ანოტაცია
    ნაშრომში განხილულია Access 2007-ში დაპროგრამების ტექნიკა, ტექნოლოგია. ნებისმიერი საკითხი ილუსტრირებულია მაგალითებით, ამოცანებით. ისინი შესაძლებლობას გვაძლევენ: შევქმნათ სამრეწველო დანიშნულების კლიენტ-სერვერულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული პროდუქტი, ნებისმიერი ამოცანის რეალიზაციისას გამოვიყენოთ Office-ს დანართების შესაძლებლობანი, კერძოდ განვახორციელოთ კომერციული პროექტების ეფექტურობის შეფასება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გაანგარიშებები, კომერციული საქმიანობის ანალიზი, ოპტიმიზაციის ამოცანების ამოხსნა, პროგნოზირება, მოხსნებითი ბარათების, ცნობების და სხვა ტექსტური დოკუმენტების ავტომატურად ფორმირება და სხვა. 

   წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისათვის, ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისათვის, დოქტორანტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის, რომლებიც ფლობენ: დაპროგრამების VBA ენას, Office 2007-ს, კერძოდ: Word, Excel, Access, PowerPoint.


რედაქტორი ტექ. მეცნ. დოქტორი             მანანა ხაჩიძე 

რეცენზენტები: ტექ. მეცნ. დოქტ.            მორის ჯიბუტი                                                              
                               ეკ. მეცნ. დოქტ.       ვაჟა გოგიჩაიშვილი 


@ თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009