სარჩევი

10.8   კორპორაციის ფინანსური

ანგარიშგება

 

სამუშაო ფურცელში, რომელიც კორპორაციის ფინანსური აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე მზადდება, საკუთარი კაპიტალი წარმოდგენილი იქნება სააქციო კაპიტალის (ჩვეულებრივი აქციები, პრივილეგირებული აქციები), გაუნაწილებელი მოგების (დაუფარავი ზარალის) და დივიდენდების სახით. ამიტომ ისინი შესაბამისად აისახება ანგარიშგებაში მოგებისა და ზარალის შესახებ და ბალანსში. გარდა ამისა, კორპორაციის მოგება ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. ამისათვის საჭიროა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, მოგების გაანგარიშების შემდეგ, კიდევ ერთი კორექტირებადი გატარება, რომელიც ასახავს მოგების გადასახადს, როგორც ხარჯს და შესაბამისი ვალდებულების წარმოქმნას.

დავუშვათ,  "ელ&ელ" სააქციო საზოგადოებაა. გამოშვებულია  10.000 ცალი ჩვეულებრივი აქცია და მისი მოგება 2008 წლის 31 დეკემბრისათვის 9.390 ლარს შეადგენდა. ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საწარმოს მოგება იბეგრება 15%-იანი განაკვეთით. აქედან გამომდინარე, მოგების გადასახადის ხარჯი შეადგენს 1.409 (9.390 X 15%) ლარს, ხოლო წმინდა  მოგება _ 7.981 ლარს. შესაბამისად, მთავარ სარეგისტრაციო ჟურნალში აისახება კორექტირებადი გატარებები:

 

       .. "ელ&ელ"

      მთავარი ჟურნალი    

თარიღი

2008 .

ანგარიშების დასახელება

აღნიშვნა

გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

დეკემბ

31

მოგების გადასახადის ხარჯი 

9210

1409

 

 

 

   მოგების გადასახადი 

3310

 

1409

 

31

საანგარიშგებო პერიოდის მოგება

5330

1409

 

 

 

მოგების გადასახადის ხარჯი 

9210

 

1409

 

ხოლო ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ შემდეგი სახით წარმოგვიდგება:

.. "ელ&ელ"

ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ

2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის

 

 

ლარი

შემოსავლები

29600

არჯები

20210

საერთო მოგება

9390

მოგების გადასახადი

1409

წმინდა მოგება

7981

მოგება ერთ აქციაზე                        

0,80

  

ანგარიშგება გაუნაწილებელი მოგების შესახებ ასახავს, როგორც საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგებას, ასევე, მის განაწილებას _ დივიდენდებს.

დავუშვათ, .. "ელ&ელ"-მა გამოაცხადა და გასცა დივიდენდები 7.000 ლარის ოდენობით. ანგარიშგება გაუნაწილებელი მოგების შესახებ შემდეგი სახით შესდგება:

   .. "ელ&ელ"

ანგარიშგება გაუნაწილებელი მოგების შესახებ

2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის

გაუნაწილებელი მოგება 2008 . 1. 01.

0

2008 წლის წმინდა მოგება

7981

სულ ჯამი

7981

ინუს: დივიდენდები                                       

7000

გაუნაწილებელი მოგება 2008.31.12.     

981

 

მოგების გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით, .. "ელ&ელ"-ის მიმდინარე ვალდებულბები, წინა შემთხვევასთან შედარებით გაიზრდება 1.409 ლარით. აგრეთვე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსხვავებულად აისახება საკუთარი კაპიტალი. რაც შეეხება აქტივებს, იგი არ შეიცვლება. მაშასადამე, .. "ელ&ელ"_ის ბალანსი შემდეგ სახეს მიიღებს:

... "ელ&ელ"

ბალანსი

2008 წლის 31 დეკემბრისათვის

 

აქტივები

2008 .

2008 .

მოკლევადიანი აქტივები

 

 

ფულადი საშუალებები

25960

 

მოთხოვნები

9160

 

წინასწარ გაწეული ხარჯები

4900

 

არაგები

6010

 

სულ მოკლევადიანი აქტივები

 

46030

გრძელვადიანი აქტივები

 

 

ძირითადი საშუალებები

 

 

მიწა

30000

 

ანქანა-დანადგარები

18000

 

სულ ძირითადი საშუალებები

 

48000

ულ აქტივები

 

94030

ვალდებულებები და კაპიტალი

 

 

ვალდებულებები

მოკლევადიანი ვალდებულებები

 

 

ვალდებულებები მოწოდებით და მომსახურებით

11320

 

მიღებული ავანსები

80

 

გადასახდელი ხელფასი

3000

 

მოკლევადიანი სესხები                                  

2000

 

ადასახდელი პროცენტები

240

 

მოგების გადასახადი

1409

 

სულ მოკლევადიანი ვალდებულებები

 

18049

გრძელვადიანი ვალდებულებები

 

 

ასანაღდებელი თამასუქები

 

20000

სულ ვალდებულებები

 

38049

კაპიტალი

 

 

აქციონერული კაპიტალი

48000

 

აუნაწილებელი მოგება                                  

7981

 

ულ კაპიტალი

 

55981

ულ ვალდებულებები და კაპიტალი  

 

94030

სარჩევი