სარჩევი

7.3. საცდელი ბალანსი,

მისი დანიშნულება

 

საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, როდესაც პერიოდის განმავლობაში საწარმოში მომხდარი მოვლენები და ოპერაციები პირველადი დოკუმენტების საფუძველზე უკვე რეგისტრირებულია მთავარ ჟურნალში და გადატანილია მთავარ წიგნში (რეგისტრში), მზადდება საცდელი ბალანსი საცდელი ბალანსი წარმოადგენს მთავარი წიგნის ყველა ანგარიშის უბრალო ჩამონათვალს შესაბამისი სალდოს მითითებით. ანგარიშები, რომლებსაც ნულოვანი სალდო აქვთ, საცდელ ბალანსში არ შეიტანება. საცდელი ბალანსის შედგენის მიზანია, ჯერ ერთი, თავი მოუყაროს ყველა ანგარიშს და ამით გაადვილოს ფინანსური ანგარიშგების მომზადება და მეორეც, შეამოწმოს დებეტებისა და კრედიტების ჩანაწერების ტოლობა. თუმცა ეს ტოლობა ჯერ კიდევ არ ადასტურებს, რომ ანგარიშებში შეცდომა დაშვებული არ არის, რამდენადაც შეიძლება მოხდეს, რომ რომელიმე ოპერაცია გამორჩენილია, ან გადატანილია სხვა ანგარიშზე, ან ორჯერ არის გადატანილი.

2006 წლის მაისის თვეში ... "საბა"- მიერ განხორციელებული ოპერაციებით, რომლებიც უკვე რეგისტრირებულია მთავარ ჟურნალში და გადატანილია მთავარი წიგნის (რეგისტრის) ანგარიშებში, თვის ბოლოსათვის, 30 მაისისათვის მომზადებული საცდელი ბალანსი შემდეგი სახის იქნება:

                                                                                                       cxrili 10

... "საბა"

საცდელი ბალანსი

30 მაისი, 2008 .

#

ანგარიშების დასახელება

დებეტი

კრედიტი

1

ეროვნული ვალუტა ბანკში

64000

 

2

ოფისის აღჭურვილობა

10000

 

3

სატრანსპორტო საშუალებები

15000

 

4

მოთხოვნები მიწოდებით

9000

 

5

საწესდებო კაპიტალი  

 

80000

6

ვალდებულებები მოწოდებით

 

8000

7

მოკლევადიანი სესხები

 

10000

 

სულ

98000

98000

  საყურადღებოა ის, რომ:

1.      საცდელი ბალანსი არ წარმოადგენს ფინანსურ ანგარიშგებას;

2.     საცდელი ბალანსი ანგარიშების დასახელებასთან ერთად მათ კოდსაც (შიფრს) შეიცავს.

თუ საცდელი ბალანსის დებეტისა და კრედიტის თანხების ტოლობა დარღვეულია, დაშვებულია შეცდომა, რომელიც უნდა მოიძებნოს და გასწორდეს. შეცდომის მოსაძებნად საჭიროა:

·      განისაზღვროს დებეტისა და კრედიტის თანხებს შორის სხვაობა;

·      შემოწმდეს სწორად არის თუ არა ყველა ანგარიშის სალდო შეტანილი საცდელი ბალანსის შესაბამის სვეტში;

·         ხელახლა შემოწმდეს თითოეული სვეტის ჯამის სისწორე;

·         საცდელი ბალანსში ასახული ანგარიშების რაოდენობა შეუდარდეს მთავარი წიგნის სალდოების რაოდენობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი სწორადაა გადატანილი საჭირო სვეტში;

·         ხელახლა გავიანგარიშოთ მთავარი წიგნის ანგარიშების ყველა სალდო;

·         შემოწმდეს ჟურნალიდან ყველა გადატანა მთავარ წიგნში.

აღრიცხვის დამამთავრებელ ეტაპს ფინანსური ანგარიშგების მომზადება წარმოადგენს, რომელიც საცდელი ბალანსის საფუძველზე ხდება. მაგალითად, ბუღალტრული ბალანსი, რომელიც საცდელი ბალანსის საფუძველზე მომზადდა შემდეგი სახისაა:

... "საბა"

ბალანსი

31 მაისი, 2008 .

აქტივები

2008 წ.

2008 წ.

მიმდინარე აქტივები

 

 

ფული ბანკში

64000

 

მოთხოვნები

9000

 

სულ მიმდინარე აქტივები

 

73000

გრძელვადიანი აქტივები

 

 

საოფისე ტექნიკა

10000

 

სატრანსპორტო საშუალებები

15000

 

სულ გრძელვადიანი აქტივები

 

25000

მიმდინარე აქტივები

 

 

ფული ბანკში

64000

 

მოთხოვნები

9000

 

სულ მიმდინარე აქტივები

 

73000

სულ აქტივები

 

98000

კაპიტალი და ვალდებულებები

 

 

კაპიტალი

 

 

მფლობელთა კაპიტალი

 

80000

ვალდებულებები

 

 

მიმდინარე ვალდებულებები

 

 

ვალდებულებები მოწოდებით

8000

 

მოკლევადიანი სესხი

10000

 

სულ მიმდინარე ვალდებულებები

 

18000

სულ კაპიტალი და ვალდებულებები

 

98000

ემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააღრიცხვო ციკლის ძირითადი ფაზებია:

10.  მომხდარი სამეურნეო ოპერაციის გაფორმება პირველადი დოკუმენტით;

11.   პირველადი დოკუმენტებით დადასტურებული ოპერაცების ასახვა მთავარ ჟურნალში, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით;

12.  მთავარი ჟურნალიდან ინფორმაცის გადატანა მთავარ წიგნში;

13.  საცდელი ბალანსის მომზადდება;

14.  ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) მომზადება.

სარჩევი