სარჩევი

9.3. სააღრიცხვო ციკლის დამამთავრებელი

ოპერაციები

 

როგორც ვიცით, ანგარიშები, რომლებსაც საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს რჩებათ სალდო, რომელიც ბალანსში გადაიტანება, რეალურ, მუდმივ ანუ საბალანსო ანგარიშებად იწოდებიან; ხოლო ანგარიშები, რომლებიც ასახავენ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საკუთარი კაპიტალის ცვლილებას, ნომინალური (დროებითი) ანგარიშები ეწოდებათ. რეალური ანუ მუდმივი ანგარიშებია აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ამსახველი ანგარიშები. ნომინალურ (დროებით) ანგარიშებს კი, შემოსავლების, ხარჯებისა და კაპიტალის ამოღების ანგარიშები მიეკუთვნებიან.

სააღრიცხვო ციკლის დამთავრება, უპირველეს ყოვლისა, ნომინალური ანუ დროებითი ანგარიშების განულებას, დახურვას ნიშნავს.

      ზემოთ განხილული მაგალითის მიხედვით, მთავარი წიგნის (რეგისტრის) შემოსავლების, ხარჯებისა და კაპიტალის ამოღების ანგარიშებზე 2008 წლის 31 ივლისისათვის ჯერ კიდევ ირიცხება შესაბამისი სალდო (ნაშთი). ისინი არ შეიძლება გადატანილ იქნას მომდევნო საანგარიშგებო პერიოდზე, იმოქმედებენ რა მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგების სიდიდეზე და არარეალურს გახდიან მას. ამიტომ თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ყველა ნომინალური (დროებითი) ანგარიში უნდა განულდეს, დაიხუროს, მათი სალდოს გადატანით კაპიტალის ანგარიშზე.

      ანგარიშის დახურვა მისი სალდოს განულებას ნიშნავს. ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს  ნომინალური (დროებითი) ანგარიშების დახურვა დამამთავრებელი ჩანაწერის გაკეთებით და შესაბამისად, სალდოს განულებით ხდება. შემოსავლებისა და ხარჯების ამსახველი ანგარიშების დახურვების გამარტივების მიზნით სპეციალური ანგარიში, "საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალი" გამოიყენება. ეს ანგარიშიც ნომინალურია და თავისი ფუნქციის შესრულების შემდეგ, როგორც ყველა ნომინალური ანგარიში, ისიც დაიხურება, სალდოს კაპიტალის ანგარიშზე გადატანით.

      საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიშს პერიოდის ბოლოსათვის შეიძლება ჰქონდეს კრედიტის სალდო, რომელიც საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგებას ნიშნავს და  ზრდის მფლობელის საკუთარ კაპიტალს, ან დებეტის სალდო, რომელიც საანგარიშგებო პერიოდის წმინდა ზარალია და ამცირებს მფლობელის საკუთარ კაპიტალს. რაც შეეხება კაპიტალის ამოღების ანგარიშს, იგი იხურება სალდოს პირდაპირი გადატანით კაპიტალის ანგარიშზე.

      დამამთავრებელი (ანგარიშების დახურვების) გატარებების მთავარ სარეგისტრაციო ჟურნალში ასახვის შემდეგ, ჩვეულებრივ, ხდება მათი გადატანა მთავარ წიგნში (რეგისტრში), შესაბამის ანგარიშებზე. გადატანის დამთავრების შემდეგ, ყველა ნომინალური ანგარიშის სალდო ნულის ტოლი გახდება და მაშასადამე, ისინი მზად არიან მომდევნო პერიოდის შესაბამისი ახალი ჩანაწერებისათვის.

      ამრიგად, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ნომინალური (დროებითი) ანგარიშების დახურვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

1.    შემოსავლების ამსახველი თითოეული ანგარიში დადებეტდება  დროის ამ მომენტისათვის არსებული სალდოს თანხით და დაკრედიტდება საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიში;

 

2.   ხარჯების ამსახველი თითოეული ანგარიში დაკრედიტდება  დროის ამ მომენტისათვის არსებული სალდოს თანხით და დადებეტდება საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიში;

 

3.   მთავარი ჟურნალიდან შესაბამისი ინფორმაციის მთავარი წიგნის ანგარიშებზე გადატანის შემდეგ, შემოსავლებისა და ხარჯების ამსახველი ყველა ანგარიშის სალდო განულდება;

 

4.   საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიშზე, პირველი დახურვების შემდეგ, თავს მოიყრის: დებეტში - ხარჯები, კრედიტში - შემოსავლები. თუ მისი საბოლოო სალდო საკრედიტოა, იგი წმინდა მოგებას, ხოლო თუ სადებეტოა - წმინდა ზარალს წარმოადგენს;

 

5.   საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიში დაიხურება მისი სალდოს გადატანით საკუთარი კაპიტალის ამსახველ შესაბამის ანგარიშზე კერძოდ, გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე;

 

6.   კაპიტალის ამოღების ანგარიში დაიხურება მისი სალდოს გადატანით გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე; .. დადებეტდება გაუნაწილებელი მოგების  ანგარიში და დაკრედიტდება კაპიტალის ამოღების ანგარიში;

 

საყურადღებოა, რომ დახურვების ამსახველი გატარებები მოგებისა და ზარალის შესახებ ანგარიშგების მსგავსია, ოღონდ საწინააღმდეგოდ ჩაწერით.

