10.2.3. გამომუშავებული, მაგრამ აღურიცხავი შემოსავალი
ხშირია შემთხვევა, როდესაც საწარმო თავის პროდუქციას (სამუშაოებს, მომსახურებას) კლიენტს კრედიტით (შემდგომი გადახდის პირობით, განვადებით) მიჰყიდის. ოპერაციის მოხდენის, ე.ი. პროდუქციის (საქონლის, მომსახურების) მიწოდების მომენტში ფიქსირდება გამომუშავებული, მაგრამ ჯერ კიდევ მიუღებელი შემოსავალი; ე.ი. წარმოიქმნება აქტივი _ მოთხოვნები მიწოდებით ანუ დებიტორული დავალიანებები. მაგალითი: შ.პ.ს. "ელ&ელ" თავის კლიენტებს ყოველდღიურად აწვდის პროდუქციას კრედიტით (შემდგომი გადახდის პირობით) და კვირაში ერთხელ წარუდგენს ანგარიშ-ფაქტურას გასანაღდებლად. 2008 წლის 15 ნოემბერს კლიენტს წარედგინა ანგარიშ-ფაქტურა #20, თანხით 490 ლ. ეს ოპერაცია მთავარ ჟურნალში შემდეგნაირად აისახება:
შ.პ.ს. "ელ&ელ" მთავარი ჟურნალი ჟ. 10
მთავარი წიგნი (რეგისტრი) მოთხოვნები მიწოდებით ანგარიში 1410
მთავარი წიგნი (რეგისტრი) შემოსავალი რეალიზაციიდან ანგარიში 6110
საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდა, რომ კლიენტს მიეწოდა პროდუქცია 300 ლ., რომელზეც ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი და წარდგენილი არ არის. ე. ი. ეს არის გამომუშავებული შემოსავალი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აღიარებული შემოსავლად. საწარმოს ანგარიშებში საანგარიშგებო პერიოდის მთელი შემოსავლის სწორად და სრულად ასახვის მიზნით, უნდა შესდგეს კორექტირებადი გატარება:
შ.პ.ს. "ელ&ელ" მთავარი ჟურნალი ჟ. 11
მთავარი წიგნი (რეგისტრი) მოთხოვნები მიწოდებით ანგარიში 1410
მთავარი წიგნი (რეგისტრი) შემოსავალი რეალიზაციიდან ანგარიში 6110
მთავარ ჟურნალში შემოსავლის აღიარების შესახებ კორექტირებადი გატარების რეგისტრაციისათვის აუცილებელი არ არის დაუყოვნებლივ გამოიწეროს და კლიენტს გაეგზავნოს შესაბამისი ანგარიშ_ფაქტურა. ეს შეიძლება მოგვიანებითაც გაკეთდეს.
|