5.3.2. შეკითხვები (მოთხოვნები)

ამდენიმე ცხრილის გაერთიანების მიზნით დასაწყისში საჭიროა შეიქმნას კავშირები ცხრილებს შორის, ამისთვის: მიეცით ბრძანება Tools, Relationships, ან დააწკაპუნეთ ღილაკზე OK, რომელიც მოთავსებულია ინსტრუმენტების პანელზე. Eგამოვა დიალოგური ფანჯარა <Show Table>, რომელშიც მონიშნეთ ორივე ცხრილი და დააწკაპუნეთ ღილაკზე <Add>, დახურეთ ფანჯარა. შევქმნათ კავშირი maswavleblebi" და disciplina" ცხრილებს შორის. ამისთვის კურსორი მიიყვანეთ ველთან <disciplinis kodi> ცხრილში maswavleblebi, თითი დააჭირეთ თაგუნას მარცხენა ღილაკს და ღილაკზე ხელის აუღებლად გადაიტანეთ იგი ველზე <disciplinis kodi> ცხრილში disciplina, შემდეგ აუშვით თითი თაგუნას ღილაკს. გამოვა ფანჯარა Edit Relationships. ფანჯარაში მონიშნეთ ნიშნაკები:   Enforce Referential Integrity (მონაცემთა მთლიანობის უზრუნველსაყოფა), Cascade Update Related Fields (ურთიერთდაკავშირებული ველების კასკადური განახლება), Cascade delete Related Records

 (ურთიერთდაკავშირებული ველების კასკადური წაშლა) და დააწკაპუნეთ ღილაკზე<Create>/სურ.5.10./   

სურ. 5.10. კავშირების რედაქტირების ფანჯარა

როგორც აღვნიშნეთ, შეკითხვები ემსახურება ბაზაში არსებული ცხრი­ლებიდან გარკვეული კრიტერიუმებით მონაცემების ამორჩევას. ამისთვის მონაცემთა ბაზის ფანჯარაში, მარცხნივ მონიშნეთ შეკითხვების ჩანართი Queries. მარჯვნივ გამოჩნდება ბაზაში არსებული შეკითხვების სია. თუ მათი შედეგი გნებავთ მიიღოთ, ისარგებ­ლეთ გახსნის პიქტოგრამით. თუ შეკითხვის განსაზღვრის დათვალიერება ან რედაქტირება გნებავთ კონსტრუქტორის პიქტოგრამით, ახალი შეკითხვის შექმნისთვის კი   ახალი ობიექტის შექმნის პიქტოგრამით. ახალი შეკითხვის შექმნა შეგიძლიათ დამოუკიდებლად ან პროგრამა „ოსტატის" დახმარებით. მონაცემთა ბაზაში dekanati არსებული შეკითხვებიდან შეარჩიეთ ერთ-ერთი და გამოიტანეთ კონსტრუქტორის რეჟიმში/სურ. 5.11/.

შეკითხვის ფორმირების დიალოგური ფანჯარა ორი ნაწილისგან შედგება; ზედა ნაწილში მოთავსებულია ცხრილები, რომლის საფუძველზე იქმნება შეკითხვა.

სურ. 5.11. შეკითხვის მაგალითი

ფანჯრის ქვედა ნაწილის სტრიქონშიField-ში ველის დასახელების მოსათავსებლად თაგუნათი მონიშნეთ შესაბამისი ველის დასახელება და  გადაათრიეთ იგი სტრიქონში Field. აქვე შეგიძლიათ მიუთითოთ დახარისხების (Sort), ეკრანზე გამოტანის პირობები (Show), შერჩევის კრიტერიუმი ლოგიკური ოპერატორების გამოყენებით (Criteria). შეგიძლიათ შექმნათ ახალი ველი, სადაც გამოითვლით ახალ მონაცემს ცხრილის (ცხრილების) ველების საფუძველზე. თუ ცხრილებს შორის ბაზაში კავშირები დადგენილია, კავშირები ავტომატურად გამოჩნდება შეკითხვაში. შეკითხვის ნაწილებს შორის კურსორის გადაადგილება F6 კლავიშით სრულდება.

სურ. 5.11. შეკითხვის ცხრილის რეჟიმი

შეკითხვით მიღებული შედეგების დასათვალიერებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე Run ან მთავარი მენიუდან ღილაკზე DatasheetView. ჩვენ მიერ დაპროექტებული ცხრილების საფუძველზე შეკითხვით მიღებული შედეგი მოცემულია   სურათზე 5.11.