6.1.3. Visual Studio 2005-ის გაშვება

·            მიეცით ბრძანება Start/Programs/Microsoft Visual Studio 2005/ Microsoft Visual Studio 2005. გამოვა  ფანჯარა /სურ. 6.3./;

 

 

სურ. 6.3. Visual Studio 2005-ის გაშვების შემდეგ მიღებული ფანჯარა

·            ფანჯარაში მიეცით ბრძანება File/New Web Site. გამოვა ფანჯარა Web-საითების შაბლონების ჩამონათვალით /სურ.6.4/.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სურ. 6.4. Web-საითების შაბლონების ჩამონათვალი

პერსონალურ Web-საითის შესაქმნელად მონიშნეთ იარლიყი Personal Web Site Starter kit. გამოვა Web-საითის პირველი გვერდის ნიმუში, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირველი გვერდის შესაქმნელად. ამავე ფანჯარაში, ველში Language მიეთითება დაპროგრამების ენა. მაგ., Visual Basis და საითის სახელი. Empty Web-ის მონიშვნით შეიქმნება საითის სახელი და ის ჩარჩოთი მოთავსდება ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში.

ASP.NET Web Site მონიშვნის შემთხვევაში გამოვა გვერდი წინასწარ დაპროექტებული ფორმით და საითის კონფიგურაციისთვის საჭირო ფაილით. ჩვენ ვქმნით ამ ტიპის Web-საითს.