6.2.6. მონაცემების და გამოსახულების ფორმატიზაცია DataBinder.Eval მეთოდით

მეთოდის DataBinder.Eval გამოსაყენებლად სამი პარამეტრია საჭირო, რომელთაგან ბოლო, არააუცილებელი პარამეტრი გამოიყენება ფორმატიზაციის ატრიბუტების მისაცემად. magaliTad <%#DataBinder.Eval(Container.DataEltem, “dabtarigi”, “{0:d}”) %>. აქ “dabtarigi” ველის დასახელებაა, ხოლო “0:d” გვიჩვენებს dd/mm/yyyy ტიპის თარიღის ფორმატს. ცხრ.6.6-ში ნაჩვენებია სისტემაში მიღებული ფორმატიზაციის ატრიბუტების ჩაწერის წესი.

                                                                                                                                                                           ცხრილი 6.6.

რიცხვითი ფორმატები

ფორმატიზაციის სიმბოლო

აღწერა

მაგალითი

C an c

ფულადი ერთეულების ფორმატი

$1,234.60,  ($28.15)

D an d

ათობითი ფორმატი

205, 1734, -65

E an e

ექსპონენციალური ფორმატი

3.46E+21, -1, 2e+3, 3.003E-15

F an f

ფორმატი ათობითი წერტილით

34.300, 0.230

G an g

საერთო ფორმატი

ფაქტობრივ მნიშვნელობაზეა დამოკიდებული

N an n

რიცხვითი ფორმატი

3, 456.23, 12.65,    -1.534

P an p

პროცენტის ფორმატი

45.6%, -10%

X an x

თექვსმეტობითი ფორმატი

&H5f76, ფაქტობრივ მნიშვნელობაზეა დამოკიდებული

თარიღისა და დროის ფორმატი

d

თარიღის მოკლე ფორმატი

M/d/yyyy

D

თარიღის გრძელი ფორმატი

dddd,MMMM dd, yyyy

f

თარიღის გრძელი ფორმატი და დროის მოკლე ფორმატი

dddd,MMMM dd, yyyy HH:mm  aa

F

თარიღისა და დროის გრძელი ფორმატი

dddd,MMMM dd, yyyy HH:mm:ss  aa

g

თარიღის  და დროის მოკლე ფორმატი

M/d/yyyy HH:mm:ss

G

თარიღის მოკლე ფორმატი და დროის გრძელი ფორმატი

M/d/yyyy HH:mm:ss aa

M ან m

თვე და დღე

MMMM dd

R ან r

ფორმატი RFC1123

ddd,dd MMM yyyy HH:mm:ssGMT

s

დახარისხებადი ISO 8601 ფორმატი, რომელიც იყენებს უნივერსალურ დროს

yyyy-MM-dd HH:mm:ss

t

დროის მოკლე ფორმატი

HH:mm aa

T

დროის გრძელი ფორმატი

HH:mm:ss aa

u

დახარისხებადი ISO 8601 ფორმატი, რომელიც იყენებს ადგილობრივ დროს

yyyy-MM-dd HH:mm:ss

U

თარიღის/დროის უნივერსალური დახარისხებადი ფო-რმატი

dddd, MMMM, dd, yyyy HH:mm:ss

Y ან y

წელი და თვე

MMMM, yyyy

         

ცხრილში 6.6 მოტანილი სიმბოლოები გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობების ფორმატიზაციისთვის. მაგ., “00#.##” გამოყენება 1.2345 რიცხვისთვის იძლევა “001.23”. დადებითი, უარყოფითი რიცხვებისთვის და ნულისთვის ფორმატები გამოყოფილი უნდა იქნენ წერტილ-მძიმით. “00#.##; (00#.##);[0]” -1.2345 რიცხვისთვის მოგვცემს “(001.23)”, ხოლო ნული მნიშვნელობისთვის –  “[0]”.

 

                                                                                                                                                                         ცხრილი 6.7

ფორმატიზაციის სიმბოლო

აღწერა

0

თუ ციფრი არ არის, მაშინ რიცხვის დასაწყისში ან რიცხვის ათობითი ნაწილის ბოლოს იწერება ნული

#

იწერება ციფრი

.

გამოსახავს ათობით წერტილს

,

რიცხვში ტრიადებს გამოყოფს მძიმით

%

გამოსახავს პროცენტის ნიშანს

E+0,E-0,e+0, e-0

გამოიხატება ექსპონენციალური სახით

 \

შემდეგი სიმბოლო გამოისახება როგორც ლიტერალი. იგი არ აღიქმება ფორმატიზაციის სიმბოლოდ

“ an ‘

სიმბოლოების ნებისმიერი მიმდევრობა მოთავსებული ბრჭყალებში (“ “) ან აპოსტროფებში (‘ ‘) აღიქმება  როგორც ლიტერალების ერთობლიობა

;

ფორმატიზაციის სტრიქონში გამოიყოფა სექციები დადებითი, უარყოფითი რიცხვების და ნული მნიშვნელობისთვის