თავი 2. მართვის ელემენტები
2.4. Web ფორმის ASP.NET მართვის ელემენტების მოვლენები Click და Change
მოვლენა Change წარმოიქმნება ტექსტური მართვის ელემენტში მონაცემების რედაქტირების და Tab კლავიშზე დაჭერის შემდეგ ან თაგუნას მართვის სხვა ელემენტზე დაწკაპუნებისას. მოვლენა Click წარმოიქმნება ღილაკზე დაწკაპუნებისას.
დაიტანეთ ფორმაზე TextBox, Button, ImageButton,
CheckBox, Panel.
მათი html კოდი შემდეგია:
<asp:TextBox ID="TextBox1"
OnTextChanged="testi" AutoPostBack ="true"
runat="server"></asp:TextBox>

<asp:CheckBox ID="CheckBox1" runat="server"
AutoPostBack="true"
OnCheckedChanged="testi" style="font-family: AcadNusx" BackColor="Silver" Font-Size="Small" Text="gagzavna" />

<asp:Button ID="Button1" runat="server"
OnClick="testi1"
Text="gagzavna" style="font-size: 10pt; font-family: AcadNusx" BackColor="Silver" />

<asp:ImageButton ID="ImageButton1"
ImageUrl ="~/mtawmind.GIF"
OnClick="testi2"
runat="server" Height="24px" Width="88px" />

<asp:Panel ID="Panel1"
EnableViewState ="false"
runat="server" Height="50px" Width="125px">
</asp:Panel>
მოდულში ჩავწეროთ პროგრამები:
Sub testi(ByVal sender As Object, ByVal e As System.EventArgs)
Me.Panel1.ID = "gaigzavna"
End Sub
Sub testi1(ByVal sender As Object, ByVal e As System.EventArgs)
Me.Panel1.ID = "gaigzavna"
End Sub
Sub testi2(ByVal objsen As Object, ByVal obja As System.Web.UI.ImageClickEventArgs)
Me.Panel1.ID = "gaigzavna"
End Sub
ტექსტურ ველში ინფორმაციის ჩაწერისა და Tab ღილაკზე დაჭერის ან თაგუნას მაჩვენებლის მართვის სხვა ელემენტზე დაწკაპუნების შემდეგ (ღილაკზე ან გადამრთველზე) ფორმა გაიგზავნება სერვერზე. ამავე დროს დაიწერება ტექსტი გაგზავნის დადასტურების შესახებ, კერძოდ, სიტყვა „გაიგზავნა”.