6.2. ბუღალტრული აღრიცხვის მარტივი სისტემა
როგორც ბალანსის ცხრილიდან ჩანს, აქტივები ორ ჯგუფად, მიმდინარე ანუ მოკლევადიან და გრძელვადიან აქტივებად იყოფა. გრძელვადიან აქტივებს ბრუნვისგარეშე აქტივებს უწოდებენ, მიმდინარე ანუ მოკლევადიანი აქტივები კი, საბრუნავ აქტივებად იწოდებიან. საბრუნავი ეწოდება აქტივებს, რომლებიც ერთი წლის ან ერთი საოპერაციო ციკლის (თუ იგი ერთ წელზე ხანგრძლივია) განმავლობაში მოიხმარება საწარმოს მიერ. საოპერაციო ციკლი დროის ის პერიოდია, რომელიც საჭიროა საწარმოსათვის, რათა ფული გარდაქმნას საქონლად, საქონელი გაყიდოს და ისევ მიიღოს ფული. საოპერაციო ციკლი გამოიხატება ფორმულით: ფული _ საქონელი _ ფული საქონლის გაყიდვა და შედეგედ ფულის მიღება დროში შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს ე.ი. საქონლის გაყიდვა შეიძლება მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორებით და განვადებით, კრედიტით. აქედან გამომდინარე საოპერაციო ციკლი შეიძლება შემდეგი სახით წარმოგვიდგეს: |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საოპერაციო ციკლი |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საწარმოს საქმიანობაში ყოველდღიურად მომხდარი მოვლენები, რომლებიც ოპერაციად იწოდება, ბუღალტრულ აღრიცხვაში უნდა აისახოს. კერძოდ, მათი ასახვა საწარმოს ბუღალტრულ წიგნებში (რეგისტრში) ხდება. ბუღალტრულ წიგნებში ოპერაციის ასასახავად საწყისი ინფორმაციის შეგროვებაა საჭირო. ჩვეულებრივ, ასეთი ინფორმაცია პირველადი დოკუმენტების საფუძველზე აისახება. ცალკეული ოპერაცია, ცალკე პირველადი დოკუმენტით გაფორმდება. ერთმანეთისაგან განსხვავებული ოპერაციები ასევე, განსხვავებული დოკუმენტებითაა გაფორმებული. მაგალითად, ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობა_სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერებით გაფორმება, საბანკო ანგარიშზე ფულის მოძრაობა გადახდის მოთხოვნებით, ჩეკებით და ა.შ. განვიხილოთ ბუღალტრული აღრიცხვის მარტივი სისტემა საწარმოს დაარსებისას და შემდგომ მომხდარი ოპერაციების ასახვით. შ.პ.ს. "საბა" საკონდიტრო საწარმოა, იგი დაარსდა 2006 წლის 1 მაისს. მაისის თვეში ადგილი ჰქონდა შემდეგ ოპერაციებს: მაისი: 1. დაარსდა შ.პ.ს. "საბა", დამფუძნებელმა ბანკში საწარმოს სახელზე გახსნა ანგარიშსწორების ანგარიში, რომელზეც შეიტანა 80.000 ლარი; 5. კომპიუტერული ფირმა "ალტა"-საგან შეძენილია კომპიუტერი ოფისისათვის, მისი ღირებულება 10.000 ლარია, ფული გადახდილია ანგარიშსწორების ანგარიშიდან; 11. შეძენილია ავტომანქანა. საბანკო ანგარიშიდან, გადახდილია ანგარიშსწორების ანგარიშიდან 15.000 ლარი; 13. შეძენილია ფირმა "ელიტა"-საგან საოფისე ტექნიკა ღირებულებით 18.000 ლარი, შემდგომი გადახდის პირობით; 15. გადახდილია ფირმა "ელიტა"-ზე 10.000 ლარი; 20. შ.პ.ს. "საბა"-მ გადაწყვიტა, რომ შეძენილი საოფისე ტექნიკა მას არ გამოადგებოდა და მიჰყიდა იგი ფირმა "ოქსინო"-ს 18.000 ლარად, 20 დღიანი განვადებით; 25. შ.პ.ს. "საბა"-მ აიღო სესხად ფირმა "ხიდი"-საგან 10.000 ლარი; 30. მიღებულია კლიენტისაგან ვალის დასაფარავად 9.000 ლარი.
