6.2.2. მონაცემების შეტანის კონტროლის მართვის ელემენტები

 

სერვერზე გადაცემული ინფორმაციის შესამოწმებლად გამოიყენება მართვის ელემენტები:

1.         asp:RequeredFieldValidation;

2.    asp:RangeValidation;

3.    asp:CompareValidation;

4.    asp:RegularExpressionValidation;

5.    asp:CustomValidation;

6.    asp:ValidationSummary.         

მართვის ამ ელემენტებში ხშირად გამოიყენება შემდეგი თვისებები/ცხრ. 6.1/:

                                                                                                                                                                                                     ცხრილი 6.1

თვისება

აღწერა

ControlToValidate

შედეგია მართვის ელემენტის სახელი, რომელშიც ჩაწერილი მნიშვნელობა მოწმდება

EnableClientScript

შედეგია ბულის ცვლადი, რომლითაც განისაზღვრება კლიენტის მხარეს მართვის ელემენტში ჩაწერილი მნიშვნელობის შემოწმების აუცილებლობა

Enabled

შედეგია ბულის ცვლადი, რომლითაც განისაზღვრება შემოწმების აუცილებლობა

ErrorMessage

შედეგია შეცდომის შესახებ შეტყობინება

IsValid

შედეგია ბულის ცვლადი. იგი გვიჩვენებს მართვის ელემენტში მონაცემის შემოწმების შესრულებას

Validate

ხორციელდება შესაბამის მართვის ელემენტში მონაცემის შემოწმება და IVალიდ თვისების განახლება

მართვის ელემენტი .<asp:RequeredFieldValidation  

 

<asp:RequeredFieldValidation-ით მოწმდება მართვის ელემენტში Null-ის არსებობა. მართვის ელემენტის სპეციფიკური პარამეტრები შემდეგია:

·        თვისება Initialvalue;

·        მოვლენა არ აქვს.

მაგალითი

დავუშვათ, ფორმაზე დატანილია მართვის ელემენტი TextBox და სერვერზე გაგზავნამდე მოწმდება მასში Null-ის არსებობა.

დაიტანეთ ამავე ფორმაზე მართვის ელემენტი <asp:RequeredFieldValidation. გააფორმეთ იგი შესაბამისი სტილით, მიუთითეთ შეცდომის შემთხვევაში გამოსატანი შეტყობინება და მართვის ის ელემენტი, რომელშიც მოწმდება მონაცემების ჩაწერის აუცილებლობა.

htmel კოდი შემდეგია:

<asp:RequiredFieldValidator ID="RequiredFieldValidator1"

         ControlToValidate="TextBox1" es striqoni Cawerilia Cven mier

         runat="server"

 Display ="Dynamic"  ‘es striqoni Cawerilia Cven mier

   ErrorMessage="monacemis Cawera aucilebelia"teqsti Cawerilia Cven mier

     style="border-left-color: #ffccff; border-bottom-color: #ffccff;

         vertical-align: text-bottom; border-top-style: ridge; border-top-color:

         #ffccff; font-family: AcadNusx, Monospace; border-right-style: ridge;

   border-left-style: ridge; text-align: left; border-right-color: #ffccff;

   border-bottom-style: ridge; font-size: 10pt; font-style: italic; background-color: #ffff66;" Height="40px"></asp:RequiredFieldValidator>

   <asp:TextBox ID="TextBox1" runat="server"></asp:TextBox>

სურ. 6.12-ზე ნაჩვენებია მართვის ელემენტი RequeredFieldValidation დაპროექტების რეჟიმში, სურ. 6.13-ზე  კი ფორმის გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება (როგორც ზევით აღვნიშნეთ ფორმა იგზავნება სერვერზე ღილაკით Submit).

სურ. 6.12. მართვის ელემენტი RequeredFieldValidation დაპროექტების რეჟიმში

სურ. 6.13. სერვერზე გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება

 

მართვის ელემენტი <asp:RangeValidation 

<asp:RangeValidation-ით მოწმდება მართვის ელემენტში ჩაწერილი მონაცემის ტიპი და ამ მონაცემის მნიშვნელობა ჩვენ მიერ მითითებულ საზღვრებში. მართვის ელემენტის სპეციფიკური პარამეტრები შემდეგია:

·        თვისება MaximumValue, MinimumValue, Type;

·        მოვლენა არ აქვს.

magaliTi

დავუშვათ, ფორმაზე დატანილია მართვის ელემენტი TextBox და სერვერზე გაგზავნამდე მოწმდება მასში მონაცემის ტიპი და მნიშვნელობა, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს ჩვენ მიერ მითითებულ საზღვრებში.

