შესავალი
1970 წელს ე.ფ. კოდის მიერ რელაციური ბაზის მოდელის წარმოდგენის შემდეგ ინტესიურად იქნა დაწყებული მუშაობა ისეთი ენის შესამუშავებელად, რომელიც უზრუნველყოფდა მონაცემების ბაზებთან ურთიერთობას. კველევების შედეგად 70-იანი წლებში შემუშავებულ იქნა SQL ენა– Structured Query Language. SQL ენის შექმნის ამოსავალ პუნქტად თვლიან SQURE ენას, რომელიც 1975წ. შემუშავდა სამეცნიერო-კლევითი მიზნებისთვის რელაციური ალგებრის ამოცანების ამოსახსნელად. ენის წინადადებები მაქსიმალურად მიახლოებული იყო ინგლისურ სალაპარაკო ენასთან/1/. 1981წ. IBM-ის ფირმამ წარმოადგინა მონაცემების მართვის საკუთარი სისტემა SQL/Data System(SQL/DS). 1982წ. დაწყებულ იქნა ამ სისტემის ტირაჟირება, ხოლო 1983წ. წარმოდგენილ იქნა მისი ახალი ვერსია VM/CMS სისტემისთვის. 1986წ. მიღებულ იქნა სტანდარტი სახელწოდებით ”ANSI X3.135-2986-მონაცემების ბაზის ენა SQL”. იგი ცნობილი გახდა SQL/86-ის სახელწოდებით. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (International Organization for Standartization, ISO) 1987 წელს დამტკიცებულ იქნა დოკუმენტი ”ISO 9075-1987-მონაცემების ბაზის ენა SQL”, რომელიც ზუსტად შეესაბამება ANSI, SQL/86-ს. 1992 წელს შემუშავებულ იქნა ენის ახალი სტანდარტი. ამჟამად მონაცემების ბაზების მართვის არცერთ სისტემაში არ არის რეალიზებული SQL/92-ის მოთხოვნები. ამჟამად ფართოდ გამოიყენება ANSI/ISO SQL/92. არსებობს სხვა სტანდარტებიც, რომლებიც შეიცავენ SQL ენას. ესენია: X/Open, SAA, FIPS, ODBC.
1989წ. მონაცემების ბაზების მომწოდებელთა ჯგუფმა შექმნა SQL Access Group. 1992 წლიდან Microsoft-მა გამოაქვეყნა სტანდარტზე CL1-ზე დაფუძნებული ODBC სპეციფიკაცია. ამ მომენტიდან ODBC ფაქტობრივად გახდა მონაცემებთან შეღწევის საშუალება და SQL ენის მხარდამჭერი მონაცემების ბაზებში ერთობლივად გამოყენების საშუალება.
SQL-ის ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი რელაციური მონაცემების ბაზიდან მონაცემების ამოსარჩევად. SQL-ზე შესაძლებელია რთული შეკითხვების ფორმირება. გამოიყენება მრავალ განსხვავებულ მონაცემების ბაზების მართვის სისტემებში. Access 2007-ში SQL-ით მონაცემების ამორჩევის ტექნიკისა და ტექნოლოგიის ცოდნა საშუალებას იძლევა მარტივად გადავიდეთ SQL სერვერზე. ამ დროს საკმარისია გავეცნოდ Access 2007-ისა და SQL სერვერის დიალექტებს შორის სხვაობას.