7.1. ბუღალტრული ანგარიშები, მათი დანიშნულება

 

ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის, საჭიროა ვიცოდეთ ფინანსური ანგარიშგების თითოეული ელემენტის მდგომარეობა დროის კონკრეტული მომენტისათვის, ასევე, მათი ზრდა ან შემცირება დროის მოცემული პერიოდის განმავლობაში. ამის მისაღწევად აუცილებებლია ფინანსური ანგარიშგების თითოეული ელემენტის მიხედვით ვაწარმოოთ აღრიცხვა, დროის მოცემული პერიოდის განმავლობაში მომხდარი ოპერაციების ასახვა.

მაშასადამე, საჭიროა ცალკე ვაწარმოოთ აღრიცხვა ფულადი საშუალებების, მოთხოვნების, ვალდებულებების, კაპიტალის და ფინანსური ანგარიშგების სხვა ელემენტების მიხედვით, რაც ანგარიშების წარმოებით მიიღწევა.

სააღრიცხვო პერიოდის განმავლობაში სამეურნეო ოპერაციებით გამოწვეული ყოველგვარი ცვლილებების ასასახავად, ამ ცვლილებათა მოცულობის გაზომვისა და გაანგარიშების მიზნით, ბუღალტრული ანგარიშები გამოიყენება.

ანგარიში ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ელემენტია, რომელიც საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი მოვლენებისა და ოპერაციების შედეგად ფინანსური ანგარიშგების ელემენტებში გამოწვეული ცვლილებების ერთგაროვანი ნიშნით დაჯგუფებული აღრიცხვის საშუალებას იძლევა.

ანგარიშები სპეციალური მოხაზულობის ცხრილებია, რომლებიც იხსნება საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის, ბუღალტრული ბალანსის მონაცემების საფუძველზე ბალანსს, რომლის მონაცემების საფუძველზეც იხსნება ანგარიშები, საწყის ბალანსს უწოდებენ. ბალანსის თითოეულ მუხლს ცალკე ანგარიში გაეხსნება. . . საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის იმდენი ანგარიში გაიხსნება, რამდენი მუხლიცაა ასახული საწყის ბალანსში. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმოს სხვა ანგარიშები არ დასჭირდება. მაშასადამე, საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საჭიროების მიხედვით ხდება ანგარიშების დამატებით გახსნა.

ანგარიშის გახსნა ნიშნავს მთავარ ბუღალტრულ წიგნში (რეგისტრში) განთავსებული სპეციალური მოხაზულობის ცხრილებისათვის (ანგარიშებისათვის) ბალანსის ცალკეული მუხლის მიხედვით სახელწოდების მიკუთვნებას და შესაბამისი თანხობრივი განზომილების გადატანას საწყისი ნაშთის სახით, მისთვის სპეციალურად განკუთვნილ სტრიქონზე. შემდეგ კი, მთელი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, უკვე ანგარიშში აისახება სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი მოვლენები და ოპერაციები, რაც პერიოდის ბოლოსათვის ცალკეული ანგარიშის მიხედვით ახალი ნაშთის განსაზღვრისა და ინფორმაციის განზოგადების საშუალებას იძლევა.

ფორმატის მიხედვით ანგარიში შეიძლება იყოს ორგვერდიანი ან ერთგვერდიანი.

ორგვერდიანი ფორმატის ანგარიში შემდეგი სახისაა:

                  

                                   ანგარიშის დასახელება

მარცხენა მხარე

დებეტი

მარჯვენა მხარე

კრედიტი

 

 იმის გამო, რომ ანგარიშის ფორმა ასო ,,T”- მსგავსია, მას ასევე T-() ანგარიშს უწოდებენ.

