თავი 3. მართვის ელემენტის დაპროექტება ფორმაზე. ინტერაქტიული Web-გვერდის შექმნა
- დააჭირეთ ღილაკს Toolboox. გამოვა ფანჯარა სისტემაში არსებული და ინსტრუმენტულ პანელზე Toolboox დატანილი მართვის ელემენტებით. ფორმაზე (გვერდზე) კურსორი დააყენეთ იქ, სადაც გსურთ მართვის ელემენტის დატანა. ინსტრუმენტულ პანელზე Toolboox მონიშნეთ შესაბამისი მართვის ელემენტი და მასზედ ორჯერ დააწკაპუნეთ. სურ. 3.1-ზე ნაჩვენებია ჩვენ მიერ დატანილი მართვის ელემენტები Label, TextBox და DataGrid
სურ. 3.1 ფორმაზე დატანილი მართვის ელემენტები: Label. TextBox და DataGrid დაპროექტების რეჟიმში
სურ. 3.1-ზე ნაჩვენებია ფორმაზე დატანილი მართვის ელემენტები რედაქტირების გარეშე. მონიშნულია მართვის ელემენტი DataGrid.
მართვის ელემენტს პარამეტრები მიეცეს მართვის ელემენტის თვისებების პანელის Properties საშუალებით, რომელიც გამოვა მონიშნულ მართვის ელემენტზე თაგუნას მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით.
მრავალფეროვანი სტილის მიცემა შეიძლება დიალოგური ფანჯრის Style Builder-ის საშუალებით. ეს ფანჯარა გამოვა შემდეგნაირად: მონიშნეთ მართვის ელემენტი და დააჭირეთ თაგუნას მარჯვენა ღილაკს თითი. კონტექსურ მენიუში მონიშნეთ სტრიქონი Style/სურ. 3.2/.
სურ. 3.2 დიალოგური ფანჯარა Style Builder
სურ. 3.3-ზე ნაჩვენებია მართვის ელემენტები Label, Button და TextBox ახალი, ჩვენ მიერ მიცემული თვისებებით.