6.2.3. Web-ფორმის ASP.NET მართვის ელემენტებ

 

ცხრილში 2 ჩამოთვლილია Web-ფორმის ASP.NET მართვის ელემენტები და მათ მიერ გენერირებული შესაბამისი Html ელემენტები.

                                                                                                                                                                                                   ცხრილი 6.2

Web-ფორმის ASP.NET მართვის ელემენტები

მართვის ელემენტის მიერ გენერირებული შესაბამისი Html ელემენტები

<ASP: HyperLink>

<a>......</a>

<ASP: LinkButton>

<a><Img></a>

<ASP: Image>

<img/>

<ASP: Panel>

<div>.......</div>

<ASP: Label>

<span>............</span>

<ASP: Button>

<Input type=”sumbit”/> an <Input type=”button”/>

<ASP: TextBox>

<Input type=”text”/> an <Input type=”password”/> an <textarea>.........</textarea>

<ASP: CheckBox>

<Input type=” checkbox”/>

<ASP: RadioButton>

<Input type=”radio”/>

<ASP: ImageButton>

<Input type=”image”/>

<ASP: Table>

<table>...........</table>

<ASP: TableRow>

<tr>...........</tr>

<ASP: TableCell>

<td>...........</td>

 

მართვის ელემენტები: ASP: CheckBox,  ASP: RadioButton

მართვის ამ ელემენტების ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა Text მნიშვნელობის მიხედვით მართვის ამ ელემენტის დასახელების შექმნა ავტომატურად და თვისებით TextAlign მისი მოთავსება მართვის ელემენტის მარჯვნივ ან მარცხნივ.

მართვის ელემენტი ASP: HyperLink

ASP: HyperLink-ის თვისებებით NavigateURL, href და Target შესაძლებელია სხვა html გვერდთან დაკავშირება და ამ გვერდის გამოტანა შესაბამის ფრეიმში.

მოათავსეთ მართვის ელემენტი ASP:HyperLink ფორმაზე. თაგუნას  მარჯვენა ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოსულ კონტექსტურ მენიუში მონიშნეთ სტრიქონი Style, რომელზეც დაწკაპუნების შემდეგ გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში დააყენეთ შესაბამისი ატრიბუტები. ამავე ფანჯარაში მართვის ელემენტზე მოათავსეთ სურათი, რომელიც ჰიპერკავშირის როლში გამოვა. მართვის ელემენტის თვისებაში Text ჩაწერეთ ტექსტი/სურ. 6.24/.

სურ. 6.24. მართვის ელემენტი ASP: HyperLink დაპროექტების რეჟიმში

htmel კოდი შემდეგია:

<asp:HyperLink ID="HyperLink1"

         NavigateUrl ="~/Tranziti_mag.HTM" ‘მისამართი ჩაწერილია ჩვენ მიერ 

          Text ="meore"

          runat="server" Height="40px" Style="background-position: center center;

            font-weight: bold; font-size: 10pt; background-image: url(SAMOTXE.GIF); vertical-align: text-top; direction: ltr; background-repeat: repeat; font-style: italic; font-family: AcadNusx;          text-align: center" Width="88px"></asp:HyperLink>

თვისება NavigateUrl რედაქტორის დახმარებით ჩაწერილია ჩვენ მიერ და რედაქტორის დახმარებით მითითებული html დოკუმენტი, რომელიც გამოდის Internet Explorer-ში სურათზე ან ტექსტზე დაწკაპუნების შემდეგ. ამ კოდში შეიძლებოდა არ მიგვეთითებინა თვისება Text და არ ჩაგვეწერა მისი მნიშვნელობა, თუ მას მივუთითებდით თვისებების ფანჯარაში.

მართვის ელემენტი  ASP: LinkButton

LinkButton-ზე გაჩუმებით გამოიყენება თვისება AუტოPოსტBაცკ, რომელიც კლიენტის მხარეს იყენებს JavaScript-ის ფუნქციას doPostBack როგორც href ელემენტის ატრიბუტს. ეს ნიშნავს, რომ მასზე დაწკაპუნებით ფორმა უპირობოდ ბრუნდება სერვერზე, რომელზედაც ამ დროს  გენერირდება მოვლენა Click.

htmel კოდი შემდეგია:

<asp:LinkButton ID="LinkButton1" runat="server"

Width="88px" style="font-weight: bold; font-size: 10pt;

background-image: url(SAMOTXE.GIF); direction: ltr;

 text-indent: 2pt; font-style: normal; font-family:  AcadNusx; text-align: center" Height="24px">gadacema</asp:LinkButton>

მართვის ელემენტი  ASP: Image

ASP:Image-ით გამოიტანება სერვერზე არსებული გრაფიკული ინფორმაცია. LinkButton-ის ან Button-ის მოვლენით Click შეიძლება სერვერიდან გამოსატანი სურათების მონაცვლეობა. ASP: Image გაფორმება ხორციელდება სტილის დიალოგური ფანჯრით.

