სარჩევი

8.2. წმინდა მოგება_ფინანსური შედეგი

 

საწარმოს ხელმძღვანელობისათვის აუცილებელია რეგულარულად იცოდეს თუ როგორ ფუნქციონირებდა საწარმო დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მისი შეფასების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წმინდა მოგება წარმოადგენს.

წმინდა მოგება, არის დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიღებული საერთო შემოსავლის მეტობა იმავე პერიოდის ხარჯებზე. წმინდა  ზარალი _ პირიქით, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთო ხარჯების მეტობაა ამავე პერიოდის საერთო შემოსავალზე. წმინდა მოგება ზრდის, ხოლო წმინდა ზარალი ამცირებს საკუთარ კაპიტალს. წმინდა მოგება (ან წმინდა ზარალი) საანგარიშგებო პერიოდის ფინანსურ შედეგს წარმოადგენს და აისახება ფინანსურ ანგარიშგებაში, კერძოდ კი, ანგარიშგებაში მოგებისა და ზარალის შესახებ.

ფირმა "საბა"- ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ 2008 წლის ივნისის თვისათვის შემდეგი სახით წარმოგვიდგება:

 

... "საბა"

ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ

ივნისი, 2008 .

 

ლარი

ლარი

შემოსავალი

 

 

                პროდუქციის რეალიზაციიდან                        

12500

 

                საიჯარო შემოსავალი 

4000

 

               საპროცენტო შომოსავალი

500

 

სულ შემოსავალი 

 

17000

ხარჯები:

 

 

ხელფასის ხარჯი   

1200

 

მასალების ხარჯი

6800

 

საწვავის     ხარჯი                                

800

 

იჯარის ხარჯი

1000

 

სულ ხარჯი

 

9800

მინდა მოგება                                                      

 

7200

სულ ხარჯი                                                         9 800

მინდა მოგება                                                       7 200

სარჩევი