8.3. კაპიტალის ამოღება _ საკუთარი კაპიტალის შემცირება
საწარმოს დამფუძნებელმა (მფლობელმა) დრო და დრო შეიძლება საწარმოდან მიიღოს (ამოიღოს) გარკვეული ოდენობის თანხა ან სხვა რომელინე ფულადი აქტივი საკუთარი საჭიროებისათვის. ასეთი ამოღება არ წარმოადგენს საწარმოს ხარჯს. იგი არის მფლობელის მიერ საწარმოში დაბანდებული კაპიტალიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც კაპიტალის ამოღებად იწოდება, ამცირებს საკუთარ კაპიტალს და აისახება ანგარიშზე "კაპიტალის ამოღება". თუ საწარმოს საკუთარი კაპიტალი რამდენიმე დამფუძნებლის მიერ დაბანდებული კაპიტალისაგან შესდგება, კაპიტალის ამოღების ანგარიში მფლობელების სახელების მიხედვით უნდა გაიხსნას. მაგალითად, თუ 2008 წლის 30 ივნისს შ.პ.ს. "საბა"-ს დამფუძნებელმა საწარმოს სალაროდან წაიღო საკუთარი საჭიროებისათვის 500 ლარი. ეს ოპერაცია ბუღალტრული აღრიცხვის მთავარ ჟურნალში შემდეგნაირად აისახება: შ.პ.ს. "საბა" მთავარი ჟურნალი
თუ ფირმა "საბა" ამხანაგობაა, ჰყავს მაგალითად, სამი დამფუძვნებელი: საბამ ამოიღო 500 ლარი, ელ&ელ _ 500 ლარი და დაჩიმ _ 500 ლარი, თითოეული პარტნიორისათვის ამოღების ცალკე ანგარიში გაიხსნება და მთავარი ჟურნალი შემდეგ სახეს მიიღებს: ფირმა "საბა" მთავარი ჟურნალი
თუ ,,საბა” სააქციო საზოგადოება, წმინდა მოგების განაწილება საწარმოს მფლობელებს ანუ აქციონერებს შორის დივიდენდების სახით ხდება. დივიდენდები ამცირებენ საკუთარ კაპიტალს, მაგრამ საწარმოს დანახარჯებს არ წარმოადგენენ. დივიდენდების გაცემამდე საწარმოს ხელმძღვანელობამ უნდა გამოაცხადოს დივიდენდების გაცემის შესახებ. დავუშვათ, ს.ს. ,,საბამ” გამოაცხადა და გასცა დივიდენდები 2006 წლის 1 ივლისს 5000 ლ. მთავარი ჟურნალის ჩანაწერები შემდეგ სახეს მიიღებდა:
ს.ს. "საბა" მთავარი ჟურნალი
|