სარჩევი

8.5.  დამხმარე რეგისტრები

 

ჩვენ უკვე განვიხილეთ ბუღალტრული აღრიცხვის მთავარი წიგნი (რეგისტრი), მისი ანგარიშები, სამეურნეო ოპერაციებით გამოწვეული ცვლილებების მთავარ ჟურნალში რეგისტრაციისა და მთავარი წიგნში (რეგისტრში) გადატანის წესი. მთავარი წიგნის (რეგისტრის) ზოგიერთი ანგარიში ნაერთ (სინთეზურ) ანგარიშებად იწოდებიან. ამ ანგარიშებზე, როგორც წესი, მრავალი ერთტიპიური ოპერაცია აისახება. მაგალითად, ასეთი ნაერთი ანგარიშებია: მოთხოვნები მიწოდებით და მომსახურებით ანუ მისაღები ანგარიშები, ვალდებულებები მიწოდებით და მომსახურებით ანუ გასანაღდებელი ანგარიშები. ამ ანგარიშებზე ასახული ოპერაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია თავსდება დამხმარე რეგისტრში. დამხმარე რეგისტრები საჭიროა თითოეული კლიენტისა და თითოეული მომწოდებლის ვალის შესახებ ინფორმაციის შესანახად. თითოეული დამხმარე რეგისტრი ერთ ნაერთ ანგარიშთანაა დაკავშირებული. ნაერთი ანგარიშის სალდო შესაბამისი დამხმარე რეგისტრის ყველა ანგარიშის სალდოების ჯამს უნდა ემთხვეოდეს. მაგალითად, მთავარი წიგნის (რეგისტრის) ანგარიშის "მოთხოვნები მიწოდებით და მომსახურებით" სალდო პერიოდის ბოლოსათვის უნდა დაემთხვეს შესაბამისი დამხმარე რეგისტრის ანგარიშების ჯამს იმავე პერიოდისათვის, რომლებიც კლიენტების სახელწოდებების მიხედვით იქნება წარმოებული.

განვიხილოთ მთავარი წიგნისა (რეგისტრის) და ანგარიშის "მოთხოვნები მიწოდებით და მომსახურებით" დამხმარე რეგისტრის გამოყენების წესი შემდეგი მაგალითის მიხედვით:

 

2008 წლის 16 ივნისს ... "საბა"- წარუდგინა ანგარიშ_ფაქტურა კრედიტით მიწოდებულ პროდუქციაზე შემდეგ კლიენტებს:

             

 

ანგ. #

ლარი

.. "ვაზი"          

20

800

.. "ალეგრო"       

21

600

.. "კონკა"         

22

1300

სულ

 

2700

·                     26 ივნისს  ... "საბა"- მიიღო კლიენტებისაგან ვალის დასაფარავად:                     

 

ლარი

.. "ვაზი"          

700

.. "ალეგრო"       

100

.. "კონკა"         

600

სულ       

1400

 მოცემული ოპერაცია მთავარ ჟურნალში, მთავარ და დამხმარე რეგისტრებში შემდეგნაირად აისახება:                                              ... "საბა"

მთავარი ჟურნალი

თარიღი

2008 .

ანგარიშის დასახელება და კომენტარი

აღნიშვნა გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

ივნისი

16

მოთხოვნები მიწოდებით

1410

2700

 

 

 

  შემოსავალი რეალიზაციიდან

6110

 

2700

 

 

        ანგ. #20, 21, 22

 

 

 

 

 

               .. "ვაზი"        800*

 

 

 

 

 

               .. "ალეგრო"    600*    

 

 

 

 

 

               .. "კონკა"      1300*  

 

 

 

 

26

ნაღდი ფული სალაროში

1110

1400

 

 

 

  მოთხოვნები მიწოდებით

1410

 

1400

 

 

               .. "ვაზი"        700*

 

 

 

 

 

               .. "ალეგრო"    100*    

 

 

 

 

 

               .. "კონკა"       600*  

 

 

 

  

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

ნაღდი ფული სალაროში           ანგარიში #1110

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივნისი

26

მოთხოვნები მიწოდებით

 

1400

 

1400

 

 

 

 

 

 

 

 

მოთხოვნები მიწოდებით           ანგარიში #1410

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივნისი

16

შემოსავალი რეალიზაციიდან

 

2700

 

2700

 

26

ნაღდი ფული

 

 

1400

1300

 

 

 

 

 

 

 

 

შემოსავალი რეალიზაციიდან    ანგარიში #6110

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივნისი

16

მოთხოვნები მიწოდებით

 

 

2700

2700

 

 

 

 

 

 

 

 

მოთხოვნების ანგარიშის დამხმარე რეგისტრი

კლიენტი: "ვაზი"

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივნისი

16

მიწოდება

 

800

 

800

 

26

გადახდა

 

 

700

100

 

 

 

 

 

 

 

 

კლიენტი: "ალეგრო"

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივნისი

16

მიწოდება

 

600

 

600

 

26

გადახდა

 

 

100

500

 

 

 

 

 

 

 

 

კლიენტი: "კონკა"

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ივნისი

16

მიწოდება

 

1300

 

1300

 

26

გადახდა

 

 

600

700

 

 

 

 

 

 

 

 

მაშასადამე, მომხდარი სამეურნეო ოპერაციები ჩვეულებრივ, რეგისტრირდება ჟურნალში, შემდეგ კი, გადაიტანება მთავარ წიგნში (რეგისტრში) საერთო თანხით. რაც შეეხება დამხმარე რეგისტრს, მასში თითოეული კლიენტისათვის გახსნილ შესაბამის ანგარიშზე გადატანა და ჩანაწერები კეთდება  კონკრეტული დოკუმენტის, მიწოდების ანგარიშ_ფაქტურის ან განაღდების შესახებ რომელიმე დოკუმენტის საფუძველზე. დამხმარე რეგისტრში გადატანის აღსანიშნავად თანხას დაესმება აღნიშვნა "*". დამხმარე რეგისტრის ანგარიშების ფორმატი მთავარი წიგნის ანგარიშების ფორმატის ანალოგიურია.

როგორც უკვე აღნიშნული იყო, ნაერთი ანგარიშის სალდო შესაბამისი დამხმარე რეგისტრის ყველა ანგარიშის სალდოების ჯამს უნდა ემთხვეოდეს. მთავარი წიგნის (რეგისტრის) ნაერთ ანგარიშსა და დამხმარე რეგისტრს შორის შესაბამისობის შემოწმების მიზნით ადგენენ დამხმარე რეგისტრის ანგარიშების ნაერთს: 

                         ...  "საბა"

       მოთხოვნების ანგარიშების ნაერთი

          30 ივნისი, 2006 .                        

 

 

ლარი

.. "ვაზი"          

100

.პ.ს "ალეგრო"       

500

.პ.ს "კონკა"         

700

სულ       

1300

 სარჩევი