დაიტანეთ ამავე ფორმაზე მართვის ელემენტი  <asp: RangeValidation, გააფორმეთ იგი შესაბამისი სტილით, მიუთითეთ შეცდომის შემთხვევაში გამოსატანი შეტყობინება, აგრეთვე მართვის ის ელემენტი, რომელშიც მოწმდება მონაცემების ჩაწერის აუცილებლობას.

htmel კოდი შემდეგია:

<asp:RangeValidator ID="RangeValidator1" runat="server"

  ControlToValidate="TextBox1"ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ

  MaximumValue ="25"ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ რედაქტორის დახმარებით

  MinimumValue ="15"ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ რედაქტორის დახმარებით

  Type ="Integer"ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ რედაქტორის დახმარებით

  Display ="Dynamic"ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ რედაქტორის დახმარებით

  ErrorMessage="Secdoma! Cawerili mniSvneloba 15-sa da 25-s Soris unda iyos moTavsebuli" ‘ტექსტი ჩაწერილია ჩვენ მიერ 

  ForeColor="Black" Height="48px" Style="border-right: 2pt solid; border-top: 2pt solid;

    font-size: 10pt; border-left: 2pt solid; border-bottom: 2pt solid; font-style: italic;

  font-family: AcadNusx, Monospace; background-color: #ccccff" Width="208px"></asp:RangeValidator>

სურ. 6.14-ზე ნაჩვენებია მართვის ელემენტი RangeValidation RequeredFieldValidation-თან ერთად დაპროექტების რეჟიმში, ხოლო სურ. 6.15-ზე ფორმის სერვერზე გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება

sur. 6.14. მართვის ელემენტი RangeValidation დაპროექტების რეჟიმში

სურ. 6.15. სერვერზე გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება

მართვის ელემენტი <asp:CompareValidation 

<asp:CompareValidation-ით მოწმდება მონაცემის ტიპი და მართვის ერთ ელემენტში ჩაწერილი მონაცემის მნიშვნელობის ტოლობა მართვის მეორე ელემენტში ჩაწერილ მნიშვნელობასთან ან წინასწარ მითითებულ მნიშვნელობასთან. მართვის ელემენტის სპეციფიკური პარამეტრები შემდეგია:

·        თვისება ControlCompare, Operator, Type, ValueToCompare;

·        მოვლენა არ აქვს.

მაგალითი

დავუშვათ, ფორმაზე დატანილია მართვის ელემენტი TextBox და სერვერზე გაგზავნამდე მოწმდება მასში მონაცემის ტიპი და მნიშვნელობა, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს ჩვენ მიერ მითითებულ საზღვრებში.

დაიტანეთ ამავე ფორმაზე მართვის ელემენტი <asp: CompareValidation. გააფორმეთ იგი შესაბამისი სტილით, მიუთითეთ შეცდომის შემთხვევაში გამოსატანი შეტყობინება. მიუთითეთ ის მართვის ელემენტი, რომელშიც ამოწმებთ მონაცემების ჩაწერის აუცილებლობას. მიუთითეთ, მართვის რომელ ელემენტთან  ჩაწერილ მნიშვნელობასთან ან წინასწარ მითითებულ მნიშვნელობასთან აკეთებთ შედარებას. ჩვენს მაგალითში მითითებულია, რომ ველში ჩაწერილი მნიშვნელობა 16-ის ტოლი უნდა იყოს.

htmel კოდი შემდეგია:

<asp:CompareValidator ID="CompareValidator1" runat="server"

        ControlToValidate = "TextBox1"ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ რედაქტორის დახმარებით

         ValueToCompare ="16" ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ რედაქტორის დახმარებით

         Operator ="Equal"ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ რედაქტორის დახმარებით

