თავი 2. მართვის ელემენტები
2.2 მონაცემების შეტანის კონტროლის მართვის ელემენტები
მართვის ელემენტი <asp:CustomValidation  
<asp:CustomValidation-ით მოწმდება მართვის ელემენტში ჩაწერილი მონაცემის მნიშვნელობის სისწორე სპეციალურად შემუშავებული ფუნქციით. მართვის ელემენტის სპეციფიკური პარამეტრები შემდეგია:
       თვისება – ClientValidationFunction. 
       მოვლენა – OnServerValidate.
მაგალითი
დავუშვათ, TextBox-ში ჩაწერილი რიცხვი შედგენილი რიცხვი უნდა იყოს. ეს მოწმდება სერვერზე ფუნქციით ServerValidate.   
htmel კოდი შემდეგია:
<asp:CustomValidator ID="CustomValidator1" runat="server"
        ControlToValidate="TextBox1"
         OnServerValidate ="ServerValidate"
        Display ="Dynamic" 
        ErrorMessage="Secdoma!" Height="32px" Style="border-right: 1px solid;
            border-top: 1px solid; font-size: 10pt; border-left: 1px solid; border-bottom: 1px solid;
            font-style: italic; font-family: AcadNusx; background-color: #ccffff" Width="144px" 
ForeColor="ControlText"></asp:CustomValidator>
ფუნქცია ServerValidate შემდეგია:
    Protected Sub ServerValidate(ByVal source As Object, ByVal args As System.Web.UI.WebControls.ServerValidateEventArgs) Handles CustomValidator1.ServerValidate
        Dim binvalid As Boolean = True
        Try
        Dim intNumber As Integer = args.Value
            If intNumber Mod 2 = 1 Then
      Dim intdivisor As Integer = intNumber/3
                If intdivisor > 2 Then
                    Dim intloop As Integer
          For intloop = 3 To intdivisor Step 2
          If intNumber Mod intdivisor = 0 Then
                            binvalid = False
                            Exit For
                        End If: Next:Else:binvalid = False:End If
            Else
                binvalid = False
            End If
        Catch objerror As Exception
            binvalid = False
        Finally
            args.IsValid = binvalid
        End Try
End Sub
სურ. 2.12-ზე ნაჩვენებია მართვის ელემენტი <asp:CustomValidator დაპროექტების რეჟიმში, ხოლო სურ. 2.13-ზე – ფორმის გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება

სურ. 2.12. მართვის ელემენტი <asp:CustomValidator დაპროექების რეჟიმში
სურ. 2.13. სერვერზე გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება

მართვის ელემენტი <asp:ValidationSummary  
<asp:ValidationSummary-თ გამოიტანება შეტყობინებები შეცდომების შესახებ. შეტყობინებების სია სისტემის მიერ ავტომატურად ფორმირდება მართვის ამ ელემენტის მეშვეობით. მართვის ელემენტის სპეციფიკური პარამეტრები შემდეგია:
       თვისება – DisplayMode, ShowHeaderText, ShowMessageBox, ShowSummary.
       მოვლენა – არ აქვს.
მაგალითი
htmel კოდი შემდეგია:
<asp:CustomValidator ID="CustomValidator1" runat="server"
        ControlToValidate="TextBox1"
         OnServerValidate ="ServerValidate"
        Display ="None" 
     ErrorMessage="Secdoma!" Height="32px" Style="border-right: 1px solid;
  border-top: 1px solid; font-size: 10pt; border-left: 1px solid; border-bottom: 1px solid;
  font-style: italic; font-family: AcadNusx; background-color: #ccffff" Width="144px"           ForeColor="ControlText"></asp:CustomValidator><br />
        <asp:ValidationSummary ID="ValidationSummary1" runat="server" 
  HeaderText ="informacia Secdomebis Sesaxeb"
          ShowSummary ="true" 
           DisplayMode ="List" 
  Style="border-right: 1pt solid;
  border-top: 1pt solid; font-size: 10pt; border-left: 1pt solid; border-bottom: 1pt solid;
 font-style: italic; font-family: AcadNusx" />
DisplayMode-ს მნიშვნელობებით: List, BulletList, SingleParagraph ვაყენებთ შეტყობინების გამოსახვის ფორმას, შეტყობინების ტექსტის ფერს კი – თვისებით ForeColor.
თუ თვისება ShowMessageBox არის True, მაშინ კლიენტის მხარეს შეტყობინება გამოდის დიალოგური ფანჯრით, რომელშიც გამოსახულია გაფრთხილების ნიშანი.
სურ. 2.14-ზე ნაჩვენებია მართვის ელემენტი CompareValidator დაპროექტების რეჟიმში, ხოლო სურ. 2.15-ზე – ფორმის გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება. 

სურ. 2.14. მართვის ელემენტი CompareValidator დაპროექტების რეჟიმში
სურ. 2.15. სერვერზე გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება.