ანოტაცია წიგნში განხილულია ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის საკითხები, ბუღალტრული აღრიცხვის მარტივი სისტემა, ბუღალტრული ციკლი, სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაციიდან _ ფინანსური ანგარიშგების მომზადების ჩათვლით. ყურადღება გამახვილებულია იმ სიახლეების მიმართ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასთან არის დაკავშირებული. ეს კი, ძირითადად, გამოწვეულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ძირითადი დაშვების _ დარიცხვის მეთოდის საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და შესაბამისად, სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის თავისებურებებთან. წიგნში განხილული მაგალითები საშუალებას გვაძლევს და გვეხმარება სრულად წარმოვიდგინოთ ბუღალტრული აღრიცხვის მარტივი სისტემა, მისი სრული ციკლი. წიგნი განკუთვნილია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი სასარგებლო იქნება აგრეთვე, აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის. წიგნი კარგ სამსახურს გაუწევს აღრიცხვის დარგის პრაქტიკოს მუშაკებს, რომელთაც სურვილი აქვთ გაეცნონ და ღრმად შეისწავლონ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების წესი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რედაქტორი პროფესორი ფრიდონ ბურდული
|