6.2.5. მართვის ელემენტები, რომლებშიც მონაცემები გამოიტანება სიის სახით

 

ASP.NET-ში გამოიყენება მართვის 8 ელემენტი მართვის ელემენტში მონაცემების სიის სახით გამოსატანად.

1.           Select (System.Web.UI.HTMLControls.HTMLSelect)   იქმნება სტანდარტული HTML სია;

2.         ListBox (System.Web.UI.WebControls.ListBox)   ამ ელემენტითაც იქმნება სტანდარტული HTML სია. იგი VBA და VB-ში არსებული ListBox-ის ანალოგიურია;

3.         DropDownList (System.Web.UI.WebControls. DropDownList)    ამ ელემენტითაც სტანდარტული HTML სია იქმნება. იგი ანალოგიურია VBA-ში და VB-ში არსებული ComboBox-ის;

4.       CheckBoxList (System.Web.UI.WebControls. Check-BoxList)     ამ ელემენტით იქმნება სტანდარტული HTML სია. სიის ერთი ელემენტი  ერთი CheckBox შეესაბამება მონაცემების წყაროდან მოძებნილ ერთ სტრიქონს. ჩვენ ვიღებთ მოძებნილი მონაცემების სიას CheckBox-ის  სახით;

5.       RadioButtonList (System.Web.UI.WebControls. RadioButtonList) ამ ელემენტით იქმნება სტანდარტული HTML სია. სიის ერთი ელემენტი შეესაბამება, ანუ ერთი RadioButton   შეესაბამება მონაცემების წყაროდან მოძებნილ ერთ სტრიქონს. ჩვენ ვიღებთ მოძებნილი მონაცემების სიას RadioButton-ის  სახით. აქ სისტემა RadioButton-ების  ჯგუფისთვის აყენებს HTML ატრიბუტს GroupName. ამრიგად, RadioButton-ები შეიძლება გავაერთიანოთ ჯგუფში და მათი ჩართვა/გამორთვა ერთმანეთთან დავაკავშიროთ;  

6.         Repaiter (System.Web.UI.WebControls.Repaiter)   გაჩუმებით ეს ელემენტი ფორმაზე უხილავია. იგი იმეორებს მართვის სხვა ელემენტში არსებულ მონაცემებს;

7.    DataList (System.Web.UI.WebControls.DataList) ამ ელემენტით მოძებნილი მონაცემები გამოიტანება ცხრილის სახით. შეიძლება მონაცემების დამუშავება  ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად; 

8.      DataGrid (System.Web.UI.WebControls.DataGrid) ეს სრულფუნქციონალური მართვის ელემენტია, რომელშიც მონაცემები გამოიტანება ბადის სახით. იგი  ორიენტირებულია მონაცემების ობიექტებში DataView-თან, DataSet-თან, DataReader-თან ან კოლექციებში არსებულ მონაცემებთან სამუშაოდ. მართვის ელემენტში მიღებული ინფორმაცია HTML ცხრილის ანალოგიურია. აქ შეიძლება მონაცემების დახარისხება და სხვა ოპერაციების შესრულება. 

9.        GridView (System.Web.UI.WebControls. GridView)  DataGrid-ის ანალოგიურად სრულფუნქციონალური მართვის ელემენტია, რომელშიც მონაცემები გამოიტანება ბადის სახით. DataGrid-ისგან განსხვავებით ყველა ოპერაციის (ბაზიდან მონაცემების ამორჩევა, ცვლილებების შეტანა ბაზაში, მონაცემების დახარისხება მართვის ელემენტში) შესრულება ვიზუალური დაპროექტების რეჟიმში ხორციელდება მომხმარებლის მიერ პროგრამული კოდის შექმნის გარეშე.

აქ ჩამოთვლილი მართვის ელემენტებიდან დაწვრილებით განვიხილავთ მართვის ელემენტებს DataGrid და GridView.

  

 მართვის ელემენტების მონაცემების წყაროსთან იტერაციული დაკავშირების თვისებები/ცხრ. 6.3./

                                                                                                                                                                                                       ცხრილი 6.3.

თვისება

აღწერა

DataTextField

გვიჩვენებს მართვის ელემენტში გამოსატანი მონაცემების წყაროში არსებული ველის ან სვეტის ტექსტურ მნიშვნელობას. მაგ., CheckBox-ის ან RadioButton-ის  დასახელებები

DataValueField

გვიჩვენებს მართვის ელემენტში გამოსატანი მონაცემების წყაროში არსებული ველის ან სვეტის Value- ტიპის მნიშვნელობას

DataTextFormatString

ველს ან სვეტს მიეცემა ფორმატიზაციის ატრიბუტები

DataMember

შეიცავს მართვის ელემენტთან დასაკავშირებელი სტრიქონების ერთობლიობას. მაგ., ცხრილის სახელი DataSet ობიქტთან დაკავშირების დროს

მართვის ელემენტების მონაცემების წყაროსთან   იტერაციული დაკავშირების მეთოდები/ცხრ. 6.4/

                                                                                                     ცხრილი 6.4.

თვისება

აღწერა

DataBind

მართვის ელემენტში იწერება  წყაროდან მოძებნილი მონაცემები

FindControl

ამ თვისების გამოყენება ეფექტურია მაშინ, როცა საჭიროა შემოწმებულ იქნეს მონაცემების მნიშვნელობა სხვა ელემენტშიროგორც წესი, ეს თვისება გამოიყენება DataBinding მოვლენისთვის

მართვის ელემენტების მონაცემების წყაროსთან   იტერაციული დაკავშირების მოვლენები /ცხრ. 6.5/

                                                                                                                                                                                                                ცხრილი 6.5

თვისება

აღწერა

DataBinding

გენერირდება DataBind მეთოდით მართვის ელემენტის ნებისმიერ სტრიქონში მონაცემების ჩაწერის დროს

SelectedIndexChanged

გენერირდება ამორჩეული ელემენტის ცვლილების და გვერდის სერვერზე გაგზავნის დროს