ბუღალტრული აღრიცხვის ციკლი მოიცავს: I საფეხური _ ინფორმაციის შეგროვება; II საფეხური _ ოპერაციის ანალიზი; III საფეხური _ საბალანსო ტოლობაზე ოპერაციის ზემოქმედების განსაზღვრა.
თითოეული ოპერაცია ცვლის ბალანსის ამა თუ იმ მაჩვენებელს (მუხლს) და შეიძლება ბალანსის ჯამსაც. მაგრამ საბალანსო ტოლობა, მიუხედავად აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ცვლილებისა, ყველა შემთხვევაში აუცილებლად დაცულ უნდა იქნას. განვიხილოთ ზემოთ მოტანილი ოპერაციების ზემოქმედება ბალანსსა და საბალანსო ტოლობაზე:
1 ოპერაცია: შ.პ.ს. "საბა"-მ დააბანდა 80.000 ლარი ბიზნესში. აქტივები = ვალდებულებებს + კაპიტალი ფული ბანკში 80000 საკუთარი კაპიტალი 80000 სულ 80000 სულ 80000
ანალიზი: გაიზარდა აქტივები, კერძოდ, ფულადი საშუალებები 80.000 ლარით; შესაბამისად გაიზარდა საკუთარი კაპიტალი 80.000 ლარით.
მე-2 ოპერაცია: შეძენილია კომპიუტერი 10000 ლარად, ფული გადახდილია ანგარიშსწორების ანგარიშიდან. აქტივები = ვალდებულებებს + კაპიტალი ფული ბანკში 70000 საკუთარი კაპიტალი 80000 კომპიუტერი 10000 სულ 80000 სულ 80000
ანალიზი: აქტივების შემადგენლობაში მცირდება ფულადი საშუალებები 10.000 ლარით და კვლავ აქტივები იზრდება ახალი აქტივის, კომპიუტერის სახით, რომელიც მიეკუთვნება ძირითადი საშუალებების ჯგუფს "საოფისე ტექნიკა", იგივე თანხით 10.000 ლარი. ბალანსის ტოლობა, ცხადია, არ დარღვეულა.
მე-3 ოპერაცია: შეძენილია ავტომანქანა 15.000 ლ., ფული გადახდილია ანგარიშსწორების ანგარიშიდან. აქტივები = ვალდებულებებს + კაპიტალი ფული ბანკში 55000 საკუთარი კაპიტალი 80000 კომპიუტერი 10000 ავტომანქანა 15000 სულ 80000 სულ 80000
ანალიზი: მომხდარი ოპერაციით შემცირდა ფულადი საშუალებები ბანკში 15000 ლარით; შესაბამისად, იგივე 15000 ლარით გაიზარდა ახალი აქტივი _ ავტომანქანა, რომელიც მიეკუთვნება ძირითადი საშუალებების ჯგუფს "სატრანსპორტო საშუალებები".
მე-4 ოპერაცია: ფირმა "ელიტა"- საგან შეძენილია საოფისე ტექნიკა ღირებულებით 18.000 ლარი, შემდგომი გადახდის პირობით; აქტივები = ვალდებულებებს + კაპიტალი ფული ბანკში 55000 საკუთარი კაპიტალი 80000 კომპიუტერი 10000 ავტომანქანა 15000 ვალდებულებები 18000 საოფისე ტექნიკა 18000 სულ 98000 სულ 18000 სულ 80000
ანალიზი: მომხდარი ოპერაციით გაიზარდა აქტივები 18000 ლარით საოფისე ტექნიკის სახით. შესაბამისად, იგივე თანხით (18.000 ლ.) გაიზარდა ვალდებულებები მოწოდებით (გასანაღდებელი ანგარიშები ანუ კრედიტორული დავალიანებები). ბალანსის ჯამი ცხადია, 18000 ლარით გაიზარდა, მაგრამ ტოლობა არ დარღვეულა.
მე-5 ოპერაცია: გასტუმრებულია ფირმა "ელიტა"-ს ვალი 10000 ლ.
