10.5. ფინანსური ანგარიშგების მომზადება სამუშაო ფურცლის საფუძველზე
სამუშაო ფურცლის სრულყოფილად მომზადება მნიშვნელოვნად ამარტივებს ფინანსური ანგარიშგების შედგენას. პირველ რიგში უნდა მომზადდეს ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ, შემდეგ ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის მოძრაობის შესახებ და ბოლოს, ბალანსი. ფინანსური ანგარიშგების მომზადების აღნიშნული თანმიმნდევრობა განპირობებულია იმით, რომ წმინდა მოგება, რომელიც მოგება/ზარალის ანგარიშგებაშია ასახული, საჭიროა საკუთარი კაპიტალის მოძრაობის შესახებ ანგარიშგების მოსამზადებლად, ხოლო კაპიტალის ანგარიშის სალდო, რომელიც კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგებაშია ასახული, აუცილებელია ბალანსის შესადგებად. მოგებისა და ზარალის შესახებ ანგარიშგების მოსამზადებლად სამუშაო ფურცლის გამოყენებისას, საჭიროა შესაბამისი მონაცემები მხოლოდ გადაიწეროს სამუშაო ფურცლიდან (სვ. 9_10), მოგებისა და ზარალის შესახებ ანგარიშგების ფორმატით. შემდეგ უნდა მომზადდეს ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის მოძრაობის შესახებ. ამისათვის საჭიროა სამუშაო ფურცლის "ბალანსი"-ს კრედიტის სვეტიდან გადატანილ იქნას საკუთარი კაპიტალის ამსახველი ანგარიშების საწყისი სალდო, მოგება/ზარალის ანგარიშგებიდან _ წმინდა მოგება, ხოლო "კაპიტალის ამოღება" სამუშაო ფურცლის ბალანსის დებეტის სვეტიდან. აღნიშნული მონაცემების მიხედვით განისაზღვრება საკუთარი კაპიტალის საბოლოო სალდო შემდეგი გაანგარიშებით: საწყის ნაშთს დამატებული საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგება და გამოკლებული კაპიტალის ამოღება. ბალანსის მოსამზადებლად სამუშაო ფურცლის "ბალანსი"-ს დებეტისა და კრედიტის სვეტებიდან (სვ. 11_12) ბალანსის ფორმატზე გადაიტანება ყველა მონაცემი "საკუთარი კაპიტალისა" და "კაპიტალის ამოღების" გარდა. საკუთარი კაპიტალი ბალანსში გადაიტანება "ანგარიშგებიდან საკუთარი კაპიტალის მოძრაობის შესახებ". საყურადღებოა ის, რომ სამუშაო ფურცელში საკუთარი კაპიტალის ანგარიშების სტრიქონებზე ასახული სალდო საანგარიშგებო პერიოდის საწყისი სალდოა. ბალანსში საკუთარი კაპიტალი უნდა ასახავდეს მის სალდოს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს და იგი უნდა ემთხვეოდეს მთავარი წიგნის (რეგისტრის) საკუთარი კაპიტალის ანგარიშების სალდოებს, ანგარიშების კორექტირებებისა და დახურვების გადატანის შემდეგ. შ.პ.ს. "ელ&ელ" ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ 2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის
შ.პ.ს. "ელ&ელ" ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის მოძრაობის შესახებ 2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის
შ.პ.ს. "ელ&ელ" ბალანსი 2008 წლის 31 დეკემბრისათვის
|