ანოტაცია
ნაშრომში განხილულია SQL-ის ინსტრუქციები, მათი სტრუქტურა, შინაარსი, გამოყენების ტექნიკა, ტექნოლოგია Access 2007-ში. ნებისმიერი საკითხი ილუსტრირებულია მაგალითებით, ამოცანებით. ნებისმიერ ამოცანაში ნაჩვენებია  პარამეტრების გამოყენებით ინსტრუქციის ჩაწერის სინტაქსი. წიგნში წარმოდგენილი მასალა შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ სამრეწველო დანიშნულების კლიენტ-სერვერულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული პროდუქტი. 
წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისათვის, ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისათვის, დოქტორანტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის, რომლებიც ფლობენ: დაპროგრამების VBA ენას,  Access 2007-ს.


რედაქტორი ტექ. მეცნ. დოქტორი             მანანა ხაჩიძე 

რეცენზენტები: ტექ. მეცნ. დოქტ.             მორის ჯიბუტი                                                              
                     ეკ. მეცნ. დოქტ.               ვაჟა გოგიჩაიშვილი 

@ თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009