შესავალი
    
     2003 წელს Microsoft-ის ფირმამ ფაქტობრივად გამოუშვა სრულად ახალი პროგრამული სისტემის საცდელი ვარიანტი, რომელშიც რეალიზებულია ინტერაქტიული ვებ-გვერდების შექმნის და რეალიზაციის ახალი, არსებულისგან პრინციპულად განსხვავებული ტექნოლოგია. 2005 წელს მოხდა დახვეწილი პროგრამული პროდუქტის ტირაჟირება სახელწოდებით Visual Studio 2005, ხოლო 2008 წლის დასაწყისში გამოვიდა შემდეგი სრულყოფილი ვერსია Visual Studio 2008. აქ რეალიზებულია გლობალურ ქსელებში მონაცემების ბაზებთან მუშაობის ახალი - ASP.NET ტექნოლოგია. 
დღეისთვის ამ პრობლების მიმართ გამოცემულია ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე საკმაო რაოდენობის ლიტერატურა დაწყებული ზოგადი თეორიული საკითხების განხილვით და დამთავრებული კონკრეტული რეალიზაციების ილუსტრირებით. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ASP.NET ტექნოლოგიის არსი, იდეოლოგია, რეალიზაციის ხერხები და საშუალებები. ნაშრომში განხილული საკითხების ათვისების შემდეგ მკითხველს შეუძლია შექმნას ინტერაქტიული ვებ-გვერდი. სრულფასოვანი საითის შესაქმნელად მას დამატებითი ცოდნის მიღება სჭირდება.