5.4.3 ფორმის მეთოდები და მოვლენები

ცხრილში 5.3. ნაჩვენებია ფორმის ხშირად გამოყენებული მეთოდები.

                                                                                                                                                              ცხრილი 5.3.

მეთოდი

დანიშნულება

Copy

ფორმაზე მონიშნული მართვის ელემენტის ასლის აღება

Cut

ფორმაზე მონიშნული მართვის ელემენტის ამოჭრა

Hide

ფორმის გადამალვა. ფორმა მეხსიერებაში რჩება, ინახება მართვის ელემენტებისა და მოდულის კლასში გამოცხადებული ცვლადების მნიშვნელობები

Paste

ბუფერში არსებული ინფორმაცია თავსდება მართვის აქტიურ ელემენტში

PrintForm

ფორმა გამოიტანება დასაბეჭდად მასზე დატანილი მართვის ელემენტებით

Repaint

ეკრანზე გამოტანილი ფორმის გადახატვა

Show

ფორმის გამოტანა ეკრანზე. თუ ფორმა ჩატვირთული არ არის, მაშინ წარმოებს ფორმის ჩატვირთვა და გამოტანა ეკრანზე

 

მოვლენები. ფორმაზე თაგუნას მაჩვენებლის გადაადგილებისას, ფორმაზე არსებულ მართვის ელემენტში მონაცემების ჩაწერისას, თაგუნას მაჩვენებლის დაწკაპუნებისას და ა.შ. წარმოიქმნება მოვლენა, რომელთან დაკავშირებით შესაძლებელია ვმართოთ ფორმა, ფორმაზე არსებული მართვის ელემენტები და სხვა. შეიძლება დაიწეროს პროცედურები, რომლებიც გარკვეული მოვლენის წარმოქმნის შემდეგ დაიწყებენ მუშაობას. ეს პროცედურები იწერება ფორმის მოდულის კლასში. ცხრილში 5.4. ჩამოთვლილია ფორმასთან დაკავშირებული ზოგიერთი მოვლენა.

                                                                                                                                                                  ცხრილი 5.4.

მოვლენა

პროცედურის სინტაქსი

აღწერა

Activate

Private Sub UserForm _Activate()

ფორმის გააქტიურებისას

Click

Private Sub UserForm _Click()

ფორმის მართვის ელემენტისგან თავისუფალ  ადგილზე თაგუნას ღილაკზე ერთხელ დაწკაპუნება

DblClick

Private Sub UserForm _DblClick(ByVal Cancel As MSForms.ReturnBoolean)

ფორმის ნებისმიერ ადგილზე მოხდება თაგუნას ღილაკზე ორჯერ ზედიზედ დაწკაპუნება

Deactivate

Private Sub UserForm_Deactivate()

მოვლენა წარმოიქმნება, როცა ფორმა აქტიური აღარ არის

Initialize

Private Sub UserForm_Initialize()

ფორმის პირველად ჩატვირთვის დროს  ოპერატორით Load ან მეთოდით Show

Resize

Private Sub UserForm_Resize()

ფორმის ზომის ცვლილებისას

QueryClose

Private Sub UserForm_QueryClose(Cancel As Integer, CloseMode As Integer)

წარმოიქმნება მაშინ, როცა ფორმის დახურვის ბრძანებას ვაძლევთ ფორმის მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებული ღილაკით X

 Terminate

Private Sub UserForm_Terminate ()

წარმოიქმნება ფორმის მეხსიერებიდან გადმოტვირთვისას