ნებისმიერი ანგარიში სახელწოდებიდან იწყება და გააჩნია შესაბამისი გრაფა ზრდისა და შემცირების ამსახველი ჩანაწერებისათვის, ფულად გამოსახულებაში. მიუხედავად ანგარიშის ან მასში წარმოებული ჩანაწერების ტიპისა, ანგარიშის მარცხენა მხარე ყოველთვის დებეტისათვის, ხოლო მარჯვენა მხარე კრედიტისათვისაა განკუთვნილი. დებეტში ჩაწერა ნიშნავს ანგარიშის მარცხენა მხარეს ჩაწერას, ხოლო კრედიტში ჩაწერა _ მარჯვენა მხარეს ჩაწერას. ისევე, როგორც საბალანსო ტოლობისას აქტივების ჯამი ტოლი უნდა იყოს ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის ჯამისა, ანგარიშების დებეტების ჩანაწერების ჯამი ტოლი უნდა იყოს კრედიტების ჩანაწერების ჯამისა.

იმის გამო, რომ დებეტში ჩანაწერების ჯამი ყოველთვის ტოლია კრედიტში ჩანაწერების ჯამისა, თითოეული სამეურნეო ოპერაციისას წარმოიქმნება სულ მცირე ერთი ჩანაწერი მაინც, ერთი რომელიმე ანგარიშის დებეტში და ერთი რომელიმე ანგარიშის კრედიტში. ჩანაწერთა ასეთი სისტემა ორმაგი აღრიცხვის სისტემად იწოდება და გამოისახება ტოლობით:

                         დებეტი = კრედიტი.

 

საბალანსო ტოლობასა და ,,დებეტი = კრედიტი ტოლობას შორის კავშირი შემდეგი სახით წარმოგვიდგება:

                                                                               ცხრილი 6

 აქტივები = ვალდებულებებს + კაპიტალი

 დებეტი  = კრედიტს

 

აქტივები

ვალდებულებები

კაპიტალი

დებეტი

კრედიტი

 

დებეტი

კრედიტი

დებეტი

კრედიტი

+

_

_

+

_

+

დებეტში

ჩანაწერი

 

ზრდის აქტივებს

კრედიტში ჩანაწერი

 

ამცირებს აქტივებს

დებეტში ჩანაწერი

 

ამცირებს ვალდებულებებს

კრედიტში ჩანაწერი

 

ზრდის ვალდებულებებს

დებეტში ჩანაწერი

 

ამცირებს საკუთარ კაპიტალს

კრედიტში

ჩანაწერი

 

ზრდის საკუთარ კაპიტალს

 

 

 

დებეტისა და კრედიტის ჩანაწერების წარმოების წესი სხვა სახით შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ:

                             

                                                    ანგარიში

დებეტში ჩაიწერება:

აქტივების ანგარიშების ზრდა;

ვალდებულებების ანგარიშების შემცირება;

საკუთარი კაპიტალის ანგარიშების შემცირება;

ხარჯების ანგარიშების ზრდა;

შემოსავლების ანგარიშების შემცირება.

 

კრედიტში ჩაიწერება:

აქტივების ანგარიშების შემცირება;

ვალდებულებების ანგარიშების ზრდა;

საკუთარი კაპიტალის ანგარიშების ზრდა;

ხარჯების ანგარიშების შემცირება;

შემოსავლების ანგარიშების ზრდა.

                                                            

ანგარიშის დებეტისა და კრედიტის ჩანაწერებს შორის სხვაობას სალდო ანუ ნაშთი ეწოდება. ანგარიშის დებეტის ან კრედიტის სალდო "ნორმალურ სალდოდ" იწოდება, თუ იგი ზრდის ამ კონკრეტული ანგარიშის მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, აქტივების ამსახველი ნებისმიერი ანგარიშისათვის ნორმალურ სალდოდ სადებეტო, ხოლო ვალდებულებებისა და კაპიტალის ამსახველი ანგარიშისათვის _ საკრედიტო სალდო იწოდება.

