თავი 2. მართვის ელემენტები
    
     ASP.NET-ში გამოყენებული მართვის ელემენტები შეიძლება 5 ჯგუფად დაიყოს/სურ. 2.1/:

 სურ. 2.1. ASP.NET-ში არსებული მართვის ელემენტები

2.1. HTML მართვის ელემენტები
 
მართვის ელემენტი HtmlImage
მართვის ელემენტით სერვერზე არსებული გრაფიკული ინფორმაციის *.Gig ფაილის გამოტანა ხორციელდება სისტემის მიერ გენერირებული html კოდით:
<img id="IMG1" runat="server" src="SAMOTXE.GIF"/>’დისკზე არსებული გრაფიკული ფაილის მისამართი

მართვის ელემენტი HtmlButton
მართვის ამ ელემენტის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ Internet Explorer-ის შემთხვევაში. სხვა ბროუზერები მას ვერ გამოიცნობენ. მართვის ელემენტზე შეიძლება ერთდროულად მოთავსდეს გრაფიკული გამოსახულება და ტექსტი. მართვის ელემენტზე დაწკაპუნებისას მიიღწევა ანიმაციური ეფექტი.
htmel კოდი შემდეგია:
<input id="Button1" type="button" value="w   i   n" style="background-position: center center;
        font-size: 12pt; border-left-color: #ff6633; background-image: url(SAMOTXE.GIF); 
        border-bottom-color: #ff6633; margin: 2pt; vertical-align: middle; direction: ltr; 
        border-top-style: outset; border-top-color: #ff6633; line-height: normal; background-repeat: 
        repeat; font-style: italic; font-family: AcadNusx, Monospace; border-right-style: outset; 
        border-left-style: outset; letter-spacing: normal; background-color: #ffff66; 
        text-align: center; border-right-color: #ff6633; border-bottom-style: outset; 
        font-weight: bold;" runat="server" />
 
მართვის ელემენტები Htmltext, HtmlPassword
მართვის ეს ელემენტები ჩვეულებრივი TextBox-ის ტიპის მართვის ელემენტებია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ პირველში ჩაწერილი ინფორმაცია სისტემის მიერ აღიქმება ტექსტურ ტიპად. ეს ორი მართვის ელემენტი ძირითადად ერთად გამოიყენება, კერძოდ,  Htmltext-ში იწერება მომხმარებლის სახელი, ხოლო HtmlPassword –  პაროლი.
htmel kodi Semdegia:
<input id="Password1" type="password" />
<input id="Text1" type="text" />

მართვის ელემენტი HtmlInputButton
ეს არის მართვის ელემენტების ერთობლიობა, რომელიც შედგება მართვის ორი ელემენტისგან Reset da Sumbit. Reset-ით ხორციელდება ფორმაზე არსებული ინფორმაციის განახლება, ხოლო Sumbit-ით ფორმის გაგზავნა სერვერზე
htmel კოდი შემდეგია: 
<input id="Reset1" type="reset" value="reset" />
<input id="Submit1" type="submit" value= "submit" />

მართვის ელემენტი HtmlnputFile
 
HtmlnputFile ორი ობიექტის ერთობლიობის: ღილაკისა და ტექსტური ველისგან შედგება. ღილაკით Browse იძებნება ფაილი, რომლის ასლის აღებაც გვსურს, მოძებნის ველში  იწერება მოძებნილი ფაილის სრული მისამართი.
htmel კოდი შემდეგია:
<input id="File1" type="file" />

მართვის ელემენტები HtmlRadioButtin, HtmlCheckBox 

გამოიყენება გადამრთველების დასაპროექტებლად.
htmel კოდი შემდეგია:
<input id="Checkbox1" />
<input id="Radio1"/>