5.4. ეკრანული ფორმების დაპროექტება

ნებისმიერი პროგრამით სარგებლობა წარმოუდგენელია დახვეწილი, მომხმარებლისადმი „მეგობრულად განწყობილი" ინტერფეისის გარეშე. ინტერფეისი, წარმოდგენილი ეკრანული ფორმის სახით, მონაცემების შეტანის, პროგრამის გაშვების, მიღებული შედეგების ვიზუალიზაციის და სხვა საშუალებას იძლევა. ბევრი ოპერაციის შესრულება წარმოუდგენელია ეკრანული ფორმის გარეშე. Visual Studio 2005-ში არსებული ინსტრუმენტებით შესაძლებელია მრავალფეროვანი, მრავალფუნქციონალური ინტერფეისის ეკრანული ფორმების დაპროექტება, მათი მართვა და სხვა.   Visual Studio 2005-ში დაპროექტებული ფორმის და ფორმაზე დატანილი მართვის ელემენტების თვისებები, მეთოდები და მოვლენები VBA რედაქტორით დაპროექტებული ფორმის და მართვის ელემენტების ანალოგიურია. ფორმის, მართვის ელემენტების არსის გაგების მიზნით აღვწერთ ფორმის დაპროექტებას VBA რედაქტორის გარემოში.