| 
სურ. 5.13. 
ინსტრუმენტული პანელი მართვის ელემენტებით 
მართვის 
ელემენტის ფორმაზე გადასატანად: 
თაგუნას მაჩვენებელი დააყენეთ შესაბამის მართვის ელემენტზე. თაგუნას  ღილაკს 
დააჭირეთ თითი და დაჭერილი თითით გადაათრიეთ ფორმაზე. 
ცხრილში 5.5 ჩამოთვლილია სისტემაში 
არსებული სტანდარტული მართვის ელემენტები. გრაფაში 
,,მართვის ელემენტი" მარცხენა 
მხარეს ნაჩვენებია მართვის ელემენტის გამოსახულება ინსტრუმენტულ პანელზე, ხოლო 
მარჯვნივ 
		
– იგივე ელემენტი ფორმაზე დატანის შემდეგ. 
მართვის 
ელემენტის ფორმაზე გადასაადგილებლად 
მონიშნეთ მართვის ელემენტი და გადაათრიეთ სასურველ ადგილას.   
მართვის 
ელემენტის ზომების შეცვლა 
შეიძლება თაგვით ან თვისებების 
Height, Width  მნიშვნელობების შეცვლით. 
                                                                                                                                                                                                                ცხრილი 5.5. 
	
		| 
		მართვის 
		ელემენტი | 
		მართვის 
		ელემენტი | 
		მართვის 
		ელემენტის დანიშნულება |  
		| 
		Label |  | 
		გამოიყენება 
		მართვის ელემენტებზე, ფორმაზე წარწერის გასაკეთებლად  |  
		| 
		TextBox |   | 
		
		მონაცემების  ჩაწერა  |  
		| 
		ComboBox | 
			 | 
		შეიძლება 
		მონაცემის ჩაწერა და სიიდან ამორჩევა |  
		| 
		ListBox | 
		
		გრაფიკული გამოსახულება
		ComboBox-ის
		
		ანალოგიურია | 
		ComboBox-ისგან 
		განსხვავებით, შეიძლება სიიდან მხოლოდ სტრიქონის(ების) ამორჩევა  
		 |  
		| 
		CheckBox | 
			  | 
		
		გადამრთველია. მნიშვნელობა Boolean-ის
		ტიპისაა. ფორმაში,  ჯგუფში 
		ერთდროულად შეიძლება რამდენიმე CheckBox იყოს ჩართული ან გამორთული 
		 |  
		| 
		
		OptionButton |    | 
		
		გადამრთველია. მნიშვნელობა Boolean-ის ტიპისაა. ფორმაში,  ჯგუფში ერთდროულად შეიძლება  ერთი Option-Button  იყოს ჩართული ან გამორთული. 
		მნიშვნელობაა True an False |  
		| 
		
		TagleButtton |  | 
		
		გადამრთველია. მნიშვნელობა Boolean-ის ტიპისაა. ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა მხოლოდ მასზე დაწკაპუნების შემდეგ ხდება |  
		| 
		Frame |  | 
		ჩარჩო 
		გამოიყენება ფორმაში ჯგუფების შესაქმნელად |  
		| 
		
		CommandButton |   | 
		
		გამოიყენება პროგრამის გამოსაძახებლად |  
		| 
		
		MultiPage |   | 
		
		მრავალგვერდიანი ფორმის შექმნა |  
		| 
		
		ScrollBar | 
		  | 
		
		მნიშვნელობის შერჩევა |  
		| 
		
		SpinButton | 
		 | 
		
		მრიცხველია. მნიშვნელობის გაზრდა_შემცირება გარკვეული ბიჯით შეიძლება |  
		| 
		Image | 
		  | 
		სურათის 
		ჩასმა ფორმაში |  
მართვის ელემენტთან ურთიერთობა მისი თვისებების საშუალებით წარმოებს.
ცხრილში 
5.6. ნაჩვენებია ინსტრუმენტულ პანელზე 
Toolbox არსებული მართვის ელემენტების უმრავლესი თვისებები. 
                                                                                                                                                                                                      
ცხრილი 
5.6. 
	
		| 
		თვისება | 
		მართვის 
		ელემენტები, რომლებსაც ეს თვისება ახასიათებს | 
		თვისების 
		აღწერა |  
		| 
		
		Accelerator | 
		CheckBox, TabStrip, 
		CommandButton, Label, Page, OptionButton, TaggleButton | 
		შერჩეულ 
		სიმბოლოსა და 
		Alt კლავიშზე 
		დაჭერისას მართვის ელემენტი გამოიყოფა |  
		| 
		 BackColor | 
		yvela 
		elementi | 
		ყენდება 
		ფორმის, მართვის ელემენტის ფონის ფერი |  
		| 
		Caption | 
		CheckBox,  
		CommandButton, Frame, Label, OptionButton, Page, TabStrip, UserForm | 
		მართვის 
		ელემენტის წარწერის გაკეთება |  
		| 
		Cancel | 
		