აქტივები = ვალდებულებებს + კაპიტალი ფული ბანკში 45000 საკუთარი კაპიტალი 80000 კომპიუტერი 10000 ავტომანქანა 15000 ვალდებილებები 8000 საოფისე ტექნიკა 18000 სულ 88000 სულ 8000 სულ 80000 ანალიზი: აღნიშნული ოპერაციით, ფულადი საშუალებები შემცირდა 10.000 ლარით, რამაც შესაბამისად შეამცირა აქტივები. ასევე, გასანაღდებელი ანგარიშები შემცირდა 10.000 ლარით, რამაც ვალდებულებები იგივე თანხით შეამცირა, ე.ი. ბალანსის ჯამი შემცირდა 10.000 ლარით, ბალანსის ტოლობა, ცხადია, არ დარღვეულა.
მე-6 ოპერაცია: შ.პ.ს. "საბა"-მ გადაწყვიტა, რომ შეძენილი საოფისე ტექნიკა მას არ გამოადგებოდა და იგი მიჰყიდა ფირმა "ოქსინო"-ს 18.000 ლარად, გადახდის ვადის 20 დღიანი განვადებით. აქტივები = ვალდებულებებს + კაპიტალი ფული ბანკში 45000 საკუთარი კაპიტალი 80000 მოთხოვნები 18000 ვალდებულება 8000 კომპიუტერი 10000 ავტომანქანა 15000 სულ 88000 სულ 8000 სულ 80000 ანალიზი: აქტივების შემადგენლობაში გაიზარდა მოთხოვნები მიწოდებით 18000 ლარით, ხოლო მეორე აქტივი, საოფისე ტექნიკა, იგივე თანხით (18.000 ლ.) შემცირდა. აქტივების საერთო თანხა კვლავ 88.000 ლარია. აღნიშნული ოპერაცია არ შეხებია ვალდებულებებსა და კაპიტალს, ამიტომ მათი ცვლილება არ მომხდარა.
მე-7 ოპერაცია: შ.პ.ს. "საბა"-მ აიღო სესხი ფირმა "ხიდი"-საგან 10.000 ლარი. აქტივები = ვალდებულებებს + კაპიტალი ფული ბანკში 55000 საკუთარი კაპიტალი 80000 მოთხოვნები 18000 ვალდ. მიწოდებით 8000 კომპიუტერი 10000 სესხი 10000 ავტომანქანა 15000 სულ 98000 სულ 18000 სულ 80000 ანალიზი: აღნიშნული ოპერაციით გაიზარდა აქტივები ფულადი საშუალებების სახით 10.000 ლარით, შესაბამისად გაიზარდა ვალდებულება სესხის სახით 10.000 ლარით, ბალანსის ჯამი გაიზარდა იგივე თანხით - 10.000 ლარით, მაგრამ ბალანსის ტოლობა არ დარღვეულა.
მე-8 ოპერაცია: მიღებულია კლიენტისაგან ვალის დასაფარავად 9000 ლარი. აქტივები = ვალდებულებებს + კაპიტალი ფული ბანკში _ 64 000 კაპიტალი 80000 მოთხოვნები _ 9 000 ვალდ. მიწოდებით 8000 კომპიუტერი _ 10 000 სესხი 10000 ავტომანქანა _ 15 000 სულ 98 000 სულ 18000 სულ 80000
ანალიზი: ფულადი საშუალებები გაიზარდა 9.000 ლარით და შესაბამისად, შემცირდა მოთხოვნები იგივე თანხით. აქტივების თანხა არ შეცვლილა, კვლავ 98.000 ლარია. არავითარი ცვლილება ვალდებულებებისა და კაპიტალის ნაწილში არ მომხდარა. ცხადია, არ შეცვლილა ბალანსის ჯამიც.
