6.1.1. ASP.NET-ის გვერდის დამუშავება

Web-საითზე მოსახვედრად საკმარისია სერვერის მისამართის აკრეფა (მაგ. http://www.economics.tsu.ge/stu-denti.aspx). გვერდის სახელის გაფართოებაა aspx. aspx გაფართოება ASP.NET გვერდის ფაილის გაფართოებაა. შეკითხვის მიცემისას მიმართვა ხორციელდება IIS სერვერზე (Internet Information Server), რომელიც პოულობს საჭირო ფაილს ასპხ გაფართოებით. IIS ადგენს, რომ საქმე აქვს ASP.NET გვერდთან, რომელიც შეიცავს პროგრამას და მართვის ელემენტებს. შეკითხვის შედეგად გვერდი გაიშვება სერვერის მიერ. საჭიროების შემთხვევაში (თუ მითითებულია პროგრამაში) სერვერი იძახებს სხვა კომპონენტებს, როგორიცაა ADO.NET, ელექტრონული ფოსტის ბიბლიოთეკები და სხვა კლიენტების საკუთარი კომპონენტები.

დამატებითი კომპონენტების აქტივიზაცია, ცხადია, ზრდის ASP.NET-ის შესაძლებლობებს. კომპონენტების გამოყენებით შესაძლებელია მოძებნილ და რედაქტირებულ იქნეს მონაცემები მონაცემების ბაზაში, ხოლო გაანგარიშებების შესასრულებლად გამოყენებულ იქნეს UPS კალკულატორი.