ზემოთ მოტანილი მაგალითის მიხედვით, ... "ელ&ელ"-თვის საანგარიშგებო პერიოდს 2008 წლის ივლისი წარმოადგენს. ამიტომ, მისი ნომინალური (დროებითი) ანგარიშების დახურვები 2008 წლის 31 ივლისისათვის უნდა მოხდეს.

  

...  "ელ&ელ"

                 მთავარი ჟურნალი                           .2

თარიღი

2008 .

ანგარიშების დასახელება

აღნიშვნა

გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

 

 

დამამთავრებელი გატარებები

 (ანგარიშების დახურვები):

 

 

 

ივლისი

31

შემოსავალი რეალიზაციიდან

6110

28650

 

 

 

  საანგარიშგებო პერიოდის მოგება

5330

 

28650

 

 

 

 

 

 

 

31

საანგარიშგებო პერიოდის მოგება

5330

14320

 

 

 

   მასალების ხარჯი

7110

 

7830

 

 

   ხელფასის ხარჯი

7410

 

4400

 

 

    იჯარის ხარჯი

7420

 

1600

 

 

    ელ.ენერგიის ხარჯი

7430

 

290

 

 

    საპროცენტო ხარჯი

8210

 

200

 

 

 

 

 

 

 

31

საანგარიშგებო პერიოდის მოგება

5330

14330

 

 

 

    გაუნაწილებელი მოგება

5310

 

14330

 

 

 

 

 

 

 

31

გაუნაწილებელი მოგება

5310

2000

 

 

 

    კაპიტალის ამოღება

5151

 

2000

 

 

 

 

 

 

  

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

კაპიტალის ამოღება    ანგარიში 5151

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივლისი

30

ნაღდი ფული ერ. ვალუტაში

.1

2000

 

2000

 

31

დახურვა

.2

 

2000

0

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

გაუნაწილებელი მოგების ანგარიში 5310

თარიღი

2008 .

შინაარსი

 

მინიშნ.

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივლისი

31

საანგარიშგ. პერიოდის მოგება

.2

 

14330

14330

 

31

კაპიტალის ამოღება

.2

2000

 

12330

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალი. ანგარიში 5330

თარიღი

2008 .

შინაარსი

 

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივლისი

31

შემოსავლი

.2

 

28650

28650

 

31

ხარჯები

.2

14320

 

14330

 

31

დახურვა

.2

14330

 

0

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

შემოსავალი რეალიზაციიდან    ანგარიში 6110

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივლისი

6

მოთხოვნები მიწოდებით

.1

 

3200

3200

 

8

ნაღდი ფული

.1

 

15200

18400

 

11

მოთხოვნები მიწოდებით

.1

 

3800

22200

 

30

მოთხოვნები მიწოდებით

.1

 

6450

28650

 

31

დახურვა

.2

28650

 

0

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

მასალების ხარჯი    ანგარიში 7110

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივლისი

30

მასალები

.1

7830

 

7830

 

31

დახურვა

.2

 

7830

0

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

ხელფასის ხარჯი    ანგარიში 7410

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივლისი

17

ნაღდი ფული

.1

2000

 

2000

 

30

გადასახდელი ხელფასი

.1

2400

 

4400

 

31

დახურვა

.2

 

4400

0

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

იჯარის ხარჯი    ანგარიში 7420

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტ

კრედიტი

სალდო

ივლისი

3

ეროვნული ვალუტა რეზ. ბანკში

.1

1600

 

1600

 

31

დახურვა

.2

 

1600

0

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

ელ.ენერგიის ხარჯი    ანგარიში 7430

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივლისი

16

ვალდებულებები მიწოდ.

.1

290

 

290

 

31

დახურვა

.2

 

290

0

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

საპროცენტო ხარჯი    ანგარიში 8210

თარიღი

2008 .

შინაარსი

 

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივლისი

30

გადასახდ. პროცენტები

.1

200

 

200

 

31

დახურვა

.2

 

200

0

      მთავარი წიგნის ანგარიშებში დამამთავრებელი გატარებების გადატანის შემდეგ, დებეტისა და კრედიტის ტოლობის დაცვის შემოწმების მიზნით, კვლავ უნდა მომზადდეს საცდელი ბალანსი. ამჯერად საცდელ ბალანსში მხოლოდ რეალური (მუდმივი) ანგარიშები აისახება, რადგანაც ნომინალური (დროებითი) ანგარიშების დახურვის შემდეგ სალდოები მხოლოდ რეალურ ანგარიშებს გააჩნიათ; ხოლო ანგარიშები, რომლებსაც საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს სალდო არ გააჩნიათ, საცდელ ბალანსში არ აისახებიან.

