თავი 5. კლიენტ-სერვერული ტექნოლოგიის რეალიზაცია
    
კლიენტ-სერვერულ სისტემაში Access 2007 იდეალურია კლიენტის როლში. კლიენტის მანქანაზე ინახება ცხრილების გარდა ყველა ობიექტი. სერვერის როლში SQL Server აიღება. კლიენტის როლში Access 2007-ის გამოყენება საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს Office-ს დანართების (Excel, Word, PowerPoin და სხვა)  შესაძლებლობანი საშუალებას იძლევა ამოხსნილ იქნეს ფინანსური ანალიზის, პროგნოზირების, ოპტიმიზაციის და სხვა ამოცანები, ატომატურად ფორმირებულ იქნეს მოხსენებითი ბარათები, ანალიტიკური სახის ინფორმაცია და სხვა.
     Access 2007-ში მომზადებული პროექტის გადაყვანა კლიენტ-სერვერულ ტექნოლოგიაზე მარტივად ხორციელდება, ამისათვის საჭიროა:
  • გააღოთ მონაცემების ბაზა;
  • მოახდინოთ ბაზის ექსპორტი SQL Server-ზე.
სერვერთან დაკავშირება
  • მიეცით ბრძანება SQL Server Management Studio. გამოვა ფანჯარა Connect to Server/სურ.5.1/

სურ.5.3. 
სერვერზე შექმნილ ბაზაში Access 2007-დან ცხრილების იმპორტი
  • Object Explorer-ში ახლად შექმნილ ბაზის სახელზე დააწკაპუნეთ თაგუნას მარჯვენა ღილაკზე და გამოსულ კონტექსტური მენიუდან მონიშნეთ სტრიქონი Tasks. გამოვა კონტექსტური მენიუ, რომელშიც დააწკაპუნეთ სტრიქონზე Import data…/სურ.5.4/

სურ.5.1. ფანჯარა Connect to Server
  • ფანჯრის Connect to Server ველში Login ჩაწერეთ მომხმარებლის სახელი (მაგალითად ”სა”), ხოლო ველში Password, კი-პაროლი და დააჭირეთ ღილაკს Connect. გამოვა სერვერის მართვის ფანჯარა  /სურ.5.2/;

სურ.5.2. ფანჯარა Microsoft SQL Server Management სერვერზე ახალი ბაზის შესაქმნელად

სერვერზე ახალი ბაზის შექმნა
  • ფანჯარაში Microsoft SQL Server Management Studio  Object Explorer-ში მოძებნეთ განშტოება Databases და მასზედ დააწკაპუნეთ თაგუნას მარჯვენა ღილაკზე. გამოვა კონტექსტური მენიუ, რომელშიც დააწკაპუნეთ სტრიქონზე New Database…გამოვა ფანჯარა New Database/სურ.5.3/
  • ველში Database name ჩაწერეთ ახალი ბაზის სახელი და დააჭირეთ ღილაკს OK. OK ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ Object Explorer-ში გამოჩნდება Database name-ში ჩაწერილი ახალი ბაზის სახელი;
სურ.5.4.

  • სტრიქონზე Import data…დაწკაპუნების შემდეგ გამოვა SQL Server სერვერზე მონაცმების იმპოტრის პროგრამა-ოსტატის პირველი ფანჯარა, რომელშიც დააწკაპუნეთ ღილაკზე Next;
  • ღილაკზე Next დაწკაპუნების შემდეგ გამოვა ფანჯარა/სურ.5.5/, რომლის ველში File Name უნდა მიუთითოთ იმპორტირებული ფაილის სახელი მისი ადგილმდებარეობის ჩვენებით. ამ მიზნით ამავე ფანჯარაში დააწკაპუნეთ ღილკაზე Browse. გამოვა ფანჯარა Open, რომელშიც მონიშნეთ იმპორტირებული ბაზის სახელი და დაწკაპუნეთ ღილაკზე Open/სურ.5.6/

  • ფანჯრის ველში ჩამოთვლილია იმ ბაზაში არსებული ცხრილები, რომლის იმპორტსაც ვახორციელებთ  მონიშნეთ შესაბამისი ცხრილები (ყველა ცხრილის მოსანიშნავად დააწკაპუნეთ ღილაკზე Select All)/სურ.5.8/ და დააწკაპუნეთ ღილაკზე Next, ხოლო შემდეგ ღილაკს Finish;

სისტემა განახორციელებს იმპორტირების ოპერაციას. შედეგად Access გადატანილი იქნება SQL Server-ზე. 
სურ. 5.5. ფანჯარა იმპორტირებული ბაზის მისათითებლად
სურ.5.6. საიმპორტოდ გათვალისწინებული ბაზის მონიშვნა

  • პროგრამა-ოსტატის ფანჯარაში დააწკაპუნეთ ღილაკზე Next/სურ.5.5/. Next ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ სისტემის შეკითხვაზე მონაცემების განთავსების შესახებ დატოვეთ სისტემის მიერ გაჩუმებით ნაჩვენები და დააწკაპუნეთ ღილაკზე Next/სურ.5.7/. შემდეგ გამოსულ ფანჯარაშიც დააწკაპუნეთ ღილაკზე Next, რომლის შემდეგ გამოვა ფანჯარა/სურ.5.8/; 
სურ. 5.5. ბაზის ადგილის მითითება
სურ. 5.5. ფანჯარა საიმორტო ცხრილების ჩამონათვალით