თავი 2. ADO-ს ობიექტური მოდელი


მონაცემებთან ურთიერთობა ხორციელდება ADO (ActiveX Data Objects) ბიბლიოთეკის ობიექტების საშუალებით, რომლიც შედგება ADODB (ActiveX Data Objects 2.6), ADOX ბიბლიოთეკების ობიექტებისგან /სურ. 2.1/.

      სურ. 2.1. ADO-ს ობიექტური მოდელი

ADODB ბიბლიოთეკის ობიექტებით ხორციელდება მონაცემების ბაზის ჩანაწერებთან მუშაობა და შეცდომების დამუშავება. ADODB ბიბლიოთეკის ობიექტებია: Connection, Command, Recordset.  

ADOX-ით ხორციელდება მონაცემების ბაზის სქემის შემუშავება, რედაქტირება და სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მისი ობიექტი Catalog შეიცავს ობიექტებს: Table (Column, Index, Key, Property),  Procedure, View, User, Group 
ADO მოდელის ბირთვი ობიექტი Connetion- დაკავშირებაა. იგი OLEDB  მონაცემების წყაროსთან დაკავშირების ერთ ხაზს ქმნის. OLEDB ბიბლიოთეკა უშუალოდ მონაცემებს უკავშირდება და გადაყავს ისინი ერთი ფორმატიდან მეორე ფორმატში. ამ პროცესში ორი კომპონენტი იღებს მონაწილეობას: მიმწოდებელი და მომხმარებელი. მიმწოდებელი არის პროგრამების ერთობლიობა, რომლებიც მონაცემების მიწოდებას ახორციელებენ, ხოლო მომხმარებელი პროგრამა იყენებს მათ. ADO ბიბილიოთეკის ობიექტები მომხმარებელები არიან. OLE DB ბიბლიოთეკის პროგრამები უკავშირდება მონაცემებს და ახორციელებს მათ მიწოდებას ADO-თვის.

გაგრძელება - ობიექტი Connection