ღილაკის დასახელების და სხვა პარამეტრების შესაცვლელად მონიშნეთ იგი და თაგუნას მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნების შედეგად გამოსულ კონტექსტურ მენიუში მონიშნეთ სტრიქონი Properties. გამოვა ფანჯარა, რომელშიც ჩაწერეთ დასახელება და სხვა (მაგალითისთვის ჩაწერილ იქნა ,,ცხრილები”, ,,ფორმები”, ,,ანგარიშგებები”, ,,შეკითხვები”)/სურ.დ.6/. სურათზე ნაჩვენებია ამ წესით შექმნილი მენიუთა სტრიქონი. მასზედ დატანილია მენიუს ღილაკები: წარმოდგენა (სისტემური), ცხრილები, ფორმები, ანგარიშგებები (მომხმარებლის);
სურ.დ5 ფაილის მდებარეობის მითითება