თავი 1. Access  2007-ის ობიექტური მოდელი

     ცხრილები, ფორმები, შეკითხვები, ანგარიშგებები ინტერფეისის კლასის ობიექტებია. მათი საშუალებით ხორციელდება მონაცემების შეტანა, დათვალიერება, მონაცემების ბაზიდან ამოღება. სისტემა ამ ოპერაციებს ავტომატურად ასრულებს და ამიტომ არაპროფესიონალისათვის, რომელიც Access-თან მუშაობს მხოლოდ ვიზუალური დაპროექტების რეჟიმში,  ამ ოპერაციების შესრულების მექანიზმის ცოდნა აუცილებელი არ არის. ამ მექანიზმის ცოდნა აუცილებელია მაშინ, როცა პროგრამულად ხორციელდება:
•   მონაცემების ურთიერთგაცვლა  Office-ს დანართებს შორის;
•   მონაცემებში ცვლილებების შეტანა;
•   მონაცემების ამორჩევა და ცალკეული მონაცემების დამუშავება გარკვეული კრიტერიუმით;
•   და სხვა.
Access-ის ობიექტური მოდელი წარმოდგენს ფორმების, ცხრილების, მაკროსების, მოდულების, ანგარიშგებების, დიაგრამების, ფუნქციების, შეკითხვების, შენახული პროცედურების, წარმოდგენების ერთობლიობას  /სურ. 1.1/.


                                                                      სურ. 1.1. Access 2007-ის ობიექტური მოდელი
Access 2007-ის ობიექტური მოდელი  ორი ნაწილისგან შედგება: მიმდინარე პროექტისა (CurrentProject) და მონაცემებისგან (CurrentData). 
პროექტი მაკროსების, მოდულებისა და ანგარიშგებების ერთობლიობაა. მონაცემები კი წარმოადგენენ მონაცემების, დიაგრამების, ფუნქციების, შენახული პროცედურების, ცხრილებისა და წარმოდგენების ერთობლიობას. ყველანი Access-ის ობიექტებია.  მათთან ურთიერთობა, როგორც ობიექტებთან შეიძლება. ნებისმიერი იბიექტის ტიპი ობიექტთა კლასს ქმნის,  ამიტომ შესაძლებელია ობიექტების/სასურველი ობიექტის მოძებნა For Each.....Next  ციკლით.
მაგალითი: პროექტში ობიექტების მოძებნა
დაუშვათ გვაქვს პროექტი სახელით ASU_Fakul, რომელშიც არის ფორმები, ცხრილები, მოდულები. გვსურს გავიგოთ ამ პროექტში არსებული თითოეული ობიექტის ტიპის: ფორმების, ცხრილების, მოდულების სახელები და რაოდენობა. დავაპროექტოთ ფორმა სახელით Ftesti, დავიტანოთ მასზედ მართვის ელემენტები: ერთი ListBox, ერთი CommandButton, ერთი Frame და სამი OptionButton/სურ.1.2 /.

                                                                                სურ.1.2. ფორმა დაპროექტების რეჟიმში
ფორმაზე დატანილ მართვის ელემენტებს მივანიჭოთ  სახელები: 
მართვის ელემენტი        სახელი
ListBox        Lsia
CommandButton        Rzebna
Frame        Frameo
OptionButton        Oforma, Omoduli, Ocxrili
მართვის ელემენტში Frame-ში სამი გადამრთველი – OptionButton-ია, რომელთა მნიშვნელობები, როგორც მართვის ელემენტის Frame-ს ელემენტების შემდეგია: Oforma – 1, Omoduli – 2, Ocxrili – 3.  როცა მონიშნულია გადამრთველი Oforma მოძებნილ იქნება პროექტში არსებული ყველა ფორმა, გადამრთველის Omoduli-ის მონიშვნისას – პროექტში არსებული ყველა მოდული, ხოლო Ocxrili-ის დროს კი – პროექტში არსებული ყველა ცხრილი. პროექტში, რომელშიც ვეძებთ ფორმებს, ცხრილებს, მოდულებს ჩვენს მიერ  ფორმების სახელის დაწერისას ფორმის სახელი იწყება ასოთი F, ცხრილის– tb, ხოლო მოდულის სახელებია: Module1, Module2 და ა.შ.
ფორმის მოდულში ჩავწეროთ პროგრამა:
Private Sub Rzebna_Click()
 Dim objf As AccessObject 
 ’გამოცხადებულია ცვლადი objf როგორც Access-ის ობიექტი
 Me.Lsia.RowSource = "" 
 Select Case Me.Frameo.Value
 Case 1
 For Each objf In CurrentProject.AllForms  
’ Access-ის ობიექტური მოდელის თანახმად/სურ. 1.1/ ფორმები მიეკუთვნება   CurrentProject-ის ჯგუფს
 Me.Lsia.AddItem (objf.Name)  
’ახალი სტრიქონის, ელემენტის დამატება
 Next
 Case 2
  For Each objf In CurrentProject.AllModules  ’Access-ის ობიექტური მოდელის თანახმად/სურ.1.1/ მოდულები მიეკუთვნება   CurrentProject-ის ჯგუფს
 Me.Lsia.AddItem (objf.Name)
 Next
 Case 3
 For Each objf In CurrentData.AllTables  
’Access-ის ობიექტური მოდელის თანახმად/სურ.1.1/ ცხრილები მიეკუთვნება  CurrentData-ის ჯგუფს
 Me.Lsia.AddItem (objf.Name)
 Next
 End Select
End Sub
პროგრამით მოძებნილი პროექტში არსებული ფორმების სია შემდეგია/სურ.1.3/:

                                                         სურ.1.3. პროექტში არსებული ფორმების ნუსხა
ფორმას, მართვის ელემენტებს თვისებები, მეთოდები და მოვლენები შეესაბამება. მოვლენებთანაა დაკავშირებული მონაცემების შეტანა, რედაქტირება, განახლება, ამორჩევა პროგრამების გაშვება და სხვა.
 
Access-ში ფორმებს  Office-ს სხვა დანართების ფორმების განსხვავებული თვისებები გააჩნიათ.