         Display ="Dynamic"ეს სტრიქონი ჩაწერილია ჩვენ მიერ რედაქტორის დახმარებით

         ErrorMessage="Secdoma! unda CaweroT 16"  ‘teqsti Cawerilia Cven mier

 Height="56px" Style="border-right: 2pt solid; border-top: 2pt solid; font-size: 10pt;

border-left: 2pt solid; border-bottom: 2pt solid; font-style: italic; font-family: AcadNusx, Monospace; background-color: #ffff66" Width="208px"></asp:CompareValidator>

 

სურ. 6.16-ზე ნაჩვენებია მართვის ელემენტი CompareValidator დაპროექტების რეჟიმში, ხოლო სურ. 6.17-ზე ფორმის სერვერზე გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება

 სურ. 6.16. მართვის ელემენტი CompareValidator დაპროექტების რეჟიმში

სურ. 6.17. სერვერზე გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება

 

მართვის ელემენტი <asp:RegularExpressionValidation 

<asp:RegularExpressionValidation-ით მოწმდება მონაცემის ტიპი და მართვის ელემენტში ჩაწერილი მონაცემის მნიშვნელობის ტოლობა გამოსახულებით მიღებულ მნიშვნელობასთან. კერძოდ, მართვის ეს ელემენტი გამოიყენება რთული ტექსტური შეტყობინებების შესამოწმებლად, მაგალითად, ელექტრონული ფოსტის მისამართის კორექტულად ჩასაწერად. მართვის ელემენტის სპეციფიკური პარამეტრები შემდეგია:

·        თვისება ValidationExpression.

·        მოვლენა არ აქვს.

მაგალითი

დავუშვათ, ფორმაზე დატანილია მართვის ელემენტი TextBox ელექტრონული ფოსტის მისამართის ჩასაწერად. სერვერზე გაგზავნამდე მოწმდება მასში ელექტრონული ფოსტის მისამართის სტრუქტურის ჩაწერის სისწორე

დაიტანეთ ამავე ფორმაზე მართვის ელემენტი <asp: RegularExpressionValidationგააფორმეთ იგი შესაბამისი სტილით, მიუთითეთ შეცდომის შემთხვევაში გამოსატანი შეტყობინება. მიუთითეთ მართვის ის ელემენტი, რომელშიც ამოწმებთ მონაცემების ჩაწერის აუცილებლობას. ჩვენს შემთხვევაში მითითებულია ველში ელექტრონული ფოსტის მისამართის სტრუქტურის ჩაწერის სისწორის შემოწმება.

htmel კოდი შემდეგია:

<asp:RegularExpressionValidator ID="RegularExpressionValidator1" runat="server"

    ControlToValidate ="TextBox1"

    ValidationExpression =.*@.*\..*  

    Display ="Dynamic"

    ErrorMessage="misamarTi ar aris swore Cawerili"

    Height="40px" Style="border-right: 2pt dotted;  border-top: 2pt dotted; font-size: 10pt;

 border-left: 2pt dotted; border-bottom: 2pt dotted; font-style: italic; font-family: AcadNusx;

 background-color: #ffccff" Width="160px"> </asp:RegularExpressionValidator>

სურ.6.18-ზე ნაჩვენებია მართვის ელემენტი Regular-ExpressionValidator დაპროექტების რეჟიმში, სურ. 6.19-ზე კი ფორმის სერვერზე გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება

სურ. 6.18. მართვის ელემენტი RegularExpressionValidator დაპროექტების რეჟიმში

სურ. 6.19. სერვერზე გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება

მართვის ელემენტი <asp:CustomValidation 

<asp:CustomValidation-ით მოწმდება მართვის ელემენტში ჩაწერილი მონაცემის მნიშვნელობის სისწორე სპეციალურად შემუშავებული ფუნქციით. მართვის ელემენტის სპეციფიკური პარამეტრები შემდეგია:

·        თვისება ClientValidationFunction.

·        მოვლენა OnServerValidate.

