Web-გვერდზე მართვის ელემენტების დატანა

·            თაგუნას  მაჩვენებელი დააყენეთ ჩვენ მიერ შექმნილ საითის გვერდის სახელზე და თითი დააჭირეთ თაგუნას  მარჯვენა ღილაკს. კონტექსტურ მენიუში მონიშნეთ სტრიქონი New ltem..../sur.6.5./

სურ. 6.5. მენიუ გვერდზე მართვის ელემენტების დასამატებლად

·            Add New ltem-ზე დაწკაპუნების შემდეგ გამოვა ფანჯარა, რომელშიც   ფორმის დასაპროექტებლად მონიშნეთ იარლიყი Web Form. ველში Name ჩაწერეთ ფორმის სახელი. მაგ., Forma1 და დააჭირეთ ღილაკს ADD. საითის  შაბლონად ASP.NET Web Site-ის გამოყენებისას ფორმა აღარ პროექტდება/სურ. 6.6/.

ფორმის დამატებისას შეიქმნება ცარიელი გვერდი, რომელზეც ფორმა არის დაპროექტებული. ეს იქიდან ჩანს, რომ გვერდის მარჯვენა მხარეს დაიწერა სია გვერდზე არსებული ობიექტებით. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ობიექტია –   ფორმა და ამიტომ წერია Forma1.aspx/სურ. 6.7/.

 სურ. 6.6. გვერდზე დასაპროექტებელი ელემენტების შაბლონების ჩამონათვალი

სურ. 6.7. გვერდზე დაპროექტებული ელემენტების ჩამონათვალი Solition Explorer-ში

მიაქციეთ ყურადღება: Web-საითის ობიექტები ნაჩვენებია Solution Explorer-ში. ეს ნიშნავს, რომ ფაილის ჩვენ მიერ შექმნილი საითის დაპროექტების რეჟიმში შესასვლელად საკმარისია ბრძანება View/Solution Explorer-ს მიცემა.

სისტემის მიერ ობიექტის შესატყვისი გენერირებული პროგრამული კოდის დასათვალიერებლად საკმარისია Forma1.aspx.vb-ზე ორჯერ დაწკაპუნება ან ფანჯრის უკიდურესად მარცხენა ქვედა მხარეს Source-ს მონიშვნა /სურ. 6.8/.

სურ. 6.8. სისტემის მიერ გენერირებული პროგრამული კოდი

გვერდის შექმნის შემდეგ გვერდზე არსებულ ფორმაზე დავაპროექტოთ მართვის ელემენტები.