		CommandButton | 
		თუ 
		მნიშვნელობაა True, მაშინ ღილაკი იძენს Esc კლავიშის თვისებას |  
		| 
		
		ControlSource | 
		TextBox, 
		ComboBox, ListBox | 
		ველში 
		დაწერილი ინფორმაციის უჯრაში ჩაწერის შემთხვევაში აბსოლუტური 
		დამისამართების სტილში მიეთითება უჯრის მისამართი |  
		| 
		Default | 
		
		CommandButton | 
		კლავიშზე 
		Enter დაჭერა CommandButton-ზე დაჭერის იდენტური ხდება  |  
		| 
		Enabled | 
		yvela 
		elementi | 
		მნიშვნელობა 
		Boolean-ის ტიპისაა.
		ელემენტი 
		შეღწევადი ან შეუღწევადი ხდება |  
		| 
		
		ForeColor | 
		yvela 
		elementi | 
		შეირჩევა 
		ფორმაზე, მართვის ელემენტზე წარწერის სიმბოლოს ფერი |  
		| 
		Font | 
		CheckBox, ComboBox, 
		ListBox, TextBox, CommandButton, Frame, Label, OptionButton, 
		ToggleButton, Frame, UserForm | 
		შეირჩევა შრიფტი და 
		შრიფტის ატრიბუტები. მართვის ელემენტსა და ფორმაზე შერჩეული შრიფტით 
		კეთდება წარწერა |  
		| 
		List | 
		ComboBox | 
		Variant-ის ტიპის 
		მასივია. სიაში ახალი ელემენტის დასამატებლად გამოიყენება მეთოდი AddLtem, 
		ხოლო სიიდან ელემენტების ამოსაღებად მეთოდი 
		
– RemoveLtem  |  
		| 
		Max | 
		
		ScrollBar, SpinButton | 
		Long-ის 
		ტიპის ცვლადია. გვიჩვენებს მრიცხველის მაქსიმალურ მნიშვნელობას |  
		| 
		Min | 
		
		ScrollBar, SpinButton | 
		Long-ის ტიპის 
		ცვლადია. გვიჩვენებს მრიცხველის მინიმალურ მნიშვნელობას  |  
		| 
		Name | 
		ყველა 
		ელემენტი | 
		სახელი, 
		რომლითაც წარმოებს მიმართვა პროგრამაში მართვის ელემენტზე |  
		| 
		
		RowSource | 
		ComboBox | 
		
		მნიშვნელობათა დიაპაზონი, რომელიც გამოიყენება მენიუს შესაქმნელად |  
		| 
		 Selected | 
		ListBox | 
		შედეგია 
		Boolean-ის ტიპის მასივი, რომელიც საშუალებას იძლევა სიიდან ამორჩეულ იქნეს 
		ერთზე მეტი ელემენტი |  
		| 
		TabIndex | 
		ყველა 
		ელემენტი | 
		კურსორის 
		გადაადგილების ნომერი. ნუმერაცია იწყება ნულიდან. |  
		| 
		TabStop | 
		ყველა 
		ელემენტი | 
		
		მნიშვნელობა Boolean-ის ტიპისაა. თუ მნიშვნელობაა True, მაშინ წარმოებს 
		მართვის ელემენტის შერჩევა(კურსორის მოთავსება მართვის ელემენტზე) 
		 |  
		| 
		Value | 
		ყველა 
		ელემენტი
		 | 
		მართვის 
		ელემენტის მიმდინარე მნიშვნელობა |  
		| 
		Visible | 
		 ყველა 
		ელემენტი | 
		
		მნიშვნელობა Boolean-ის ტიპისაა. იმართება მართვის ელემენტის გამოჩენა/არგამოჩენა
		 |  
მართვის ელემენტებს მოვლენები შეესაბამება.
ცხრილში 
5.7. აღწერილია ხშირად გამოყენებული მოვლენები,
რომლებისთვისაც შეიძლება დაიწეროს საკუთარი პროცედურები და 
ისინი გამოყენებულ იქნენ 
ამოცანების ამოხსნის დროს.
 
