TSU Online
Geo | Eng

A4 ფორმატი; 428 გვერდი
მაგარი ყდა; 4 X 0; ლამინირებული
1500 ეგზემპლარი

საქართველო XIII-XV საუკუნეებში


წყაროები

XIII-XV საუკუნეების საქართველოს შესახებ მრავალფეროვანი საისტორიო წყაროები მოგვეპოვება როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე. ქართული ნარატიული საისტორიო ძეგლებიდან, რომელიც XIII ს. ეხება, ყველაზე ადრეული ე.წ. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის თხზულებაა.
ქართლის ცხოვრების უძველეს ნუსხას, ანასეულ ქართლის ცხოვრებას, დართული აქვს მატიანური საისტორიო თხზულება, რომელიც მოკლედ მოგვითხრობს საქართველოს ოთხი მეფის - დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, თამარისა და ლაშა-გიორგის მეფობის შესახებ. ამ თხზულების ავტორი, სავარაუდოდ, ლაშა-გიორგის თანამედროვე უნდა იყოს, ამიტომ მას ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანეს უწოდებენ. ეს თხზულება დაწერილია ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ, მალევე. ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერი საკმაოდ შერყვნილია, ანდა გადამწერთა მიერ დამახინჯებული. ამის მიუხედავად, ამ მატიანეს უსათუოდ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც წინა პერიოდის, ისე ლაშა-გიორგის მეფობის დროინდელი მოვლენების შესწავლის საქმეში.
როგორც ი. ჯავახიშვილი შენიშნავდა, "მემატიანეს ცნობები, თუ მერმინდელ გადამწერთაგან დამახინჯებული არ არის ხოლმე, თითქმის ყოველთვის სხვა წყაროებითაც მტკიცდება. ხოლო ამასთანავე თუ გავიხსენებთ, რომ არა ერთი და ორი თარიღი მხოლოდ მას აქვს შენახული, მაშინ ადვილად წარმოვიდგენთ, რამდენად სასარგებლო საისტორიო წყაროდ უნდა ჩაითვალოს ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანეს თხზულება".
შემოგვიერთდი
გამომცემლობა ©2012

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბოლო განახლება: 03 ნოე 17 19:58| გვერდების ნახვა: 768,000
Design: Elene Shengelaia; Development: Giorgi Javrishvili Tea Kharitonashvili