... "ელ&ელ"

დამამთავრებელი  საცდელი ბალანსი

31 ივლისი, 2006 .

ანგ. #

ანგარიშების დასახელება

 

დებეტი

კრედიტი

1110

ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში

11480

 

1210

ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში

32400

 

1410

მოთხოვნები მიწოდებით

8370

 

1620

მასალები

6200

 

1720

წინასწარ გადახდილი იჯარა

6000

 

1730

წინასწარ გადახდილი დაზღვევა

1800

 

2110

მიწა

30000

 

3110

ვალდებულებები მიწოდებით

 

11320

3130

გადასახდელი ხელფასი

 

2400

3410

გადასახდელი პროცენტები

 

200

4120

გასანაღდებელი თამასუქები

 

20000

5150

საწესდებო კაპიტალი

 

50000

5310

გაუნაწილებელი მოგება

 

12330

 

    სულ

96250

96250

 

 

ზემოაღნიშნულის ანალოგიურად ხდება შემოსავლებისა და ხარჯების ამსახველი ანგარიშების დახურვები ამხანაგობებსა და კორპორაციებში (სააქციო საზოგადოებებში). რაც შეეხება კაპიტალს, კორპორაციის კაპიტალი სააქციო კაპიტალისაგან შესდგება და ამიტომ გამოიყენება ანგარიშები: "ჩვეულებრივი აქციები", "პრივილეგირებული აქციები", ხოლო ანგარიშზე "გადასახდელი დივიდენდები" აისახება აქციონერებზე გასაცემი და გაცემული დივიდენდები. გარდა ამისა, გამოიყენება ანგარიში "გაუნაწილებელი მოგება", რომელზეც საანგარიშგებო პერიოდის მოგებისა და ზარალის ანგარიშიდან გადაიტანება და გროვდება აქციონერებზე გაუნაწილებელი წმინდა მოგება. იგი საკუთარი კაპიტალის შემადგენელი ნაწილია.

აქედან გამომდინარე, კორპორაციის დროებითი ანგარიშების დახურვა შემდეგი თავისებურებებით ხასიათდება:

1.   შემოსავლების, ხარჯებისა და დივიდენდების ანგარიშები დროებით ანგარიშებს წარმოადგენს _ გაუნაწილებელი მოგებისათვის და არა კაპიტალის ანგარიშისათვის;

2.   საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიში იხურება გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე მისი სალდოს გადატანით;

3.   დივიდენდების გაცემა დაკავშირებულია და ამცირებს გაუნაწილებელი მოგების ანგარიშს.

კორპორაცია წარმოადგენს რა იურიდიულ პირს, მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იხდის მოგების გადასახადს. ამიტომ ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ  ჩვეულებრივ, მოიცავს მოგების გადასახადის ხარჯს, ხოლო ბალანსი - "ვალდებულებას მოგების გადასახადით".

ღია ტიპის სააქციო საზოგადოების ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ მოიცავს აგრეთვე, მუხლს "მოგება 1 აქციაზე". იგი გაიანგარიშება წმინდა მოგების გაყოფით გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების საშუალოშეწონილ რაოდენობაზე.

დავუშვათ, "ელ&ელ" სააქციო საზოგადოებაა და გამოშვებული აქვს 1.000 ცალი ჩვეულებრივი აქცია; წმინდა მოგება 12.330 ლარია; . . მოგება 1 აქციაზე 12.33 (12.330 / 1.000) ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების მიერ გამოიყენება ..  "ელ&ელ"-ის მომავალი პერიოდის მოგებისა და გასაცემი დივიდენდების პროგნოზირებისათვის.

კორპორაცია, კაპიტალის მოძრაობის შესახებ ანგარიშგების ნაცვლად ადგენს ანგარიშგებას გაუნაწილებელი მოგების შესახებ. იგი ასახავს გაუნაწილებელი მოგების ცვლილებას საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში:

 

.. "ელ&ელ"

ანგარიშგება გაუნაწილებელი მოგების შესახებ

  ივლისის, 2008 .

 

ლარი

გაუნაწილებელი მოგება 30.06.2008 .                              

0

წმინდა მოგება ივლისი, 2008 . (+)                              

12330

სულ

12330

დივიდენდები (_) 

2000

გაუნაწილებელი მოგება 31.07.2008 .

10330

მიუხედავად იმისა, რომ სააღრიცხვო ციკლი უკვე განვიხილეთ, მისი სრული სახით წარმოსადგენად საჭიროა გავეცნოთ კიდევ სამ პროცედურას, რომელიც დააზუსტებს წმინდა მოგების მოცულობას, გააადვილებს აღრიცხვის წარმოებასა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას. ეს პროცედურებია:

  1. მაკორექტირებელი გატარებები;
  2. საცდელი ბალანსი;
  3. სამუშაო ფურცელი.

სარჩევი