5.4.2 ფორმის თვისებები

ფორმას, როგორც ობიექტს, საკუთარი თვისებები გააჩნია. ცხრილში 5.2. ნაჩვენებია ფორმის თვისებები, რომელთა ეკრანზე გამოსაჩენად თაგუნას მაჩვენებელი დააყენეთ ფორმაზე და დააჭირეთ თაგუნას  მარჯვენა ღილაკს თითი. გამოვა ქვემენიუ, რომელშიც მონიშნეთ სტრიქონი Properties(თვისებები) და დააწკაპუნეთ.

ცხრილი 5.2.

თვისება

აღწერა

Name

ფორმის სახელი, რომელთანაც პროგრამაში წარმოებს მიმართვა

BackColor

განისაზღვრება ფორმის ფერი. ფერთა პალიტრა ჩამოიშლება თვისების მარჯვენა მხარეს არსებულ ღილაკზე დაწკაპუნebis შემდეგ

BorderColor

განისაზღვრება ფორმის ჩარჩოს ფერი. ფერთა პალიტრა ჩამოიშლება თვისების მარჯვენა მხარეს არსებულ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ

BorderStyle

შეირჩევა ფორმის ჩარჩოს სტილი

Caption

გამოიყენება ფორმაზე მუდმივი წარწერის გასაკეთებლად. წარწერა ინფორმაციული ხასიათისაა

Cycle

თუ Cycle-ის მნიშვნელობაა fmCycleAllForms, მაშინ კლავიატურის Tab კლავიშზე დაჭერისას კურსორი გადაადგილდება ფორმაზე არსებულ მართვის ელემენტებზე თანმიმდევრობით ფორმაში არსებული ჯგუფებისა და გვერდების გაუთვალისწინებლად, ხოლო თუ მისი მნიშვნელობაა fmCycleCurrentForm, მაშინ კურსორის გადაადგილება წარმოებს ფორმაში არსებული ჯგუფებისა და გვერდების გათვალისწინებით

Enabled

მნიშვნელობა Boolean-ის ტიპისაა. გვიჩვენებს ფორმაზე შეღწევის შესაძლებლობა/შეუძლებლობას

Font

შეირჩევა შრიფტი და შრიფტის პარამეტრები

ForeColor

შეირჩევა შერჩეული შრიფტის ფერი

Hიეგჰტ

განისაზღვრება ფორმის სიმაღლე

Keep ScrollBarsVisible

შეირჩევა ფორმაზე გადაფურცვლის ზოლები. შერჩევა ხორციელდება ამ თვისების მარჯვენა სტრიქონში არსებული ქვემენიუდან

Left

დგინდება ფორმის გამოძახების შემდეგ ამ ფორმის დაშორება ეკრანის უკიდურესად ზედა მარცხენა კუთხიდან

MouseIcon

შეირჩევა თაგუნას მაჩვენებლის გამოსახულება

MousePointer

შეირჩევა შერჩეული თაგუნას მაჩვენებლის ზომები

Picture

წარმოებს ფორმის ფონად სურათის შერჩევა

PictureAligment

წარმოებს შერჩეული სურათის ფორმაზე განლაგება

PictureSize Mode

შერჩეული სურათის ზომები: სურათი ფონად დაედოს მთელ ფორმას, მოთავსდეს ფორმის ცენტრში

PictureTiling

თუ შერჩეული სურათის თვისება PictureSize-Mode=0, მაშინ  PictureTiling-ის მნიშვნელობებია: True, False

Width

დგინდება ფორმის სიგანე

Zoom

დგინდება ფორმის ეკრანზე გამოსახვის მასშტაბი