მაგალითი

დავუშვათ, TextBox-ში ჩაწერილი რიცხვი შედგენილი რიცხვი უნდა იყოს. ეს მოწმდება სერვერზე ფუნქციით ServerValidate.  

htmel კოდი შემდეგია:

<asp:CustomValidator ID="CustomValidator1" runat="server"

        ControlToValidate="TextBox1"

         OnServerValidate ="ServerValidate"

        Display ="Dynamic"

        ErrorMessage="Secdoma!" Height="32px" Style="border-right: 1px solid;

            border-top: 1px solid; font-size: 10pt; border-left: 1px solid; border-bottom: 1px solid;

            font-style: italic; font-family: AcadNusx; background-color: #ccffff" Width="144px"

ForeColor="ControlText"></asp:CustomValidator>

ფუნქცია ServerValidate შემდეგია:

    Protected Sub ServerValidate(ByVal source As Object, ByVal args As System.Web.UI.WebControls.ServerValidateEventArgs) Handles CustomValidator1.ServerValidate

        Dim binvalid As Boolean = True

        Try

        Dim intNumber As Integer = args.Value

            If intNumber Mod 2 = 1 Then

      Dim intdivisor As Integer = intNumber/3

                If intdivisor > 2 Then

                    Dim intloop As Integer

          For intloop = 3 To intdivisor Step 2

          If intNumber Mod intdivisor = 0 Then

                            binvalid = False

                            Exit For

                        End If

                    Next

                Else

                    binvalid = False

                End If

            Else

                binvalid = False

            End If

        Catch objerror As Exception

            binvalid = False

        Finally

            args.IsValid = binvalid

        End Try

    End Sub

სურ. 6.20-ზე ნაჩვენებია მართვის ელემენტი <asp:CustomValidator დაპროექტების რეჟიმში, ხოლო სურ. 6.21-ზე ფორმის გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება

სურ. 6.20. მართვის ელემენტი <asp:CustomValidator დაპროექტების რეჟიმში

სურ. 6.21. სერვერზე გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება

მართვის ელემენტი <asp:ValidationSummary 

<asp:ValidationSummary- გამოიტანება შეტყობინებები შეცდომების შესახებ. შეტყობინებების სია სისტემის მიერ ავტომატურად ფორმირდება მართვის ამ ელემენტის მეშვეობით. მართვის ელემენტის სპეციფიკური პარამეტრები შემდეგია:

·        თვისება DisplayMode, ShowHeaderText, ShowMessageBox, ShowSummary.

·        მოვლენა არ აქვს.

მაგალითი

htmel კოდი შემდეგია:

<asp:CustomValidator ID="CustomValidator1" runat="server"

        ControlToValidate="TextBox1"

         OnServerValidate ="ServerValidate"

        Display ="None"

     ErrorMessage="Secdoma!" Height="32px" Style="border-right: 1px solid;

  border-top: 1px solid; font-size: 10pt; border-left: 1px solid; border-bottom: 1px solid;

  font-style: italic; font-family: AcadNusx; background-color: #ccffff" Width="144px"           ForeColor="ControlText"></asp:CustomValidator><br />

        <asp:ValidationSummary ID="ValidationSummary1" runat="server"

  HeaderText ="informacia Secdomebis Sesaxeb"

          ShowSummary ="true"

           DisplayMode ="List"

  Style="border-right: 1pt solid;

  border-top: 1pt solid; font-size: 10pt; border-left: 1pt solid; border-bottom: 1pt solid;

 font-style: italic; font-family: AcadNusx" />

DisplayMode- მნიშვნელობებით: List, BulletList, SingleParagraph ვაყენებთ შეტყობინების გამოსახვის ფორმას, შეტყობინების ტექსტის ფერს კი თვისებით ForeColor.

თუ თვისება ShowMessageBox არის True, მაშინ კლიენტის მხარეს შეტყობინება გამოდის დიალოგური ფანჯრით, რომელშიც გამოსახულია გაფრთხილების ნიშანი.

სურ. 6.22-ზე ნაჩვენებია მართვის ელემენტი Compare-Validator დაპროექტების რეჟიმში, ხოლო სურ. 6.23-ზე ფორმის გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება.

 სურ. 6.22. მართვის ელემენტი CompareValidator დაპროექტების რეჟიმში
 სურ. 6.23. სერვერზე გაგზავნის შემდეგ გამოტანილი შეტყობინება.