8.4. ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის შესახებ
მფლობელის მიერ კაპიტალის ამოღება არ აისახება ბალანსში ან ანგარიშგებაში მოგებისა და ზარალის შესახებ. იგი აისახება ანგარიშგებაში კაპიტალის მოძრაობის შესახებ. ანგარიშგება კაპიტალის მოძრაობის შესახებ ასახავს საკუთარი კაპიტალის ცვლილებას დროის პერიოდის განმავლობაში. კაპიტალის მოძრაობის შესახებ ანგარიშგების მომზადებისას კაპიტალის საწყისი სალდო (ნაშთი) აიღება საწყისი ბალანსიდან, რომელსაც დაემატება საწარმოს საქმიანობის შედეგად საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მიღებილი წმინდა მოგება (მოგება-ზარალის ანგარიშგებიდან) და მფლობელის დამატებითი შენატანები კაპიტალში (თუ ასეთს ადგილი აქვს), გამოაკლდება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში კაპიტალის ამოღება მფლობელის მიერ (თუ ასეთს ადგილი ჰქონდა). მიღებული ალგებრული ჯამი წარმოადგენს კაპიტალის ანგარიშის სალდოს (ნაშთს) პერიოდის ბოლოსათვის, რომელიც ასევე, ასახული იქნება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის მომზადებულ ბალანსში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთარი კაპიტალის ფორმულა შემდეგ სახეს მიიღებს: OE = OC + R – E – D სადაც: OE - მფლობელის სრული კაპიტალი; OC - საკუთარი კაპიტალის საწყისი სალდო; R - საანგარიშგებო პერიოდის შემოსავალი; D - კაპიტალის ამოღება პერიოდის განმავლობაში;
შ.პ.ს. ,,საბა”-ს კაპიტალის მოძრაობა 2008 წელს, ანგარიშგებაში კაპიტალის მოძრაობის შესახებ შემდეგ სახეს მიიღებს: |
||||||||||||||||||||||||||||
შ.პ.ს. ,, საბა” ანგარიშგება კაპიტალის მოძრაობის შესახებ 2008 წლის 31 დეკემბრისათვის
|
||||||||||||||||||||||||||||
ბალანსის ტოლობა აღნიშნულის გათვალისწინებით, უფრო დეტალურად შეიძლება აისახოს: აქტივები = ვალდებულებებს + საკუთარი კაპიტალი |
||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||
მაშასადამე, ჩვენს მიერ უკვე განხილული ყველა ტიპის ანგარიშების დახასიათება შემდეგნაირად წარმოსდგება: ცხრილი 11
უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ანგარიშის ნორმალური სალდო, ეს ყოველთვის არის ჩანაწერის ტიპი, რომელიც ზრდის ანგარიშს.
|