მაშასადამე, ბალანსის ტოლობაზე სამეურნეო ოპერაციეთ გამოწვეული ცვლილებების ზემოქმედების განსაზღვრისათვის საჭიროა თავი მოუყაროთ, დავაჯგუფოთ და გავაანალიზოთ პირველადი მონაცემები. ბალანსისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების სწორად შესადგენად აუცილებელია, ჯერ ერთი, ბუღალტრულ აღრიცხვაში ავსახოთ ყველა ოპერაცია და მეორეც, განვსაზღვროთ როგორ მოქმედებენ ისინი ბალანსის თითოელ ელემენტზე, როგორ ცვლიან მას. სამეურნეო ოპერაციების სიმრავლემ შეიძლება მრავალი სახის ცვლილება გამოიწვიოს ბალანსში, მაგრამ ყველა მათგანი ოთხ ტიპად შეიძლება დაჯგუფდეს:
პირველი ტიპის ცვლილება მხოლოდ აქტივებს ეხება. აქტივის ერთი რომელიმე მუხლი იზრდება, იგივე თანხით აქტივის მეორე მუხლი მცირდება, ბალანსის ვალუტა არ იცვლება, საბალანსო ტოლობა არ დაირღვევა;
მეორე ტიპის ცვლილება მხოლოდ ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს ეხება. მათი ერთი რომელიმე მუხლი იზრდება, იგივე თანხით მეორე მუხლი მცირდება, ბალანსის ვალუტა არ იცვლება, საბალანსო ტოლობა არ დაირღვევა;
მესამე ტიპის ცვლილება ერთდროულად ეხება აქტივებს, ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს. აქტივების ერთი რომელიმე მუხლი იზრდება, იგივე თანხით ვალდებულებებისა და კაპიტალის რომელიმე მუხლი იზრდება, ცხადია, ბალანსის ვალუტა იგივე თანხით გაიზრდება, მაგრამ საბალანსო ტოლობა არ დაირღვევა;
მეოთხე ტიპის ცვლილება ერთდროულად ეხება აქტივებს, ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს. აქტივების ერთი რომელიმე მუხლი მცირდება, იგივე თანხით ვალდებულებებისა და კაპიტალის რომელიმე მუხლი მცირდება, ცხადია, ბალანსის ვალუტა იგივე თანხით შემცირდება, მაგრამ საბალანსო ტოლობა არ დაირღვევა; ბუღალტრულ აღრიცხვაში აღნიშნული ოპერაციების ასახვის შემდეგ შ.პ.ს. "საბა"-ს ბალანსი 2006 წლის 31 მაისს შემდეგ სახეს მიიღებს: ცხრილი 4 შ.პ.ს. "საბა" ბალანსი 31 მაისი, 2006 წ.
შ.პ.ს. "საბა"-ს მიერ 2006 წლის მაისის თვეში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების განზოგადება კი, შემდეგი სახით წარმოგვიდგება (იხ. ცხრილი 5) ცხრილი 5 შ.პ.ს. "საბა" სამეურნეო ოპერაციების ნაერთი მაისი, 2006 წელი. A = V + K
აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, თუ რამდენად რთული და მოუხერხებელია თითოეული სამეურნეო ოპერაციის მოხდენის შემდეგ ბალანსის შედგენა, რაც იმით არის გამოწვეული, რომ საწარმოს აქტივებსა, ვალდებულებებსა და კაპიტალში მომხდარი ყოველგვარი ცვლილება ბუღალტრულ აღრიცხვაში აუცილებლად უნდა აისახოს, ბუღალტრული ბალანსი კი, მართალია აქტივებს, ვალდებულებებსა და კაპიტალს ასახავს, მაგრამ დროის ერთი, რომელიმე კონკრეტული მომენტისათვის, ე.ი. გაჩერებულ, სტატიკურ მდგომარეობაში, დინამიურობა მისთვის დამახასიათებელი არ არის და ამდენად, მისი გამოყენება თითოეული სამეურნეო ოპერაციით გამოწვეული ცვლილებების ასასახავად მოუხერხებელი და შეუძლებელია. ასეთი აღრიცხვა ვერ უზრუნველყოფდა აქტივებს, ვალდებულებებსა და კაპიტალში სამეურნეო ოპერაციებით გამოწვეული ცვლილებების ასახვის მთლიანი სურათის მიღებას. მეორეს მხრივ, მომხმარებლებზე ფინანსური ინფორმაციის მისაწოდებლად აუცილებელია მომზადდეს ფინანსური ანგარიშგება, აგრეთვე, სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა ინფორმაციის ისეთი მომხმარებლისათვის მისაწოდებლად, როგორიცაა საწარმოს ხელმძღვანელობა, მფლობელები და კრედიტორები, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოები, რასაც მხოლოდ საბალანსო ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს.
|