                                                                                                                                                                                                               
ცხრილი 
5.7.  
	
		| 
		მოვლენა | 
		პროცედურის სინტაქსი | 
		მოვლენის აღწერა |  
		| 
		
		AfterUpdate | 
		Private 
		Sub object_ AfterUpdate() | 
		
		წარმოიქმნება ველში მონაცემის ჩაწერის (განახლების) შემდეგ, ანუ კურსორის 
		სხვა ველში გადასვლის შემდეგ |  
		| 
		
		BeforeUpdate | 
		Private Sub object 
		_BeforeUpdate(ByVal Cancel As MSForms.ReturnBoolean) | 
		წარმოიქმნება 
		მონაცემის ცვლილების შემდეგ, მაგრამ ამ ველში მონაცემის ჩაწერამდე |  
		| 
		Change | 
		Private 
		Sub object_ Change() | 
		
		წარმოიქმნება მუდამ მონაცემის ცვლილებისას |  
		| 
		Click | 
		Private 
		Sub object_ Click | 
		
		წარმოიქმნება მართვის ელემენტზე თაგუნას  მაჩვენებლის დაწკაპუნებისას |  
		| 
		DblClick | 
		Private Sub object 
		_DblClick (ByVal Cancel As MSForms. ReturnBoolean) | 
		წარმოიქმნება 
		მართვის ელემენტზე თაგუნას  მაჩვენებლის ორჯერ ზედიზედ დაწკაპუნებისას |  
		| 
		Enter | 
		Private 
		Sub object_ Enter() | 
		
		წარმოიქმნება მართვის ელემენტის გამოყოფისას |  
		| 
		Exit | 
		Private Sub object 
		_Exit(ByVal Cancel As MSForms.ReturnBoolean) | 
		
		წარმოიქმნება მართვის ელემენტზე გამოყოფის მოხსნისას  |  
		| 
		Error | 
		Private Sub object 
		_Error(ByVal Number As Integer, ByVal Description As 
		MSForms.ReturnString, ByVal SCode As Long, ByVal Source As String, ByVal 
		HelpFile As String, ByVal HelpContext As Long, ByVal CancelDisplay As 
		MSForms.ReturnBoolean) | 
		
		წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მართვის ელემენტი შეცდომას აღმოაჩენს და 
		სისტემას არ შეუძლია გამოიტანოს შეტყობინება შეცდომის შესახებ |  
		| 
		KeyDown | 
		Private Sub 
		object_ KeyDown (ByVal KeyCode As MSForms.ReturnInteger, ByVal Shift As 
		Integer)   | 
		წარმოიქმნება 
		კლავიშზე დაჭერისას მაშინ, როდესაც მართვის ელემენტში კურსორია მოთავსებული |  
		| 
		KeyPress | 
		Private Sub 
		object_ KeyPress (ByVal KeyAscii As MSForms.ReturnInteger) | 
		წარმოიქმნება 
		ალფაბეტურ-ციფრულ კლავიშზე დაჭერისას |  
		| 
		KeyUp | 
		Private Sub 
		object_ KeyUp (ByVal KeyCode As MSForms. ReturnInteger, ByVal Shift As 
		Integer) | 
		
		წარმოიქმნება კლავიშიდან თითის აშვებისას |  
		| 
		Layout | 
		Private 
		Sub object_ Layout | 
		
		წარმოიქმნება მართვის ელემენტის ზომების ცვლილებისას |  
		| 
		
		MouseDown, MouseUp | 
		Private Sub object 
		_MouseDown(ByVal Button As Integer, ByVal Shift As Integer, ByVal X As 
		Single, ByVal Y As Single) 
		Private Sub object 
		_MouseUp(ByVal Button As Integer, ByVal Shift As Integer, ByVal X As 
		Single, ByVal Y As Single) | 
		MouseDown წარმოიქმნება 
		თაგუნას  ღილაკზე დაჭერისას.  
		MouseUp 
		წარმოიქმნება თაგუნას  ღილაკის აშვებისას |  
		| 
		
		MouseMove | 
		Private Sub object 
		_MouseMove(ByVal Button As Integer, ByVal Shift As Integer, ByVal X As 
		Single, ByVal Y As Single) | 
		
		წარმოიქმნება თაგუნას  გადაადგილებისას |  
		| 
		SpinDown, 
		SpinUp | 
		Private Sub 
		object_ SpinDown 
		Private Sub 
		object_ SpinUp | 
		SpinDown 
		წარმოიქმნება ისარზე 
		,,ქვევით" დაწკაპუნებისას, ხოლო SpinUp 
		
– პირიქით |  
		| 
		Zoom | 
		Private 
		Sub object_ Zoom | 
		
		წარმოიქმნება თვისების შეცვლისას |  
ინტერაქტიული 
Web-გვერდის დაპროექტებისას 
Visual Studio 2005-ში 
Web-საითის შექმნის ბრძანების მიცემის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა ცარიელი ეკრანული ფურცლის სახით.
მასზედ 
(ფორმაზე)
დაიტანება მართვის ელემენტები. 
ინტერაქტიული Web-გვერდის 
დაპროექტების პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მონაცემების ბაზიდან 
ინფორმაციის ბრძანებების ფორმირება. შეკითხვების ფორმირება ხორციელდება მონაცემების 
ბაზებთან შეკითხვების ფორმირების ენაზე
– SQL-ზე. 
   |