სარჩევი

9.2. ფინანსური ანგარიშგების

მომზადება

 

საცდელი ბალანსის მომზადების, მისი დებეტისა და კრედიტის ჯამის ტოლობის მიღების შემდეგ, მზადდება ფინანსური ანგარიშგება. კერძოდ, ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ; ანგარიშგება კაპიტალის მოძრაობის შესახებ და ბალანსი.

      ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ და ანგარიშგება კაპიტალის მოძრაობის შესახებ ასახავს დროის გარკვეული პერიოდის, მოცემული მაგალითის მიხედვით, 2006 წლის ივლისის თვის შესაბამის ინფორმაციას, ხოლო ბალანსი - ინფორმაციას დროის გარკვეული მომენტისათვის, მოცემულ შემთხვევაში 2006 წლის 31 ივლისისათვის.

      იმის გამო, რომ საცდელი ბალანსი უკვე მომზადებულია, ხოლო ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაცია საცდელი ბალანსიდან გადაიტანება, ამ უკანასკნელში ანგარიშების დასახელება და შესაბამისი სალდოები საცდელი ბალანსის თანმიმდევრობით აისახება. თუმცა, ეს სავალდებულო მოთხოვნა არ არის და საწარმოებს შეუძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალონ ფინანსურ ანგარიშგებაში მაჩვენებელთა ჩამონათვალი, შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნის დაცვით, . . ცალკეული ანგარიშგებისათვის განსაზღვრული სტრუქტურის ფარგლებში.

      ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ განსაზღვრავს წმინდა მოგებას (ზარალს). წმინდა მოგება, მოგება/ზარალის ანგარიშგებიდან გადაიტანება ანგარიშგებაში კაპიტალის მოძრაობის შესახებ. რაც შეეხება კაპიტალს, მისი სალდო საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის, ასახულია როგორც ანგარიშგებაში კაპიტალის მოძრაობის შესახებ, ისე ბალანსში.

... "ელ&ელ"

ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ

ივლისი, 2008 .

 

 

ლარი

ლარი

შემოსავალი

 

 

          შემოსავალი რეალიზაციიდან

 

28650

ხარჯები:

 

 

მასალების ხარჯი 

7830

 

ხელფასის ხარჯი                             

4400

 

იჯარის ხარჯი                                

1600

 

ელ.ენერგიის ხარჯი                            

290

 

საპროცენტო ხარჯი                            

200

 

სულ ხარჯები 

 

14320

წმინდა მოგება 

 

14330

 

... "ელ&ელ"

ანგარიშგება კაპიტალის მოძრაობის შესახებ

ივლისი, 2008 .

 

 

ლარი

საკუთარი კაპიტალი, 1 ივლისი, 2008 .

50000

მინდა მოგება ივლისის თვის (+) 

14330

სულ

64330

აპიტალის ამოღება (_)                                         

2000

აკუთარი კაპიტალი, 31 ივლისი, 2008 .                         

62330

 

 

...  "ელ&ელ"

ბალანსი

31 ივლისი, 2008 .

აქტივები

ლარი

ლარი

მოკლევადიანი აქტივები

 

 

ფულადი საშუალებები

43880

 

მოთხოვნები მიწოდებით

8370

 

წინასწარ გაწეული ხარჯები                 

7800

 

ასალები

6200

 

სულ მოკლევადიანი აქტივები                                 

 

66250

გრძელვადიანი აქტივები

 

 

იწა

 

30000

სულ აქტივები

 

96250

ვალდებულებები და კაპიტალი

 

 

ვალდებულებები

 

 

მოკლევადიანი ვალდებულებები

 

 

ვალდებულებები მიწოდებით                 

11320

 

გადასახდელი ხელფასი                      

2400

 

ადასახდელი პროცენტები                    

200

 

სულ მოკლევადიანი ვალდებულებები                               

 

13920

გრძელვადიანი ვალდებულებები

 

 

ასანაღდებელი თამასუქები

 

20000

სულ ვალდებულებები

 

33920

კაპიტალი

 

 

საკუთარი კაპიტალი

 

62330

ულ ვალდებულებები და კაპიტალი                              

 

96250

 სარჩევი