თავი 2. მართვის ელემენტები
2.2 მონაცემების შეტანის კონტროლის მართვის ელემენტები
მართვის ელემენტი <asp:CompareValidation
<asp:CompareValidation-ით მოწმდება მონაცემის ტიპი და მართვის ერთ ელემენტში ჩაწერილი მონაცემის მნიშვნელობის ტოლობა მართვის მეორე ელემენტში ჩაწერილ მნიშვნელობასთან ან წინასწარ მითითებულ მნიშვნელობასთან. მართვის ელემენტის სპეციფიკური პარამეტრები შემდეგია:
- თვისება – ControlCompare, Operator, Type, ValueToCompare;
- მოვლენა – არ აქვს.
მაგალითი
დავუშვათ, ფორმაზე დატანილია მართვის ელემენტი TextBox და სერვერზე გაგზავნამდე მოწმდება მასში მონაცემის ტიპი და მნიშვნელობა, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს ჩვენ მიერ მითითებულ საზღვრებში.
დაიტანეთ ამავე ფორმაზე მართვის ელემენტი <asp: CompareValidation. გააფორმეთ იგი შესაბამისი სტილით, მიუთითეთ შეცდომის შემთხვევაში გამოსატანი შეტყობინება. მიუთითეთ ის მართვის ელემენტი, რომელშიც ამოწმებთ მონაცემების ჩაწერის აუცილებლობას. მიუთითეთ, მართვის რომელ ელემენტთან ჩაწერილ მნიშვნელობასთან ან წინასწარ მითითებულ მნიშვნელობასთან აკეთებთ შედარებას. ჩვენს მაგალითში მითითებულია, რომ ველში ჩაწერილი მნიშვნელობა 16-ის ტოლი უნდა იყოს.
htmel კოდი შემდეგია:
<asp:CompareValidator ID="CompareValidator1" runat="server"
ControlToValidate = "TextBox1"‘ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ რედაქტორის დახმარებით
ValueToCompare ="16" ‘ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ რედაქტორის დახმარებით
Operator ="Equal"‘ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ რედაქტორის დახმარებით
Display ="Dynamic" ‘ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ
რედაქტორის დახმარებით
ErrorMessage="Secdoma! unda CaweroT 16" ‘ტექსტი ჩაწერილია ჩვენ მიერ
Height="56px" Style="border-right: 2pt solid; border-top: 2pt solid; font-size: 10pt;
border-left: 2pt solid; border-bottom: 2pt solid; font-style: italic; font-family: AcadNusx, Monospace; background-color: #ffff66" Width="208px"></asp:CompareValidator>
სურ. 2.8-ზე ნაჩვენებია მართვის ელემენტი CompareValidator დაპროექტების რეჟიმში, ხოლო სურ. 2.9-ზე – ფორმის სერვერზე გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება.