7.2. სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაცია
ჩანაწერი, რომელიც ერთ, ცალკე აღებულ ოპერაციას შეესაბამება საჟურნალო ჩანაწერად იწოდება. სამეურნეო ოპერაციების მთავარი სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელშიც მომხდარი სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაცია ხდება პირველადი დოკუმენტების საფუძველზე, შემდეგი სახისაა:
ცხრილი 8 შ.პ.ს, "საბა" მთავარი ჟურნალი ჟ. 1
ჟურნალის წარმოების წესი შემდეგი თანმიმდევრობით წარმოგვიდგება:
1. ჟურნალის გვერდები ინომრება, მაგალითად, ჟ. 1, ჟ. 2 და ა.შ. იგი გამოიყენება ბუღალტრულ რეგისტრში _ მთავარ წიგნში ინფორმაციის გადატანის შესახებ აღნიშვნის გასაკეთებლად; 2. თითოეულ გვერდზე თარიღის სვეტში იწერება წელი, ხოლო შემდეგ თვე და რიცხვი. თვის შემდგომი ჩანაწერი მხოლოდ მისი შეცვლისას განმეორდება; 3. სადებეტო ანგარიშის დასახელება კეთდება უშუალოდ თარიღის შემდეგ სვეტში "ანგარიშის დასახელება"; 4. საკრედიტო ანგარიშის დასახელება კეთდება სადებეტო ანგარიშის დასახელების ქვევით, ოდნავ მარჯვნივ გაწეულად. საერთოდ, ასეთი გაწევა ანგარიშის დაკრედიტების მიმანიშნებელია; 5. კომენტარებში მოიხსენება შესაბამისი პირველადი დოკუმენტი და კეთდება საკრედიტო ანგარიშის დასახელების ქვევით მისგან მარჯვნივ გაწევით; 6. სვეტში "აღნიშვნა გადატანაზე" მიეთითება შესაბამისი ანგარიშის კოდი (შიფრი). ჩანაწერი კეთდება მთავარ რეგისტრში (წიგნში) ინფორმაციის გადატანისას; 7. დებეტის სვეტში იწერება სადებეტო ანგარიშის თანხა; 8. კრედიტის სვეტში იწერება საკრედიტო ანგარიშის თანხა;
მთავარ ჟურნალში რეგისტრირებული სამეურნეო ოპერაციები გადაიტანება მთავარ წიგნში (რეგისტრში), შემდეგი წესით: 1. მთავარი წიგნის ყველა ანგარიშს აქვს თავისი კოდი (შიფრი), რომელიც გამოიყენება გადატანის შესახებ აღნიშვნის გაკეთებისას; 2. სვეტში "მინიშნება" იწერება მთავარი სარეგისტრაციო ჟურნალის გვერდის ნომერი ამ ჟურნალიდან მთავარ წიგნში (რეგისტრში) ოპერაციის გადატანის დამთავრებისას. 3. მთავარ წიგნში (რეგისტრში) ოპერაციის თარიღი და სადებეტო თანხა გადაიტანება ჟურნალიდან; იმავდროულად გაიანგარიშება ახალი სალდო. 4. მთავარ წიგნში (რეგისტრში) ოპერაციის თარიღი და საკრედიტო თანხა გადაიტანება სარეგისტრაციო ჟურნალიდან. იმავდროულად გაიანგარიშება ახალი სალდო.
მაშასადამე, ბუღალტრულ აღრიცხვაში სამეურნეო ოპერაციების ასახვისას აუცილებლად დაცული უნდა იქნას შემდეგი თანმიმდევრობა: a. ყველა ოპერაცია ჯერ უნდა აისახოს მთავარ ჟურნალში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, შემდეგ კი, გადატანილ იქნას მთავარ წიგნში (რეგისტრში); b. მთავარ სარეგისტრაციო ჟურნალში ანგარიშების იგივე დასახელება უნდა იქნას გამოყენებული, რაც მთავარ წიგნშია მოცემული; გ. მთავარი ჟურნალის ჩანაწერებს შემდეგი სახე უნდა ჰქონდეს. ცხრილი 9 მთავარი ჟურნალი
საჟურნალო ჩანაწერების ფორმა საყოველთაოდ აღიარებულია და ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვა:
1. საკრედიტო ანგარიშის დასახელება სადებეტო ანგარიშის დასახელებისაგან ოდნავ მარჯვნივ უნდა იყოს გაწეული, ასევე, საკრედიტო თანხა _ სადებეტო თანხისაგან შესაბამისად, ოდნავ მარჯვნივ უნდა იყოს გაწეული. 2. ფულის ერთეულის ამსახველი ნიშანი "ლარი" ჟურნალში და რეგისტრში არ გამოიყენება; 3. აღნიშვნა გადატანაზე კეთდება მხოლოდ ოპერაციის გადატანის შემდეგ, როგორც ჟურნალში, ასევე მთავარ წიგნში. შევსებული სვეტი ნიშნავს, რომ ოპერაცია გადატანილია; 4. მთავარი წიგნის ანგარიშებში კომენტარები არ კეთდება, საჭიროების შემთხვევაში მათი პოვნა ჟურნალში შეიძლება. მაგალითისათვის მოვიტანოთ ფირმა "საბა"-ს ზემოაღნიშნული ოპერაციების მიხედვით შევსებული სარეგისტრაციო ჟურნალი და მთავარი წიგნის ანგარიშები, რომლებიც შემდეგ სახეს მიიღებს:
შ.პ.ს, "საბა" მთავარი ჟურნალი ჟ. 1
ბუღალტრული აღრიცხვის მთავარი ჟურნალიდან მთავარ წიგნში გადატანილი ოპერაციები შემდეგნაირად აისახება:
მთავარი წიგნი (რეგისტრი) ეროვნული ვალუტა ბანკში ანგარიში #
საწესდებო კაპიტალი ანგარიში #
სატრანსპორტო საშუალებები ანგარიში #
ოფისის აღჭურვილობა ანგარიში #
ვალდებულებები მოწოდებით ანგარიში #
მოთხოვნები მიწოდებით ანგარიში #
მოკლევადიანი სესხები ანგარიში #
|