ორგვერდიანი ანუ . . "T" ანგარიშები სასწავლო მიზნებისათვის გამოიყენება. რაც შეეხება საწარმოებს, ისინი ანგარიშებს რეგისტრის ფორმატით აწარმოებენ, რომელიც ერთგვერდიან ანგარიშებს წარმოადგენენ და შემდეგი სახე აქვთ:

                                                             ცხრილი 7

                                      მთავარი წიგნი (რეგისტრი)

                                 ანგარიშის დასახელება

 

თარიღი

შინაარსი

აღნიშვნა გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

სალდო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სვეტში "თარიღი" იწერება წელი, თვე, რიცხვი. სვეტში "შინაარსი" აისახება მთავარ ჟურნალში რეგისტრირებული სამეურნეო ოპერაციის მოკლე შინაარსი. სვეტში "აღნიშვნა გადატანაზე" მიეთითება ინფორმაციის საწყისი წყარო ანუ მთავარ ჟურნალის გვერდის ნომერი. სვეტში "დებეტი" ან "კრედიტი" შესაბამისი თანხა. სვეტში "სალდო" ჯერ საწყისი სალდო, შემდეგ კი თითოეული ოპერაციის გადატანისას, ახალი სალდო გამოიყვანება.

 ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად, აუცილებელია მისი თითოეული ელემენტის მნიშვნელობის განსაზღვრა, ამიტომ ანგარიშგების თითოეული მუხლისათვის ცალკე ანგარიში იწარმოება. ყველა ანგარიში განთავსებულია მთავარ რეგისტრში, რომელსაც ხშირად მთავარ ბუღალტრულ წიგნს (დავთარს უწოდებენ, რამდენადაც სააღრიცხვო ციკლი თითოეული ოპერაციისათვის ამ წიგნში ჩანაწერით მთავრდება. მთავარ წიგნში თითოეულ ანგარიშს ცალკე გვერდი აქვს დათმობილი, ან შეიძლება იგი ინახებოდეს კომპიუტერში, მაგნიტურ დისკზე, მაგნიტურ ლენტზე და .. ინფორმაციის ნებისმიერი წესით შენახვისას ოპერაციის დამუშავების პრინციპი ერთიდაიგივეა.   

მართალია ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის საჭიროა, რომ მთავარ რეგისტრში მოცემული იყოს ყველა ანგარიშის სალდო, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია არსებობდეს და ინახებოდეს ოპერაციების სრული შინაარსი. იმის გამო, რომ მთავარ რეგისტრში სადებეტო და საკრედიტო ჩანაწერები სხვადასხვა გვერდებზე კეთდება, თითოეული ოპერაცია რამდენიმე გვერდზეა ასახული. ყველა ოპერაციის ქრონოლოგიური აღწერა (რეგისტრაცია) მთავარ ჟურნალში ხდება. მას ასევე, პირველადი ჩანაწერების სარეგისტრაციო წიგნსაც უწოდებენ, რადგან მასში ყველა ოპერაცია პირველადი დოკუმენტების მომზადებისთანავე აისახება. ცალკეული სამეურნეო  ოპერაციის თანხის მთავარი ჟურნალიდან რეგისტრში გადატანის პროცედურას ჩანაწერთა გადატანას უწოდებენ.                                                                                                                                                                                                                            

მაშასადამე, ჩვენ უკვე გავეცანით სააღრიცხვო ციკლის ოთხ საფეხურს:  

 

1.  მომხდარი სამეურნეო ოპერაცია აისახება პირველად დოკუმენტებში;

2. პირველადი დოკუმენტების საფუძველზე ოპერაცია აისახება ჟურნალში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით;

3.   ჟურნალიდან ინფორმაცია გადაიტანება მთავარ რეგისტრში (მთავარ წიგნში);

4. მთავარი წიგნის (რეგისტრის) ანგარიშების სალდოების საფუძველზე მზადდება ფინანსური ანგარიშგება.

                                                                              სარჩევი