 

html კოდი შემდეგია:

<asp:Image ID="Image1"

         ImageUrl ="~/SAMOTXE.GIF"

        runat="server" Width="312px" />

მართვის ელემენტი ASP: Panel

მართვის ამ ელემენტით ფორმირდება ფორმატიზებული Html <div> ელემენტი. პროგრამულად შესაძლებელია მისი ზუსტად მოთავსება ფორმის ნებისმიერ ადგილზე და ტექსტის ფორმატიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების: ტექსტის გამოტანის, სტრიქონების რეგულირების, გადაფურცვლის ზოლების დამატების, შრიფტის შეცვლის და სხვა შესრულება.

 

htmel კოდი შემდეგია:

<asp:Panel ID="Panel1"

         runat="server" Height="50px" Width="125px"></asp:Panel>

 

მართვის ელემენტები  ASP: Label, ASP: Button

ASP: Label, ASP: Button ჩვეულებრივი მართვის ელემენტებია, რომლებიც ისევე გამოიყენება, როგორც სხვა დანართებში.

 

მართვის ელემენტი ASP: ImageButton

ღილაკის ნაცვლად მოვლენის გენერირებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექსტი და გრაფიკული გამოსახულება ერთდროულად ან მარტო ტექსტი, ან მარტო გრაფიკული გამოსახულება.

htmel კოდი შემდეგია:

<asp:ImageButton ID="ImageButton1"

               ImageUrl ="~/mtawmind.GIF"

              runat="server"

Style="position: static" Height="32px" Width="128px" />

მართვის ელემენტი ASP: TextBox

ASP: TextBox-ით ხორციელდება ინფორმაციის ჩაწერა. შეიძლება მრავალსტრიქონიანი და მრავალსვეტიანი მართვის ელემენტის შექმნა გადაფურცვლის ზოლებით.

 

მართვის ელემენტი  asp:PlaceHolder

asp:PlaceHolder გამოიყენება პროგრამის შესრულების რეჟიმში მართვის ელემენტების დასაპროექტებლად. დავუშვათ, გვსურს პროგრამულად დავაპროექტოთ სამი ცალი TextBox. გვერდის ჩატვირთვის მოვლენასთან დავაკავშიროთ ამ ელემენტების დაპროექტება. მართვის ელემენტის  asp:PlaceHolder ფორმაზე დატანის შემდეგ ავტომატურად შეიქმნება html კოდი:

<asp:PlaceHolder ID="PlaceHolder1" runat="server"> </asp:PlaceHolder>

gverdis modulSi CavweroT programa

 

Protected Sub Page_Load(ByVal sender As Object, ByVal e As System.EventArgs) Handles Me.Load

        Dim i As Integer

        Dim objtext As TextBox

        For i = 1 To 3

            objtext = New TextBox

            PlaceHolder1.Controls.Add(objtext)

        Next

    End Sub

Internet Explorer-ში გამოტანილი იქნება სამი TextBox. ბროუზერში დათვალირებისას დავინახავთ:

  <input name="ctl02" type="text" /><input name="ctl03" type="text" /><input name="ctl04" type="text" />

პროგრამული კოდის ბროუზერში დასათვალიერებლად Internet Explorer-ში თითი დავაჭიროთ თაგუნას  მარჯვენა ღილაკს და კონტექსტურ მენიუში დავაწკაპუნოთ სტრიქონზე View Source.

მართვის ელემენტი  asp:xml

მართვის ამ ელემენტში გამოიტანება სერვერზე არსებული xml დოკუმენტი.

html კოდი შემდეგია:

<asp:Xml ID="Xml1"

         DocumentSource ="~/sakontrolo.xml"

        runat="server"></asp:Xml>

ჩვენ FrontPage-ის რედაქტორში შევქმენით xml დოკუმენტი. დავიმახსოვრეთ იმავე საქაღალდეში, რომელშიც მოთავსებულია Web-საითი. შემდეგ xml მართვის ელემენტის html კოდში თვისებაში DocumentSource მივუთითეთ ჩვენ მიერ შექმნილი xml დოკუმენტი.