სარჩევი

1.5.    სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

      სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები ქვეყნის კანონმდებლობით განისაზღვრება და ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახისაა.

საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ" (28.10.1994 .) განსაზღვრავს საწარმოთა შემდეგი სახის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს: ინდივიდუალური საწარმო;

  1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (...);
  2. კომანდიტური საზოგადოება (..);
  3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (...);
  4. სააქციო საზოგადოება (..);
  5. კოოპერატივი.

      ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი, არის ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელია სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე. სამართლებრივ ურთიერთობებში იგი გამოდის თავისი სახელით.

      სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება  არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე ფიზიკური პირი ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას და პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები - უშუალოდ, პირდაპირ მთელ ვალდებულებებზე შეუზღუდავად, მთელი თავისი ქონებით.

      კომანდიტური საზოგადოება  არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას და ერთი ან რამდენიმე პირის პასუხისმგებლობა საზოგადოების კრედიტორების წინაშე განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება. ამ პირებს კომანდიტები ეწოდება, ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის და მათ კომპლემენტარებს უწოდებენ. (კომპლემენტარები მხოლოდ ფიზიკური პირები არიან). კომანდიტების საგარანტიო თანხა განისაზღვრება წესდებით.

      შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების ქონებით, ხოლო თითოეული პარტნიორის პასუხისმგებლობა - საწესდებო კაპიტალში მისი წილით. საზოგადოების საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 200 ლარია, შენატანის ოდენობა თითოეული პარტნიორისათვის შეიძლება განსხვავებულად განისაზღვროს, მაგრამ იგი ათზე უნაშთოდ უნდა იყოფოდეს.

      სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის საწესდებო კაპიტალი დაყოფილია ერთი და იმავე ნომინალური ღირებულების მქონე აქციებად. აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა თხუთმეტი ათას ლარს. აქციის ნომინალური ღირებულება უნდა იყოს ერთი ლარი ან მისი მრავალჯერადი.

      ოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული საზოგადოება, რომელიც შემოსავლის მიღებისა და წევრთა მეურნეობის განვითარების მიზნით არის შექმნილი. კოოპერატივის მიზანია მისი წევრების ინტერესთა დაკმაყოფილება და არა უპირატესად მოგების მიღება. კოოპერატივის კაპიტალი იქმნება მისი წევრების საპაიო შენატანების საფუძველზე. საპაიო შენატანების ოდენობას განსაზღვრავს კოოპერატივის წესდება. კოოპერატივის თითოეულ წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პაი. თითოეული პაი უნაშთოდ უნდა იყოფოდეს 5-ზე. კოოპერატივი კრედიტორების წინაშე თავის ვალდებულებებზე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.

      სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, კომანდიტური საზოგადოებები, შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებები, კოოპერატივები  წარმოადგენენ იურიდიულ პირებს. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს, როგორც ფიზიკური პირი.

      ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოება ყველა ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის საწარმოების მიერ, როგორც იურიდიული პირების, ისე მეწარმე ფიზიკური პირების მიერ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბუღალტრული აღრიცხვისათვის საწარმო სრულიად განსხვავებულ ერთეულს _ ,,ობიექტს წარმოადგენს. როგორც წესი, ფინანსური ანგარიშგება მხოლოდ საწარმოსათვის მზადდება. მასში საწარმოს მფლობელთა პირადი ფინანსური საქმიანობა არ აისახება. მაგალითად, თუ მეწარმეს ბანკში გახსნილი აქვს პირადი ანგარიში, გააჩნია ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება, ავტომანქანა და აგრეთვე არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს (...) მფლობელი, ფინანსური ანგარიშგება უნდა მოამზადოს მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოსათვის და ცხადია, მასში არ აისახება მის პირად საკუთრებაში არსებული სხვა ქონება. .. ბუღალტრული აღრიცხვის საგანია საწარმო. ასევე, ბუღალტრული აღრიცხვის საგანი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაწესებულებები, ორგანიზაციები, გაერთიანებები და . .

მაშასადამე ბიზნესის ორგანიზება სხვადასხვაგვარად შეიძლება. უმარტივესი ფორმის დროს საწარმო ერთი პირის საკუთრებას წარმოადგენს და მის მიერვე იმართება. უფრო რთულ ფორმად ითვლება, როდესაც საწარმო რამდენიმე პირის საკუთრებას წარმოადგენს და ისინი ერთობლივად მართავენ მას. რაც შეეხება სააქციო საზოგადოებებს (კომპანიებს) ისინი მფლობელთა წილობრივი მონაწილეობის შედეგად იქმნება და წილის თითოეული მფლობელი აქციონერად იწოდება. აქციონერები მართალია კომპანიის მფლობელები არიან, მაგრამ მის მართვას დანიშნული დირექტორები ანხორციელებენ. P        

 სარჩევი