სარჩევი

 10.2.4. გაწეული, მაგრამ აღურიცხავი ხარჯები

 

საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემოსავლების მსგავსად, რომელიც შეიძლება გამომუშავებელი, მაგრამ შემოსავლად აუღიარებელი იყოს, იმის გამო, რომ საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღე არ დაემთხვა მიწოდების ანგარიშ_ფაქტურის გამოწერისა და კლიენტისათვის გაგზავნის თარიღს, ხარჯებიც შეიძლება იყოს უკვე გაწეული, მაგრამ ხარჯად ჯერ კიდევ აუღიარებელი. ამის ტიპიური მაგალითია ჯერ კიდევ გაუანგარიშებელი და გადაუხდელი ხელფასი, პროცენტები კრედიტით სარგებლობისათვის და სხვა.

      საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს გაანგარიშებულ უნდა იქნას ხელფასი, რომელიც უკვე გამოიმუშავა საწარმოს პერსონალმა ხელფასის უკანასკნელი გადახდის თარიღიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლომდე და შესდგეს კორექტირებადი გატარება, რომელიც დააფიქსირებს ჯერ კიდევ გადაუხდელ, მაგრამ საანგარიშგებო პერიოდის ხარჯად აღიარებულ ხელფასს.

 

მაგალითი:

... "ელ&ელ"-ის პერსონალი ხელფასს ღებულობს კვირაში 1.000 ლარს, ყოველი კვირის ბოლო დღეს პარასკევს. მიმდინარე საანგარიშგებო წლის ბოლო დღე, 31 დეკემბერი, ოთხშაბათია. . . დეკემბრის თვის ბოლო სამი დღის ხელფასი ბუღალრტულ აღრიცხვაში ასახული არ არის. 31 დეკემბერს შესდგება კორექტირებადი გატარება 600 . (1000 X 3/5 = 600), რომელიც მთავარ ჟურნალში შემდეგნაირად აისახება:

 

 

... "ელ&ელ"

             მთავარი ჟურნალი              . 12

თარიღი

2008 .

ანგარიშების დასახელება

აღნიშვნა

გადატანაზე

დებეტი

კრედიტი

დეკემბ

31

ხელფასის ხარჯი

7410

600

 

 

 

   გადასახდელი ხელფასი

3130

 

600

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       ხელფასის ხარჯი          ანგარიში 7410

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

დეკემბ.

31

გადასახდელი ხელფასი

. 12

600

 

600

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       გადასახდელი ხელფასი    ანგარიში 3130

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

დეკემბ.

31

ხელფასის ხარჯი

. 12

 

600

600

 

 

 

 

 

 

 

 

 აღნიშნული კორექტირებადი გატარებით დაფიქსირდება, რომ საწარმოს პერსონალს ერგება დეკემბრის თვის სამი დღის ხელფასი, რომელიც საწარმოს ვალდებულებაა მათ წინაშე. მთავარ ჟურნალში რეგისტრირებული კორექტირებადი გატარების მთავარ წიგნში (რეგისტრში) გადატანის შემდეგ, ხელფასის ხარჯის ანგარიში სწორად ასახავს საანგარიშგებო პერიოდის რეალურ ხარჯს.

ამ ტიპის კორექტირებადი გატარების სხვა შემთხვევა შეიძლება დაკავშირებული იყოს პროცენტებთან. პროცენტები მომსახურების თავისებური ანაზღაურებაა, რომელსაც კრედიტორი უწევს მოვალეს, საჭიროების შემთხვევაში დროებითი სარგებლობისათვის თანხის მიცემით. პროცენტის თანხა იზრდება დროის გასვლასთან ერთად, შესაბამისად, თუ საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღე არ დაემთხვევა პროცენტების გადახდის თარიღს, მოვალეს გაუჩნდება უკვე არსებული, მაგრამ ჯერ გადაუხდელი ხარჯი, რომელიც მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდს ეკუთვნის. ამ უკვე არსებული, მაგრამ გადაუხდელი ხარჯის აღსარიცხავად კეთდება კორექტირებადი გატარება.

დავუშვათ, ... "ელ&ელ"-მა 2006 წლის 1 ნოემბერს აიღო სესხი 2.000 ლარი 6 თვის ვადით, წლიური 12%-იანი განაკვეთით, ძირითადი თანხა და პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს 2007 წლის 1 მაისს. 2006 წლის 31 დეკემბერისათვის ... "ელ&ელ"-ის საპროცენტო ხარჯი შეადგენს 40 ლარს (2000 X 12% X 2.12 = 40). მაშასადამე, 40 ლარი არის 2006 წლის საპროცენტო ხარჯი, რომელიც ბუღალტრულ აღრიცხვაში ჯერ არ არის ასახული. შესაბამისად, საპროცენტო ხარჯის აღიარებისათვის უნდა შესდგეს კორექტირებადი ჩანაწერი:

...  "ელ&ელ"

                    მთავარი ჟურნალი                                 . 13

თარიღი

2008 .

ანგარიშის დასახელება

აღნიშვნა გადატან.

დებეტი

კრედიტი

ნოემბ.

1

ეროვ.ვალუტა რეზიდენტ ბანკში

1210

2000

 

 

 

    მოკლევადიანი სესხი

3210

 

2000

დეკემბ.

31

საპროცენტო ხარჯი

8210

40

 

 

 

     გადასახდელი პროცენტები

3410

 

40

 

 

 

 

 

 

 

აღნიშნული კორექტირებადი გატარებით ფიქსირდება ფაქტიურად გაწეული, მაგრამ აქამდე აღურიცხავი საპროცენტო ხარჯი და ფირმის ვალდებულება პროცენტის გადახდის შესახებ. მთავარ წიგნში ინფორმაციის გადატანის შემდეგ, საპროცენტო ხარჯის ანგარიში უკვე სწორად ასახავს 2006 წლის პროცენტის დაგროვილ ხარჯს.

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში       ანგარიში 1210

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ნოემბ.

1

მოკლევადიანი სესხი

. 13

 

2000

2000

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       მოკლევადიანი სესხი           ანგარიში 3210

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

ნოემბ.

1

ფული საბანკო ანგარიშზე

. 13

 

2000

2000

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       საპროცენტო  ხარჯი          ანგარიში 8210

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

დეკემბ.

31

გადასახდელი პროცენტები

. 13

40

 

40

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი წიგნი (რეგისტრი)

       გადასახდელი ხელფასი    ანგარიში 3130

თარიღი

2008 .

შინაარსი

მინიშნება

დებეტი

კრედიტი

სალდო

დეკემბ.

31

საპროცენტო ხარჯი

. 13

 

40

40

 

 

 

 

 

 

 

 სარჩევი